10 მსახიობი რომელმაც გადასაღებ მოედანზე ნამდვილი საშინელება გამოიარა

საინტერესო

როგორც წესი, რაც უფრო კარგად გამოიყურება კოსტუმი ფილმში, იმდენად უფრო რთულია მისი ტარება გადასაღებ მოედანზე. ამის გამო, ისტორიას არაერთი ისეთი შემთხვევა ახსოვს, როდესაც მსახიობებს ნამდვილი საშინელების გამოვლა მოუწიათ იმისთვის, რაღა საკუთარ პერსონაჟს უფრო მეტად მიმსგავსებოდნენ.

დღეს სწორედ 10 ასეთ ცნობილ შემთხვევაზე გესაუბრებით და განახებთ, თუ რეალურად რა ძნელია მსახიობისთვის ამა თუ იმ პერსონაჟს მაქსიმალურად მოერგოს.

რებეკა რომინი – “იქს-ადამიანები

უდავოა, რომ რებეკა დიდ ეკრანებზე იდეალურად გამოიყურებოდა და ლურჯკანიანი მუტანტის პერსონაჟის როლიც დიდებულად მოირგო, მაგრამ ვერც კი წარმოიდგენთ თუ რამხელა შრომა დევს ამ ყველაფერში. მას მაკიაჟის 12(!) საათიანი პროცედურის გავლა მოუწია ფრენჩაიზის პირველი ნაწილის გადაღებისას. შემდგომში ეს დრო 7 საათამდე შემცირდა, მაგრამ რებეკა დროის უდიდეს ნაწილს მაინც ვიზაჟისტთან ატარებდა. მეტიც, მსახიობს პროცედურების დაწყება შუაღამით უწევდა, რათა დღისით უკვე გადასაღებად ყოფილიყო მზად.

ჯეფ ბრიჯსი – “ტრონი

გადაღებებისას ერთ-ერთი ყველაზე რთულად შესასრულებელი საქმე კოსტუმის დიზაინერებს ერგოთ. მათ მთავარ ამოცანას ფლინის პერსონაჟისთვის ყოველგვარი ანატომიური მახასიათებლის მოშორება წარმოადგენდა. საამისოდ მსახიობს ძალიან მჭიდროდ უწევდა სპეციალური ბანდაჟის მორგება. ეს ჯეფისთვის იმდენად დიდ გამოცდილებად იქცა, რომ ერთხელ იხუმრა კიდეც, რომ ბანდაჟისგან მიყენებული იარები ჯერ კიდევ ემჩნეოდა.

დაგ ჯონსი – “წყლის ფორმა

დაგის კარიერას არაერთი მონსტრი პერსონაჟი და მათი განსხვავებული კოსტუმი ახსოვს, მაგრამ ფილმ “წყლის ფორმაში” მიღებული გამოცდილება მსახიობისთვის მაინც განსაკუთრებულია. ის გადაღებებს ყოველდღე, კოლეგებზე 4 საათით ადრე იწყებდა, რადგან სწორედ ამდენი დრო სჭირდებოდათ ვიზაჟისტებს მის მოსამზადებლად. ამასთან, მისი იერი იმდენად ტოტალურად იცვლებოდა, რომ მას უბრალოდ კარის გაღება ან პირით სუნთქვაც კი არ შეეძლო.

ემა სტოუნი – “ფავორიტი

მთავარი სიძნელე, რაც მსახიობს გადასაღებ მოედანზე შეხვდა ეს კორსეტია. ფილმის სიუჟეტი მე-18 საუკუნის ინგლისში ვითარდება, სადაც ქალბატონები ჯერ კიდევ ძალიან ვიწრო კორსეტებს ატარებდნენ. ეს სილამაზის სიმბოლოდ ითვლებოდა. შესაბამისად, სწორედ ამის საკუთარ თავზე გამოცდა მოუწია ემას, რომელიც კორსეტის გამო გადაღებების პირველი თვე გამართულად ვერ სუნთქავდა. კორსეტის გავლენა იმდენად დიდი იყო, რომ მან მსახიობის შინაგანი ორგანოები გადაადგილებაც კი გამოიწვია.

