“ინდიანა ჯონსი 5”: ჰარისონ ფორდი დიდ ეკრანებს უბრუნდება

სიახლეები

საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს, რომ მაყურებელი “ინდიანა ჯონსის” ფრენჩაიზის კიდევ ერთ ფილმს იხილავს. მთავარი კითხვა, რომელზეც ბოლო პერიოდში დისკუსია არ წყდებოდა ფილმში მთავარი ვარსკვლავის, ჰარისონ ფორდის კიდევ ერთხელ გამოჩენა არ გამოჩენის საკითხი იყო. როგორც ჩანს, კინოკომპანიას მაყურებლისთვის ძალიან სასიამოვნო სიახლე აქვს.

უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ ჰარისონ ფორდი კიდევ ერთხელ მოირგებს ინდიანა ჯონსის როლს და “ინდიანა ჯონსი 5”-ში მთავარი როლის შემსრულებლად მოგვევლინება.

ამით ოფიციალურად სრულდება სპეკულაციები იმის შესახებ, რომ ფორდი ახალ ნაწილში მონაწილეობას არ მიიღებდა, მიუხედავად იმისა რომ საამისოდ მზაობა ჯერ კიდევ 2016 წელს დაადასტურა. მას შემდეგ ფილმის გადაღებები 2021 წლამდე გადაიდო. ნათელია, რომ 78 წლის მსახიობს წინ ჯერ კიდევ დიდი გეგმები აქვს.

აქვე შეგახსენებთ, რომ “ინდიანა ჯონსი 5” დიდ ეკრანებზე 2022 წელს გამოჩნდება, ხოლო რაც შეეხება გადაღებებს, მასზე მუშაობის დაწყება 2021 წლის გაზაფხულიდან იგეგმება. თუმცა, როგორც ცნობილია, წინა მოსამზადებელი სამუშაოები უკვე აქტიურად მიმდინარეობს.

ფრენჩაიზის პირველი ნაწილი “ინდიანა ჯონსი და დაკარგული კიდობანის მაძიებელნი” დიდ ეკრანებზე შორეულ 1981 წელს გამოჩნდა. მას შემდეგ დაახლოებით 40 წელი გავიდა.

წყარო: movieweb.com

მასალის ავტორი: თარგმნა ოთარ ვახტანგაშვილმა

უყურეთ ფილმებს ონლაინ ქართულად, მრავალხმიანი, საუკეთესო გახმოვანებით Movie.Ge-ზე