10 ძალიან გიჟური ისტორია თუ როგორ მიიღეს მსახიობებმა საკულტო როლები

საინტერესო

შეიძლება შორიდან ისე ჩანდეს, რომ გარკვეული როლები სპეციალურად იმ მსახიობებისთვის შეიქმნა, რომლებმაც შემდგომ ისინი იდეალურად მოირგეს და ნამდვილი საკულტო ნამუშევრებიც შემოგვთავაზეს. თუმცა, ვერც კი დაიჯერებთ თუ სინამდვილეში რა ძნელია სასურველი როლის მიღება. ხშირად, საამისოდ მსახიობებს მეტად ექსტრაორდინალური გადაწყვეტილებების მიღებაც უწევთ.

დღეს სწორედ ასეთ ფაქტებზე გესაუბრებით და მოგიყვებით 10 ძალიან გიჟურ ისტორიას იმის შესახებ, თუ როგორ მიიღეს უკვე ცნობილმა მსახიობებმა საკულტო როლები.

ბენ აფლეკი და მისი ღიმილი

დევიდ ფინჩერის ფილმებში როლის მიღება მეტად რთული საქმეა, თუმცა ხშირად მსახიობები როლს სრულიად შემთხვევითაც კი იღებენ. მაგალითად, ბენ აფლეკის როლი ფილმში “გაუჩინარებული ქალი” სწორედ მსგავს “უეცარ შანსს” უკავშირდება. ერთ-ერთ სცენაში მთავარი გმირი გაუჩინარებული ცოლის სურათთან დგას. სწორედ ამ მომენტისთვის სჭირდებოდა რეჟისორს მსახიობი მეტად “უცნაური” ღიმილით. საბოლოოდ, Google-ში მოძიებული სურათების შემდეგ როლზე სწორედ ბენის კანდიდატურა შეირჩა!

ჯენიფერ ლოურენსი დაუბანელი თმით!

კიდევ ერთი უცნაური ისტორია დღეს უკვე ძალიან ცნობილ და წარმატებულ ჯენიფერ ლოურენსს უკავშირდება. შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ პირველ დიდ როლს მსახიობი დიდწილად იმას უნდა უმადლოვდეს, რომ ქასთინგზე დაუბანელი თმით გამოჩნდა. ბუნებრივია, მან ეს სპეციალურად გააკეთა, რათა “ჩამოშლილი” ოჯახის 17 წლის გოგონას როლი უკეთ მოერგო. მიუხედავად თავგანწირვისა, მისი სილამაზის გამო რეჟისორმა თავდაპირველად როლის მიცემაზე უარი განაცხადა, მაგრამ საბოლოოდ ჯენიფერმა ის მაინც მიიღო და ფილმში “ზამთრის ძვალი” მაყურებელმა სწორედ ის იხილა.

ქეით უინსლეტის შეუპოვრობამ შედეგი გამოიღო…

ყველასთვის კარგად ნაცნობ “ტიტანიკში” ქეითისთვის როლის მიღება მარტივი ნამდვილად არ ყოფილა. საამისოდ მას რეჟისორის, ჯეიმს ქემერონის ნომრის გაგება და მისთვის გამუდმებით რეკვა მოუწია იმის მტკიცებით, რომ ის როუზის როლზე იდეალური კანდიდატი იყო. მეტიც, ქეითმა რეჟისორს თაიგულიც კი გაუგზავნა წარწერით: “თქვენი როუზისგან“.

