12 დაბალბიუჯეტიანი ფილმი რომელიც მაშტაბურ ჰიტად იქცა

იცით თუ არა, რომ ყველაზე მაღალბიუჯეტიანი ფილმი რომელიც ოდესმე გამოსულა არის “კარიბის ზღვის მეკობრეები: უცნაურ ნაპირებზე” რომლის გადაღებაც ოფიციალურად 379 მილიონი დოლარი დაჯდა, მაგრამ არის კი აუცილებელი ამხელა ბიუჯეტი იმისთვის, რომ ნამუშევარი წარმატებული გამოვიდეს და კინოკომპანიას დიდი შემოსავალი მოუტანოს? დღეს გვსურს წარმოგიდგინოთ 12 საკმაოდ დაბალი ბიუჯეტის მქონე ფილმი რომელიც დიდ ჰიტად იქცა, წარმატებით ჩაეშვა კინოგაქირავებაში […]

განაგრძე კითხვა

10 საუკეთესო სამსახიობო წყვილი დიდ კინოში

ალბათ ხშირად შეგინიშნავთ, რომ წყვილი რომელიმე ფილმში იმდენად დიდებულ შესრულებას გვთავაზობს, რომ შემდეგ მათი უერთმანეთოდ წარმოდგენა უბრალოდ ძალიან ძნელია, თუმცა არსებობს ისეთი შემთხვევებიც, როცა მსახიობებმა ერთად რამოდენიმე ფილმში ითამაშეს და ყოველ ჯერზე საქმე ძალიან კარგად შეასრულეს. გვსურს 10 ასეთ წყვილზე მოგითხროთ რომლებსაც დიდ ეკრანზე უბრალოდ იდეალური ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ. ემა სტოუნი და რაიან გოსლინგი მსახიობები რომლებსაც […]

განაგრძე კითხვა

დადასტურდა: “გაქცევა” მე-6 სეზონით გრძელდება

თუ სხვა ძალიან ბევრი ადამიანის მსგავსად თქვენც სერიალ “გაქცევის” მხურვალე გულშემატკივარი ხართ, თქვენთვის ძალიან სასიხარული ამბავი გვაქვს. ცოტა ხნის წინ სერიალის ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელმა, დომინიკ პარსელმა ინსტაგრამის საშუალებით ძალიან კარგი სიახლე გაავრცელა. “გაქცევა” ახალი სეზონით გაგრძელდება! მსახიობი სერიალში ლინკოლნ ბეროუსის, სერიალის მთავარი “შემოქმედის” ძმის როლს ასრულებს, ამიტომ მისი ინფორმაცია უდაოდ ძალიან სარწმუნოა. როგორც ჩანს, […]

განაგრძე კითხვა

5+ ახალი სერიალი რომელსაც აუცილებლად უნდა უყუროთ

2020 წლის დადგომიდან უკვე 9 თვე გავიდა და მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა პრობლემების გამო წელი ისეთი დატვირთული არ გამოვიდა როგორც ამას მანამ მოველოდებოდით, მაყურებელმა მაინც იხილა რამოდენიმე გამორჩეული ნამუშევარი. გამონაკლისი არც სერიალებია. მით უმეტეს, რომ თითქმის ყველა მათგანის ნახვა უკვე ახალ-ახალ ონლაინ პლატფორმებზეა შესაძლებელი. უახლოეს მომავალში მაყურებელი კიდევ ბევრ წარმატებულ ნამუშევარ იხილავს, თუმცა დღეს გვსურს […]

განაგრძე კითხვა

10 მსახიობი რომელსაც როლის მისაღებად დიდი ტყუილის თქმა დასჭირდა

როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, რამოდენიმე ძალიან კარგი როლის ხილვას მსახიობების მიერ ნათქვამ ტყუილს უნდა ვმადლოვდეთ. მათ რომ თავის დროზე ტყუილი არ ეთქვათ და მხოლოდ ასე არ დაეკმაყოფილებინოთ რეჟისორების თავდაპირველი მოთხოვნები, ალბათ მათი კარიერა სრულიად განსხვავებულად წარიმართებოდა და ჩვენც, უბრალო მაყურებლები რამოდენიმე დიდებული როლის ხილვის გარეშე დავრჩებოდით. წარმოგიდგენთ 10 გამორჩეულ მსახიობს, რომლებსაც კარიერის სტარტზე ტყუილის […]

განაგრძე კითხვა

“ჯოკერი 2”: ხოაკინ ფენიქსს როლისთვის 50 მილიონი შესთავაზეს

როგორც ჩანს, Warner Bros.-ს ძალიან სურს ხოაკინ ფენიქსის დაბრუნება. თანაც, კინოკომპანია გაჩერებას არ აპირებს და 2 სექველის გამოშვება სურს. “ჯოკერი” კინოთეატრებში 2019 წელს გამოჩნდა და დიდი მოწონებაც დაიმსახურა როგორც კრიტიკოსების, ისე რიგითი მაყურებლების მხრიდან. წარმატება შემოსავლებზეც აისახა და ფილმი კომპანიის ერთ-ერთ დიდ ჰიტად იქცა, ამიტომ გასაკვირი არ არის რომ ახალი ნაწილისათვის ფენიქსს დიდ თანხებს სთავაზობენ. […]

