მაყურებლის ბლოგი: ფილმი “მძიმე დანაშაული /EL CAMINO: A BREAKING BAD”

ვფიქრობ ხოლმე, რომ ყველა ამბავი უნდა სრულდებოდეს მაშინ, როცა დასრულება  ყველაზე ნაკლებად გინდა. რადგან ესაა შესაძლებლობა, მასზე სამუდამოდ ფიქრობდე და მთელი ცხოვრების განმავლობაში არკვევდე, როგორი ფილოსოფიაა.ეს სამუდამო ფილოსოფიაა. სერიალებზე გადაღებული დამოუკიდებელი ფილმები, უკანა ფონზე წარსული კადრებით და მოგონებებით, უკვე აღარაა ახალი და მგონია მხოლოდ შემოსავლის მოპოვებას ემსახურება. EL CAMINO: A BREAKING BAD MOVIE -2019 წელს […]

განაგრძე კითხვა

მაყურებლის ბლოგი: “ესაუბრე მას / Talk to Her”, პედრო ალმოდოვარი

სიმართლე რომ ვთქვა, ძალიან მიჭირს ჩემთვის საყვარელ რეჟისორებსა თუ ავტორებზე წერა, მაგრამ როგორც კი რამე ჩემით უნდა ავირჩიო, არჩევანს ყოველთვის მათზე ვაკეთებ და ვცდილობ იმ შიშის დაძლევას, რომელსაც თითოეულ დაწერილ სიტყვაში ვგრძნობ. რა თქმა უნდა, მეშინია, რომ შესაბამის სიტყვებს ვერ ვიპოვი, რა თქმა უნდა, მეშინია, რომ მხოლოდ სიტყვებით ვერ გადმოვცემ იმას, რაშიც ქმედება და ვიზუალური […]

განაგრძე კითხვა

ანიმაციური ფილმების ზეგავლენა ბავშვებზე და მშობლების ჩართულობის მნიშვნელობა

ანიმაციის ფუძემდებლად, ფრანგი მხატვარი ემირ კოლი ითვლება, რომლის პირველი ნახატი ფილმი “ფანტასმაგორია” 1908 წლის, 17 აგვისტოს, პარიზში აჩვენეს. 20-იან წლებში, ევროპაში პოპულარული იყო ექსპერიმენტული, აბსტრაქტული ანიმაციური ფილმები, მოგვიანებით ამერიკელი ძმების – ფლეიშერების ანიმაციური ფილმები. შემდეგში კი “დისნეის” სერიულმა ანიმაციურმა ფილმებმა, მსოფლიოს მაყურებლის ყურადღება, დიდი ხნით უკონკურენტოდ მიიპყრო(“ბემბი”, “ფიფქია და შვიდი ჯუჯა”, “პინოქიო”). დღესდღეისობით კი, მიმართულების […]

განაგრძე კითხვა

მაყურებლის ბლოგი: “A summer’s tale -ზაფხულის ზღაპარი”

ღვინის ფესტივალიდან, წვიმის გამო, ნაადრევად წამოსულმა მე და ჩემმა ორმა მეგობარმა, თბილისის ძველ უბნებში დავიწყეთ ბოდიალი და უამრავჯერ დავიწუწუნე: – როგორ მინდა ამ საოცარ ,დაძველებულ, დარაბებიან, სახლში ცხოვრება.. მერე დამიანეს წამოსცდა, რომ წესით უნდა მომწონებოდა ერიკ რომერის 1996 წელს გამოსული ფილმი – “ზაფხულის ზღაპარი”, რომელიც მოგვითხრობს მორცხვ, მათემატიკოს გასპარსა და მის საზაფხულო თავგადასავალზე. დავპირდი ვნახავ […]

განაგრძე კითხვა

მაყურებლის ბლოგი: “იყო ჯულია / Being Julia”

                            რამდენიმე წლის წინ, როდესაც თეატრის შესახებ ფილმს ვეძებდი, წავაწყდი ფილმს სახელად „იყო ჯულია’’ , რომელიც სომერსეტ მოემის გადასარევი წიგნის „თეატრი“-ს მიხედვით, 2004 წელს იშტვან საბომ გადაიღო. მასში მთავარ როლებს ანეტა ბენინგი და ჯერემი აირონსი  ასრულებენ. ფილმი წარმატებული  წყვილის – ჯულიასა და მაიკლის თანაცხოვრებისა და ჯულიას ახალი სიყვარულის შესახებ მოგვითხრობს. ვისაც სომერსეტ მოემის „თეატრი“ […]

განაგრძე კითხვა

მაყურებლის ბლოგი: “The OA – Original Angel”

თანამედროვე და მომავლის მეცნიერული მიღწევები და ამოცანები, არაერთი ფილმის თუ სერიალის ინსპირაცია გახდა. მათ შორის ერთ-ერთი, ჩემი საყვარელი სერიალია – „THE OA –ORIGINAL ANGEL“, მოულოდნელი და გაურკვეველი ფინალით. რომელიც, როგორც მთელი სეზონის მსვლელობისას, გვიჩენს ახალ-ახალ საფიქრალს, ისევე საშინლად დაინტიგებულებს გვტოვებს სეზონის ბოლოსაც, როცა ყველა კარტის გახსნას ველოდებით და სცენარისტი დასტას თავიდან ჩეხს. ამერიკული დრამა, სამეცნიერო […]

განაგრძე კითხვა