Netflix-მა ჯონი დეპის ყველა ფილმი წაშალა

სიახლეები

დიახ, არ მოგესმათ: ამერიკულმა გიგანტმა საკუთარი სერვისიდან ჯონი დეპის ყველა ფილმი ამოიღო, მათ შორის “კარიბის ზღვის მეკობრეები“, “ჩარლი და შოკოლადის ქარხანა” და “ჯადოსნური ცხოველები“. ასე მარტივად, ერთ დღეს მომხმარებლებს ყველა ფილმი წაშლილი დახვდათ.

რთული გამოსაცნობი არ არის, რომ საქმე 57 წლის მსახიობის ყოფილ ცოლთან სასამართლო დავას ეხება. დიდი ხანია რაც ემბერ ჰერდი ჯონი დეპს ძალადობაში ადანაშაულებს. მიუხედავად ბოლო სასამართლოებში წარმატებისა, დეპმა ცოტა ხნის წინ საქმე ცნობილ ბრიტანულ გაზეთთან წააგო, რომელმაც მანამდე მსახიობს “ცოლზე მოძალადე” უწოდა.

რაც შეეხება უშუალოდ Netflix-ის მიერ ჯონი დეპის ფილმების წაშლას, როგორც ჩანს ჯერ-ჯერობით “საიხლე” მხოლოდ ამერიკულ კოლექციას შეეხო. სწორედ ამერიკელ მომხმარებლებთან გაქრა მსახიობის შემოქმედება.

აღსანიშნავია ისიც, რომ რომ კომპანიამ ეს ძალიან ჩუმად, ყოველგვარი ოფიციალური განცხადების გარეშე გააკეთა, რამაც ცნობილი მსახიობის ფანები კიდევ უფრო გააბრაზა. ისინი კომპანიის გადაწყვეტილებას მკაცრად არ ეთანხმებიან და გადაწყვეტილებას “ცენზურის დადებად” და “პოლიტიკურ შეტევად” მოიხსენიებენ. გულშემატკივრები იმაზე ამახვილებენ ყურადღებას, რომ კომპანიამ მხოლოდ ჯონი დეპის ფილმები ამოიღო სერვისიდან, ემბერ ჰერდის ნამუშევრებს კი არ შეხებია. ეს იმის ფონზე, რომ მსახიობი ჯერ-ჯერობით დამნაშავედ არავის უცვნია.

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, სულ ერთი თვის წინ აქტიურად იწერებოდა, რომ მიუხედავად მსახიობის სასამართლო დავისა, Netflix ჯონი დეპთან აქტიურ თანამშრომლობას და მის სერიალ “აკადემია ამბრელაში” ჩართვას აპირებდა. როგორც ჩანს რაღაცეები რადიკალურად შეიცვალა…

მასალის ავტორი:  ოთარ ვახტანგაშვილ

უყურეთ ფილმებს ონლაინ ქართულად, მრავალხმიანი, საუკეთესო გახმოვანებით Movie.Ge-ზე