“ზოჰანი 2”: მაყურებელი ფილმის მეორე ნაწილს იხილავს?!

სიახლეები

უდავოა, რომ ადამ სენდლერს, 54 წლის მსახიობს კარიერაში უკვე ბევრი გამორჩეული ფილმი დაუგროვდა, მაგრამ როგორც ჩანს ის გაჩერებას ჯერ კიდევ არ აპირებს. ცოტა ხნის წინ ეკრანებზე მისი ახალი ნამუშევარი, “ჰუბი ჰელოუინი” გამოჩნდა, “სასტუმრო ტრანსილვანია” კი გავრცელებული ხმების თანახმად კიდევ ერთი ნაწილით გაგრძელდება.

მაგრამ, მის კარიერაში მთავარი სიახლე ეს სულაც არაა. როგორც ჩანს ადამი მაყურებელს კიდევ უფრო დიდ სიახლეს უმზადებს – “ნუ ეხუმრებით ზოჰანს 2”! თუ დანიელ რიტჩმანს ვენდობით, რომლის სახელსაც არაერთი “ცხელი ნიუსის” გავრცელება უკავშირდება, ფილმის მეორე ნაწილზე მუშაობა ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა. თუმცა, მთავარი საიხლე ისაა რომ “ზოჰანს” მაყურებელი დიდ ეკრანებზე კიდევ ერთხელ იხილავს.

ფილმის პირველი ნაწილი, “ნუ ეხუმრებით ზოჰანს” დიდ ეკრანებზე 2008 წელს გამოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ნამუშევარმა კრიტიკოსებისგან უარყოფითი შეფასებები დაიმსახურა, კინოგაქირავებაში ფილმი წარმატებით ჩაეშვა და ჯამში $204.3 მილიონის შემოსავალიც მოიტანა, რაც $90 მილიონიოანი ბიუჯეტის მქონე ფილმისთვის საკმაოდ კარგი შედეგია.

წყარო: wegotthiscovered.com

მასალის ავტორი:  ოთარ ვახტანგაშვილ

უყურეთ ფილმებს ონლაინ ქართულად, მრავალხმიანი, საუკეთესო გახმოვანებით Movie.Ge-ზე