რატომ მოგვწონს ბოროტმოქმედები მთავარ გმირებზე მეტად?

საინტერესო

ადამიანები ბავშვობიდან სწავლობენ იმის გარჩევას, თუ რა არის კარგი და რა, ცუდი. იგივე მიდგომა კინემატოგრაფიაშიც დიდი ხნის განმავლობაში მუშაობა. არსებობდა მთავარი გმირი, “კარგი ტიპი” რომელიც ყოველთვის სწორად იქცეოდა და მისი ანტიპოდი, ბოროტმოქმედი რომლისგანაც მხოლოდ რაიმე სისაძაგლეს მოველოდით. მაგრამ არის დღესაც ასე? გულწრფელად, გაიხსენეთ ვინ უფრო დიდი გავლენა მოახდინა “შავი რაინდიდან” თქვენზე: ბეტმენმა, თუ ჯოკერმა?

უფრო და უფრო ხშირია ისეთი მომენტები, როდესაც მაყურებელს ბოროტმოქმედი მთავარ გმირზე მეტად მოსწონს. დღეს “brightside“-ს სტატიის მიხედვით იმის გარკვევას შევეცდებით თუ რატომ ხდება ეს ასე.

ბოროტმოქმედები მეტად რეალისტურები არიან

საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს, რომ ჩვენ იმ ადამიანების მიმართ გვიჩნდება სიმპათია, რომელშიც საკუთარ თავს ვხედავთ, თუნდაც მცირედით მაინც. ეს მიდგომა მთავარ გმირებთან არ მუშაობს: ისინი ხომ უმეტესწილად სრულყოფილ პერსონაჟებს წარმოადგენენ, თითქმის უნაკლოებს, რომლებთანაც საკუთარი თავის შედარება ძალიან ძნელია. ყველა ადამიანს აქვს “ბნელი მხარე”, რის გამოც ხშირად თავს ბოროტმოქმედებს მეტად ვამსგავსებთ.

ამას ემატება ისიც, რომ უმეტესწილად თანამედროვე ბოროტმოქმედები არ არიან 100%-ით ცუდები. ისინი გაცილებით უფრო კომპლექსური პერსონაჟები გახდნენ რომლებსაც საკუთარი, უნიკალური ისტორია გააჩნიათ. ისტორია იმისა, თუ როგორ გახდნენ ისინი ვინც დღეს არიან. თავად დაფიქრდით, როგორ შეიძლება მოგწონდეს “ჰარი პოტერის” დედინაცვალი. მას არ გააჩნია ისტორია. ისტორია იმისა, თუ რამ მიიყვანა ის აქამდე. მოკლედ, ის უბრალოდ ცუდი ადამიანია, მაგრამ განსხვავებული სურათს ვხედავთ თანამედროვე ანტაგონისტებთან.

დღეს რეჟისორები ცდილობენ უკეთ დაგვანახონ ანტაგონისტების მიერ განვლილი გზა, დაგვანახონ სამყარო მათი თვალებით, რაც განსაკუთრებით კარგად მუშაობს მაშინ, როდესაც მაყურებელი ბოროტმოქმედის ისტორიას დასაწყისიდანვე კარგად ეცნობა. ამ მომენტიდან უკვე იმაზე ვიწყებთ ფიქრს, მოვიქცეოდით თუ არა განსხვავებულად მათ ადგილას რომ ვყოფილიყავით…

მათთვის საზღვრები არ არსებობს!

ეს მათი კიდევ ერთი დამახასიათებელი თვისებაა, რომლის გამოც ბოროტმოქმედები განსაკუთრებულად მოგვწონს. ჩვენ გამუდმებით ვემორჩილებით სოციუმის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს, ვერგებით რა მის საზღვრებს ისე, თითქოს “თრუმენის შოუში” ვიყოთ.

ანტაგონისტები ასე არ იქცევიან. მათ არ ადარდებთ თუ რას იტყვიან მათზე. ისინი პირდაპირ გეტყვიან თუ რას ფიქრობენ შენზე. მათ ის თავისუფლება გააჩნიათ, რომელზეც ალბათ ყველა ვოცნებობთ. მათთვის საზღვრები არ არსებობს. ისინი სპონტანურები არიან!

ანტაგონისტები ამოუცნობები არიან

უმეტესწილად, ჩვენ თავიდანვე კარგად ვიცით თუ როგორ დამთავრდება მთავარი გმირების პერფორმანსი: ისინი იბრძოლებენ, გადალახავენ დაბრკოლებებს, მოიქცევიან “კარგად” და გაიმარჯვებენ, მსოფლიოს იხსნიან.

ამ დროს ჩვენ არასდროს ვიცით თუ რა მოხდება ანტაგონისტთან. სწორედ ეს არის ის უმთავრესი მიზეზი რის გამოც ფილმის ყურებისას ყველაზე დიდ ყურადღებას სწორედ მათ ვაქცევთ. სწორედ მათგან ველით მოულოდნელობას, ხრიკს რომელიც მთავარმა გმირმა ვერ უნდა გამოიცნოს, რომელმაც ბოროტმოქმედს გამარჯვების შანსები უნდა გაუჩინოს, ცოტა ხნით მაინც.

წყარო: brightside.me

მასალის ავტორი: თარგმნა ოთარ ვახტანგაშვილმა

უყურეთ ფილმებს ონლაინ ქართულად, მრავალხმიანი, საუკეთესო გახმოვანებით Movie.Ge-ზე