ექსპერტებმა 10 ყველაზე საშიში ფილმი დაასახელეს

იპოვე ფილმი

ყველას მოგვსვლია კამათი მეგობართან იმის შესახებ, თუ რომელია ყველაზე საშიში ფილმი. როგორც ჩანს, ექსპერტები ამ საკითხს უფრო მეტად ჩაუღრმავდნენ. “BroadbandChoices“-მა გადაწყვიტა კვლევა ჩაეტარებინა და გამოერკვია, თუ ცნობილი საშინელებათა ფილმებიდან ყველაზე მეტად რომელზე უჩქარდებოდათ ადამიანებს გული.

გვსურს წარმოგიდგინოთ 10 ფილმი, რომლებიც კვლევის მიხედვით მაყურებლებს ყველაზე მეტად აშინებენ!

10. “ვიზიტი” (2015)

კვლევაში მეათე ადგილი 2015 წელს გამოსულმა ფილმმა დაიკავა, რომელიც 15 წლის ბეკასა და 13 წლის ტაილერის შესახებ მოგვითხრობს. ისინი ბებიასთან მიემგზავრებიან. ბავშვებს ის მას შემდეგ არ უნახავთ, რაც დედამ მასთან იჩხუბა, მაგრამ ერთი შეხედვით ყველაფერი იდეალურადაა, გარდა ერთი რამისა: ბავშვები მკაცრად გააფრთხილეს, რომ საღამოს 9:30 საათის შემდეგ ოთახი არ უნდა დატოვონ. და მაინც, რატომ?!

9. “დაშვება” (2005)

ექსტრემალური სიტუაციების მოყვარული გოგონათა ჯგუფი მთებში გაემგზავრება და იქ მისტიკურ გამოქვაბულს იპოვის. ისინი შიგნით შევლენ და იქ გამოკეტილები აღმოჩნდებიან. მალე გოგოები ხვდებიან, რომ ისინი გამოქვაბულში მარტონი არ არიან…

8. “ბაბადუკი” (2014)

ფილმი მარტოხელა დედის, ამელიას და მისი 6 წლის ბიჭუნას, სემის შესახებ მოგვითხრობს. სემი მამამისის გარდაცვალების დღეს დაიბადა და ახლა ყველგან ურჩხულებს ხედავს. ერთ დღეს ის დედას მისტიკური “ბაბადუკის” შესახებ სთხოვს წიგნის წაკითხვას. მალე, “ბაბადუკი” ბევრად უფრო მეტი იქნება ვიდრე უბრალოდ წიგნის პერსონაჟი…

7. “წყევლა 2” (2016)

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფილმის მორიგი ნაწილი, რომელიც კვლევის მეშვიდე პოზიციაზე გავიდა. ამჯერად უორენები ცდილობენ 4 შვილის მარტოხელა დედას დაეხმარონ რომელიც ბოროტმა სულმა მოინადირა.

6. “ის მოგდევს” (2014)

კოლეჯის ბიჭთან რამოდენიმე უცნაური შეხვედრის შემდეგ, ჯეი აღმოაჩენს რომ ბიჭმა ის დაწყევა და ახლა მას გამუდმებით უცნაური ქმნილება დაყვება თან. მისი ერთადერთი მიზანი – გოგონას მოკვლაა!

5. “პარანორმალური აქტივობა” (2007)

კიდევ ერთი ცნობილი საშინელებათა ფილმი რომელიც ახალგაზრდა წყვილის შესახებ მოგვითხრობს. მათ მშვიდ ცხოვრებას საზარელი ხმები არღვევენ. ქეითი ქმარს უამბობს, რომ მის ცხოვრებაში ეს 8 წლის ასაკიდან მოყოლებული ხდება. ყველაფრის უკეთ აღსაბეჭდად მთავარი გმირი ვიდეო კამერას ყიდულობს, რომელიც გამუდმებით ყველაფერს იწერს…

4. “რეინკარნაცია” (2018)

ერთ-ერთი უახლესი ნამუშევარი “ყველაზე საშიში ფილმების” ჩამონათვალში. ენი გრაჰამის დედის გარდაცვალების შემდეგ მის ოჯახში ნამდვილი საშინელება იწყება. ამასთან ერთად, მისი ოჯახი იდეალურისგან ძალიან შორსაა, რაც თანდათან უფრო და უფრო მჟღავნდება.

3. “წყევლა 2” (2013)

უორენების ისტორიის პირველი ნაწილი, რომელიც რეალურ ისტორიაზეა დაფუძნებული. ფილმი ფერმერების ოჯახზე მოგვითხრობს, რომელსაც საშიში, ამოუცნობი დემონი ატერორებს!

2. “ასტრალი” (2010)

ჯოშის და რენაის ახალ სახლს უცნაური მოვლენები არასოდეს აკლდა, მაგრამ მათი 10 წლის ვაჟის, დალტონის კომაში ჩავარდნამ ყველაფერი კიდევ უფრო გააუარესა. ექიმებმა არ იციან როგორ უშველონ პატარას, მალე კი ყველა ხვდება, რომ ბიჭი სხვა სამყაროსთანაა დაკავშირებული…

1.”სინისტერი” (2012)

და ბოლოს, ყველაზე საშიში ფილმი! ფილმის სიუჟეტი მწერლის და მისი ოჯახის გარშემო ვითარდება. ისინი ახალ სახლში გადადიან, სადაც მანამ მთელი ოჯახი ამოხოცეს. მწერალი ვიდეოს იპოვის, რომელზეც მკვლელობის ყველა დეტალია აღბეჭდილი.

წყარო: brightside.me

მასალის ავტორი: თარგმნა ოთარ ვახტანგაშვილმა

უყურეთ ფილმებს ონლაინ ქართულად, მრავალხმიანი, საუკეთესო გახმოვანებით Movie.Ge-ზე