“ადამიანი-ობობა 3”: სამივე პიტერ პარკერი, ერთ ფილმში?!

სიახლეები

დიახ, არ მოგესმათ. ცოტა ხნის წინ ინტერნეტში ახალი “ადამიანი-ობობას” თიზერი გავრცელდა, რომელიც მაყურებელს დიდ სიურპრიზს პირდება. ტობი მაგუაიერი და ენდრიუ გარფილდი პიტერ პარკერის როლში ბრუნდებიან!

უკვე თვეებია რაც არ წყდება საუბრები, რომ მაყურებელი “ადამიანი-ობობა 3”-ში ტომ ჰოლანდთან ერთად ამ საკულტო როლის ძველ შემსრულებლებსაც იხილავს. ცოტა ხნის წინ თავად Sony-ს მიერ გავრცელებულმა ვიდეომ ჭორების ახალი ტალღის აგორება გამოიწვია. თიზერი კომპანიის ლათინო ამერიკულ გვერდზე გამოჩნდა და მალევე გაქრა, მაგრამ ბუნებრივია ფანებმა ვიდეოს მესიჯის გაშიფვრა მალევე მოახერხეს:

“რომელია შენი ფავორიტი ადამიანი-ობობა”? არჩევანის გაკეთება აღარაა საჭირო, რადგან მარველის სამყაროში ყველაფერი შეიძლება მოხდეს! “ადამიანი-ობობა 3″-ში ყველა შეიძლება ვიხილოთ. დიახ, სამივე ადამიანი-ობობა, ერთად!”

აღსანიშნავია, რომ ვიდეო, რომელიც კომპანიის ლათინო-ამერიკულმა გვერდმა გაავრცელა ოფიციალურ Youtube არხს არ ეკუთვნის, ამიტომ ის ოფიციალურ დასტურად ჯერ ვერ ჩაითვლება.

ფრენჩაიზის მესამე ნაწილში წინა სერიებიდან საკმაოდ ბევრ მსახიობს ვნახავთ, როგორებიც არიან ჯეიმი ფოქსი, რომელმაც ენდრიუ გარფილდთან ერთად “გასაოცარი ადამიანი ობობას” მეორე ნაწილში მიიღო როლი, ახლა კი ელექტროს როლში მოგვევლინება. ასევე ახალ ნაწილში ვიხილავთ დოქტორ სტრეინჯსაც, ტომ ჰოლანდის ადამიანი-ობობას მენტორს. თუმცა, დაგვეთანხმებით ერთდროულად სამი ადამიანი-ობობას გამოჩენა გაცილებით უფრო დიდი საიხლეა!

წყარო: movieweb.com

მასალის ავტორი: თარგმნა ოთარ ვახტანგაშვილმა

უყურეთ ფილმებს ონლაინ ქართულად, მრავალხმიანი, საუკეთესო გახმოვანებით Movie.Ge-ზე