ახალი საახალწლო ფილმები საუკეთესო განწყობის შესაქმნელად!

იპოვე ფილმი

დიახ, 2021 წლის დადგომამდე ჯერ თითქმის ერთი თვე დარჩა, მაგრამ რატომ არ უნდა დავიწყოთ საახალწლო განწყობის შექმნა აქედანვე? მით უფრო, რომ 2020 არც ისე კარგი წელი გამოდგა და შესაბამისად ახალი წლის დადგომას ყველა გაცილებით უფრო დიდი იმედებით ველით.

მოკლედ, გვსურს საახალწლო განწყობის შექმნაში დაგეხმაროთ და საამისოდ ახალი ფილმები შემოგთავაზოთ. კომფორტულად მოკალათდით ოჯახის წევრებთან ერთად და დავიწყოთ!

ჯენგლი: საშობაო მოგზაურობა” (2020)

ახალი საახალწლო ფილმების სია ამ ძალიან საყვარელი ანიმაციით გავხსნათ რომელიც ნამდვილი საშობაო მაგიით აგავსებთ. ფილმი სათამაშოების ლეგენდარული შემქმნელის ჯერონიკუს ჯუნგლის გასაოცარი გამოგონების შესახებ მოგვითხრობს, რომელიც უბრალოდ საოცრებებს ახდენს. სამწუხაროდ, გამოგონებას მისი შეგირდი იპარავს…

დღესასწაული” (2020)

სიის მომდევნო წევრი ახალი მელოდრამაა. ის ორი, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ადამიანის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც დაიღალნენ გამუდმებით მარტო ყოფნით, ამიტომ გადაწყვეტენ ერთმანეთთან “პლატონურ” სიყვარულში ჩაებან და პარალელურად, არც სხვა პარტნიორებზე თქვან უარი. თუმცა, ახალ წლის დღეებში მათ შორის ნამდვილი რომანტიზმი ტრიალებს…

კლაუსი” (2019)

კიდევ ერთი ანიმაცია, ამჯერად 2D. ანიმაცია ჯასპერის შესახვებ გვიყვება, რომელიც შორეულ სმენსერბურგში მიემართება რათა იქ ფოსტალიონად იმუშაოს, მაგრამ ადგილზე ჩასულს ძალიან რთული სიტუაცია ხვდება. თუმცა, ელემენტარული სიკეთეც კი აუცილებლად ათბობს სხვას, თუნდაც შორეულ, გაყინულ ადგილას მყოფს. ეს ანიმაცია ამაში დაგარწმუნებთ.

უკანასკნელი შობა” (2019)

კვლავაც მელოდრამა და სიყვარულის ისტორია, რომელიც სათავეს შობის გრანდიოზულ დღესასწაულზე იღებს! ფილმი ქეითის, ახალგაზრდა გოგონას შესახებ მოგვითხრობს, რომლის როლსაც ემილია კლარკი თამაშობს. ის ცუდი გადაწყვეტილებების მიღების ოსტატია. მისმა წინა პაემანმა საშინლად ჩაიარა. გოგონა სავაჭრო ცენტრში სანტას ელფად იწყებს მუშაობას, სადაც ტომს გაიცნობს…

გრინჩი” (2018)

ალბათ ძალიან ცოტა ადამიანი თუ დარჩა ისეთი, ვინც ახალი გრინჩის გამოსვლის შესახებ არ გაიგო. მას შემდეგ 2 წელი გავიდა, მაგრამ თუ ანიმაცია ჯერ კიდევ არ გინახავთ, ის არ უნდა გამოტოვოთ. დიახ, მართალია 2000 წელს გამოსულ “გრინჩს” ვერაფერი შეცვლის, მაგრამ ეს რიმეიქის სიცუდეს სულაც არ ნიშნავს. თანაც, ფილმის ნახვა Movie.ge-ს გახმოვანებით შეგიძლიათ!

საშობაო ქრონიკები 2” (2020)

ფილმი რომელიც დიდ ეკრანებზე სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა. სანტას როლში თვით კურტ რასელი გვევლინება და ის 2018 წელს გამოსული ფილმის მეორე ნაწილს წარმოადგენს. მთავარი გმირი, ქეითი შობას დედის ახალ შეყვარებულთან და მის ვაჟთან, ჯეკთან ერთად ატარებს. ის ძალიან მოწყენილია, მაგრამ როდესაც ჩრდილოეთ პოლუსს და შობას განადგურება ემუქრება, ქეითი და ჯეკი ახალ თავგადასავლებში ეხვევიან.

ძალიან მაგარი შობა” (2018)

და ბოლოს, ძალიან მაგარი შობა, ეს სწორედ ისაა რაც საახალწლოდ მთელი გულით გვინდა გისურვოთ! ფილმი ქეითის შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც ახალ წელს მეგობარი ბიჭი მიატოვებს. მაგრამ, მის დასახმარებლად “საახალწლო ჯადოქრობა” ყოველთვის მზად არის…

მასალის ავტორი:  ოთარ ვახტანგაშვილ

უყურეთ ფილმებს ონლაინ ქართულად, მრავალხმიანი, საუკეთესო გახმოვანებით Movie.Ge-ზე