2021 წლის გამორჩეული ფილმები

იპოვე ფილმი სიახლეები

როგოც წესი, როდესაც ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია, მომდევნო წელი ყოველთვის საუკეთესო გამოდის! იგივე მიზეზის გამო, ის მაყურებელი რომელსაც 2020 წელს იმედები გაუცრუვდა, 2021 წელს მაქსიმალურად ნასიამოვნები დარჩება. პანდემიის გამო კინოთეატრები დაიხურა, კინოგაქირავება ჩავარდა, რამაც ბევრი ფილმის პრემიერის მომდევნო წლამდე გადაწევა გამოიწვია. ამასთან, რამოდენიმე გამორჩეული ფილმის ჩვენება ისედაც 2021 წელს იყო დაგეგმილი. როგორც მიხვდით, მომდევნო წელი კინომანებისთვის სიახლეებით სავსეა.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გვინდა Time-ს მიერ შედგენილი, 2021 წლის გამორჩეული ფილმების სია შემოგთავაზოთ, რომელთა უყურადღებოდ დატოვება არაფრით შეიძლება.

“მალკოლმი და მერი” (5 თებერვალი)

ერთ-ერთი პირველი ფილმი, რომელიც მთლიანად პანდემიის პერიოდში, მიმდინარე ზაფხულსაა გადაღებული. ფილმის რეჟისორი სემ ლევინსონია, მთავარ როლებში კი ზენდაია და ჯონ დეივიდ ვაშინგტონი გვევლინებიან. საინტერესოა, რომ ფილმის რეჟისორს და ზენდაიას აქამდე ერთად სერიალ “ეიფორიაზე” უმუშავიათ, ხოლო ვაშინგტონმა მაყურებელს თავი ფილმ “ტენეტში” თამაშით დაამახსოვრა.

მოგზაურობა ამერიკაში 2” (5 მარტი)

წლის ერთ-ერთი გამორჩეული მოვლენა უდაოდ ედი მერფის პრინცი ჯოფერის როლის კიდევ ერთხელ მორგება იქნება. შორეულ 1988 წელს გამოსული “მოგზაურობა ამერიკაში” სოციალური ქსელების წყალობით პოპულარობას დღესაც არ უჩივის, ამიტომ მის სექველს დიდი ხანია მაყურებელი მოუთმენლად ელოდება.

რაია და უკანასკნელი დრაკონი” (5 მარტი)

როგორც ჩანს 5 მარტი ძალიან დატვირთული გამოდგება. მაყურებელი ამ დღეს დისნეის ნამუშევარსაც იხილავს. 3D ანიმაცია შორეულ წარსულზე მოგვითხრობს, სადაც დრაკონები ადამიანებს მონსტრებისგან იცავენ…

სიკვდილის დრო არ არის” (2 აპრილი)

ზუსტად ის რაზეც დასაწყისში ვსაუბრობდით: ფილმი რომლის პრემიერ თარიღმაც უკვე რამდენჯერმე გადაიწია, უკანასკნელი ცნობებით კი დიდ ეკრანებზე 2 აპრილს გამოჩნდება. დენიელ კრეიგი ჯეიმს ბონდის როლს მეხუთედ, ამჯერად უკვე უკანასკნელად მოირგებს.

შავი ქვრივი” (7 მაისი)

დატვირთული გამოვა მაისიც, რადგან მაყურებელი ორ “ნანატრ” ნამუშევარს იხილავს. პირველი მარველის “შავი ქვრივია“, სადაც სკარლეტ იოჰანსონი ნატაშა რომანოვის როლს მოირგებს. ფილმში მოქმედება რუსეთში ვითარდება. მთავარი გმირი დაუმორჩილებლობის გამო ყველას წინააღმდეგ, სრულიად მარტო რჩება!

ფორსაჟი 9” (28 მაისი)

მეორე “ნანატრი” ნამუშევარი კი ფორსაჟის კიდევ ერთი ნაწილია, რომელიც რომ არა პანდემია, დიდ ეკრანებზე 2020 წელს უნდა გამოჩენილიყო. საიდუმლო არავისთვისაა, რომ სცენების ნაწილი საქართველოშია გადაღებული, რის გამოც ქართველი მაყურებლის მხრიდან მოლოდინი კიდევ უფრო დიდია.

საუკეთესო მსროლელი 2: მევერიკი” (2 ივლისი)

კიდევ ერთი სექველი, რომელიც პირველი ფილმის გამოსვლის შემდეგ, საკმაოდ დიდ ხნიანი შესვენების შემდეგ ჩაეშვება კინოგაქირავებაში. ფილმი 1986 წლის საკულტო ნამუშევრის გაგრძელებაა, რომელიც დიდი გამოცდილების მქონე შეუდარებელი მფრინავის პიტ მიტჩელის, მეტსახელად მევერიკის შესახებ მოგვითხრობს, რომელმაც მაღალსიჩქარიანი ფრენები მიატოვა და ახლა ახალგაზრდა, დამწყებ პილოტებს წვრთნის.

დიუნი” (პირველი ოქტომბერი)

დენის ვილნევის ვარსკვლავებით დახუნძლულ ფილმს, დიდი მოლოდინის შემდეგ როგორც ჩანს პირველი ოქტომბრიდან ვიხილავთ. იგეგმება, რომ ნამუშევარი კინოთეატრებსა და ონლაინ სთრიმინგ საიტებზე ერთდროულად გამოჩნდება. რაც შეეხება სიუჟეტს, ის პოლ ატრეიდესის შესახებ მოგვითხრობს. ძალიან ნიჭიერმა და მახვილგონიერმა ახალგაზრდამ ყველაზე საშიშ პლანეტაზე უნდა იმოგზაუროს რათა საკუთარი და ოჯახის წევრების ნათელი მომავალი უზრუნველყოს.

“მატრიცა 4” (22 დეკემბერი)

მომდევნო წლის ბოლოს მაყურებელს ნამდვილი სიურპრიზი ელოდება! შეუდარებელი კიანუ რივზი კიდევ ერთხელ მოირგებს ნეოს როლს. უდავოა, რომ “მატრიცას” მეოთხე ნაწილი მომდევნო წლის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნამუშევარი იქნება, რომლის მიმართად მოლოდინები ძალიან, ძალიან დიდია.

მასალის ავტორი:  ოთარ ვახტანგაშვილ

უყურეთ ფილმებს ონლაინ ქართულად, მრავალხმიანი, საუკეთესო გახმოვანებით Movie.Ge-ზე