ოსკარ ისააკი – “იქს-ადამიანები: აპოკალიფსი

ალბათ თავადაც მიხვდებით, თუ რაოდენ დიდი ძალისხმევა დასჭირდებოდა ფილმის მთავარ ონტაგონისტს ამ იერის მისაღებად. მისი კოსტუმი 18 კილოგრამზე მეტს იწონიდა, მისი ტარება კი ოსკარს ყოველ გადაღებაზე უწევდა. ამას ისიც ემატება, რომ გრიმის გაკეთებას საათები სჭირდებოდა, შესაბამისად ის დროის უდიდეს ნაწილს არა სხვა მსახიობებთან არამედ მარტო, ვიზაჟისტის სკამზე ატარებდა.

მიშელ ფაიფერი – “ბეტმენის დაბრუნება

ფილმის გამოსვლიდან თითქმის 30 წელი გავიდა, მაგრამ მსახიობი ჯერ კიდევ იხსენებს თუ რა ძნელი იყო ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის კოსტუმის მორგება. 1992 წელს ტექნოლოგიები ისეთი განვითარებული არ იყო როგორც დღეს, მიშელის პერსონაჟს კი იდეალური კოსტუმი სჭირდებოდა. ეს ყოვედლღიურად რამოდენიმე საათს მოითხოვდა. პირველ რიგში მსახიობი თავიდან-ფეხებამდე ტალკში ეხვეოდა. როცა ის საბოლოოდ ირგებდა ტანსაცმელს, სპეციალური ხელსაწყოთი ტანსაცმლის შიგნიდან ჰაერს ტუმბავდნენ, რათა კოსტუმი მიშელს ზუსტად მორგებოდა. ბოლო პროცედური კოსტუმისთვის სილიკონის გელის წასმა იყო.

ენტონი დენიელსი – “ვარსკვლავური ომები: ეპიზოდი 4”

მთავარ სიძნელეს 27 კილოიანი კოსტუმის მორგება წარმოადგენდა, რისთვისაც მსახიობს 2 საათი სჭირდებოდა. თუმცა, მთავარი კიდევ წინაა – გადაღებების ნაწილი ტუნისში, ძალიან მაღალი ტემპერატურის პირობებში მიმდინარეობდა. წარმოგიდგენიათ როგორია გაუსაძლისი სიცხის დროს მსგავსი ტანსაცმლის ტარება?

პიტერ მეიჰიუ – “ვარსკვლავური ომები

პიტერ მეიჰეუს ტანჯვას ძაღლის პატრონები საუკეთესოდ უნდა ხვდებოდნენ. საქმე იმაშია, რომ კოსტუმი ჩლიქოსანი ხარის, იაკის თმისგან მზადდებოდა, და რადგან საგის მეორე ნაწილის მოქმედება თოვლიან ადგილას ვითარდება, “ჩიბაკას” კანი მუდმივად სველდებოდა და ძალიან ცუდი სუნი ასდიოდა. ალბათ ამ კოსტუმის ტარება არამარტო პიტერისთვის, არამედ სხვა მსახიობებისთვისაც გაუსაძლილი იყო…

პოლ ბეტანი – “შურისმაძიებლები: ალტრონის ერა

პოლისთვის ყველაფერი იდეალურად მიდიოდა, სანამ მხოლოდ “ჯარვისის” გახმოვანება უწევდა და ფიზიკურად არ ჩანდა. თუმცა, ყველაფერი “შურისმაძიებლების” ერთ-ერთ ნაწილში შეიცვალა, როდესაც მას პერსონაჟის ფიზიკურად განსახიერება მოუწია. გრიმის მორგება 3.5 საათს საჭიროებდა, ხოლო კოსტუმის მორგება კიდევ ერთი სიძნელე იყო. ის იმდენად მჭირდოდ უნდა სცმოდა მსახიობს, რომ იძულებულნი გახდნენ შიგნით ერთგვარი “გამაგრილებელი სისტემა” ჩაეყოლებინათ, რათა პოლის სხეული გადახურებისგან დაეცვათ.

ლილი ჯეიმსი – “კონკია

ამ მაგიური კოსტუმის მორგების გარდა, რაც ყოველ ჯერზე 45 წუთს მოითხოვდა, მსახიობის კიდევ ერთ თავსატეხად კორსეტი იქცა, რომლის ტარებაც იმდენად რთული იყო რომ ლილის საამისოდ სპეციალური დიეტის დაცვაც კი დასჭირდა.

წყარო: brightside.me

მასალის ავტორი: თარგმნა ოთარ ვახტანგაშვილმა

უყურეთ ფილმებს ონლაინ ქართულად, მრავალხმიანი, საუკეთესო გახმოვანებით Movie.Ge-ზე