ემა უოთსონი და მისი გაუთავებელი ლაპარაკი

ჰარი პოტერის” გადამღები ჯგუფისთვის დიდი ხნის განმავლობაში მთავარი საფიქრალი ჰერმიონას როლზე შესაბამისი კანდიდატის მოძებნა იყო. საბოლოოდ, საქმეში თავად ჯ.კ როულინგიც კი ჩაერთო. თუ როგორ იპოვა მან ემა ეს მეტად საინტერესო ისტორიაა: ის მაშინ ჯერ კიდევ 10 წლის გოგონას ტელეფონით გაესაუბრა და გაოგნებული დარჩა, თუ რამდენს ლაპარაკობდა ის, გამუდმებით, ისე რომ მწერალს სიტყვის თქმასაც კი არ აცდიდა. თუ ფრენჩაიზი ნანახი გაქვთ, მარტივად მიხვდებით თუ რატომ მოეწონა ამ თვისებისთვის როულინგს ემა…

ჯეიმს მაიკლ ტაილერს გაუმართლა, რომ კარგი ბარისტაა!

საკულტო სერიალ “მეგობრებში” ჯეიმსმა როლი არა მისი სახელოვნებო განათლებით, არამედ გაცილებით უფრო უცნაური უნარის წყალობით მიიღო. როგორც აღმოჩნდა, ის აპლიკანტთა შორის ერთადერთი იყო ვინც ყავის დანადგარის გამოყენება იცოდა!

მეთიუ მაკკონაჰი… და მისი ულვაში

თავდაპირველად რეჟისორმა მეთიუ “ზედმეტი სილამაზის” გამო დაიწუნა. მას ფილმში “მოწეულები და აფორიაქებულები” უნდა მიეღო როლი და საბოლოოდ ეს შეძლო კიდეც. რეჟისორმა გადაწყვეტილება მხოლოდ ერთი პირობით შეცვალა – მეთიუს ულვაში უნდა გაეზარდა და გააკეთა კიდეც!

ქლოი გრეის მორეცს მისი ყალბი აქცენტი დაეხმარა

მარტინ სკორსეზეს სურდა ფილმში “ჰუგო” მხოლოდ ბრიტანელებს ეთამაშათ. თავად ქლოი ამერიკელი იყო, მაგრამ მან აქცენტი გააყალბა, თქვა რომ ინგლისიდან იყო და როლიც მალევე მიიღო. სკორსეზე მას ტყუილს როლისთვის მადლობის მოხდისთანავე მიუხვდა, მაგრამ მისი პერფორმანსი იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ გადაწყვეტილება აღარ შეუცვლია.

ჰარვი სპენსერი და მისი “დარტყმა”

1976 წელს გამოსული საშინელებათა ჯანრის “ომენისთვის” რეჟისორი მთავარი როლისთვის შესაბამის ფიგურას დიდი ხნის განმავლობაში ეძებდა. ქასთინგზე ის პატარა ბიჭებს აიძულებდა მისთვის დაერტყათ, რაც საბოლოოდ ყველაზე კარგად ჰარვის გამოუვიდა!

ქრის ჰემსვორთმა სიმაღლის შესახებ იცრუა. კიდევ კარგი!

შურისმაძიებლებში” თორის როლის მოსარგებად მსახიობს პატარა ტყუილი დასჭირდა. მაქსიმალური სიმაღლის ლიმიტი 6’1 ფუტი იყო, მისი სიმაღლე კი – 6’3. საბოლოოდ, მსახიობმა მოიტყუა და ამან მართლაც გაამართლა.

სოფი თერნერმა როლი მისი გამომწერების რაოდენობის გამო მიიღო!

დიახ, არ მოგესმათ, მსახიობმა სერიალში “სამეფო კარის თამაშები” როლი იდეალურად მოირგო, თუმცა ის თავდაპირველად ყველაფერს საკუთარ გამომწერებს უნდა უმადლოვდეს. მან თავადაც აღნიშნა, რომ ქასთინგზე საუკეთესო არ ყოფილა. სამაგიეროდ, მას ყველაზე მეტი მიმდევარი ყავდა!

წყარო: brightside.me

მასალის ავტორი: თარგმნა ოთარ ვახტანგაშვილმა

უყურეთ ფილმებს ონლაინ ქართულად, მრავალხმიანი, საუკეთესო გახმოვანებით Movie.Ge-ზე