განაგრძე კითხვა

რას გვიზმადებს #2020: რომელ ფილმებს უნდა ველოდოთ წლის ბოლომდე

2020 წლის საკმაოდ დიდი ნაწილი უკვე გავიდა და მიუხედავად კორონავირუსის გამო გამოწვეული ძალიან დიდი შეფერხებისა, კინოსამყარომ მიმდინარე წელს მაინც გვაჩუქა რამოდენიმე შესანიშნავი ნამუშევარი, მაგალითად “ჯენტლმენები“, “ცუდი ბიჭები 3” თუ “წინაპართა ძახილი“. საბედნიეროდ, წინ 2020 წელი კიდევ რამოდენიმე სიურპრიზს გვიმზადებს. თანაც, პანდემიის გამო ბევრი გამორჩეული ნამუშევრის პრემიერამ სწორედ წლის მეორე ნაწილში გადაინაცვლა. და მაინც, რას გვიმზადებს […]

განაგრძე კითხვა

“Dune” – ფილმის თრეილერი უკვე აქ არის

როგორც იქნა, Warner Bros.-მა დენის ვილნევის გამხაურებული ნამუშევრის პირველი თრეილერი გაასაჯაროვა. “Dune“-ს უდავოდ ყველა ფანტასტიკის ჟანრის მოყვარული სულმოუთმენლად ელოდება, თრეილერის გასაჯაროვების შემდეგ კი პრემიერამდე მოლოდინი ერთიორად გაიზრდება. პირველი სურათები ფილმიდან ზაფხულში გავრცელდა სადაც მთავარი ვარსკვლავები, ტიმოთი ჩალამე, ჯოშ ბროლინი, ზენდაია და ოსკარ ისააკი ჩანან. სურათებმა ფანებში დიდი მღელვარება გამოიწვია, ხოლო თრეილერი უდავოა რომ ფილმისადმი ინტერესს […]

განაგრძე კითხვა

მსახიობების მინიმუმ 30%-ს უმცირესობები უნდა წარმოადგენდნენ – ოსკარმა ახალი რეგულაციები მიიღო

კინოინდუსტრია წლიდან-წლამდე იცვლება. იღებენ ახალ შეზღუდვებს და აუქმებენ ძველებს, რასაც ჯამში უმეტესწილად დადებითი შეფასებები მოსდევს და ხარისხიც იზრდება, ცვლილებები ხომ პროგრესის განუყოფელი ნაწილია, თუმცა, ზოგჯერ კინოაკადემიებს გაცილებით უფრო მასშტაბური ცვლილებები შეაქვთ ინდუსტრიაში. როგორც ჩანს, ამ შემთხვევაშიც სწორედ მსგავს ფაქტთან გვაქვს საქმე. Variety-ს მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოსკარის დაჯილდოება სულ მალე ძალიან განსხვავებულ […]

განაგრძე კითხვა

“კაპიტანი მარველი” ბრი ლარსონის გარეშე? მსახიობს როლზე უარის თქმა სურდა

“მარველის” სამყარო რომ ბოლო წლებია ნებისმიერი მსახიობისთვის სანატრელ ადგილად და ამავე დროს საკუთარი ნიჭის წარმოჩენის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად იქცა ეს ახალი არ არის, თუმცა როგორც ჩანს ხდება ისეც, რომ ცნობილი მსახიობები დიდი როლების შესრულებაზე თავდაპირველად უარს ამბობენ. ოსკაროსანი მსახიობი, ბრი ლარსონი სწორედ ერთ-ერთი მათგანია. ამერიკელი მსახიობის პოპულარობამ ბოლო დროს ზენიტს მიაღწია, ამის უმთავრესი მიზეზი კი […]

განაგრძე კითხვა

როგორ ვუშველოთ მოწყენილობას? 10 ძალიან სასაცილო ფილმი რომელიც ამაში დაგეხმარებათ

ამბობენ, რომ სიცილი სიცოცხლეს ახანგრძლივებს, ხოლო ის, რომ სიცილი სტრესს ამცირებს ეს უკვე მეცნიერული ფაქტია. ამიტომ, ზოგჯერ უბრალოდ კომფორტულად მოკალათება და განტვირთვა გვჭირდება, სიცილისთვის კი კომედიურ ფილმებზე უკეთეს რამეს იშვიათად თუ ნახავთ. თუ ბოლო დროს მოწყენილობამ “შემოგიტიათ” და გულიანი სიცილი ნამდვილად არ გაწყენდათ, მაშინ ეს კოლექცია სწორედ რომ თქვენთვისაა. Mpedia წარმოგიდგენთ 10 ძალიან სასაცილო ფილმს. […]

განაგრძე კითხვა