10 ცნობილი მსახიობი რომელიც გადაღებების დროს ტრაგიკულად გარდაიცვალა

საინტერესო

გარდაცვალება ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, თუმცა საყვარელი ადამიანის გარდაცვალებით მიღებული ტკივილის გადატანა ძალიან რთულია, მით უმეტეს მაშინ, როცა ის ადამიანს მოულოდნელად ეწვევა. რა თქმა უნდა, გამონაკლისები არც ჰოლივუდის ვარსკვლავები არიან, რომლებიც უშუალოდ ფილმის გადაღების დროს გარდაიცვალნენ, სრულიად მოულოდნელად.

დღეს გვსურს ჰოლივუდის 10 გამორჩეული ვარსკვლავი კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რომლებიც გარდაცვალებისას ჯერ კიდევ ფილმის გადაღებებზე მუშაობდნენ.

10. ჰით ლეჯერი

სტატიის სხვა მსახიობით გახსნა ალბათ წარმოუდგენელიც კი იყო. ის ფილმზე “ექიმ პარნასის წარმოსახვა” მუშაობდა, რა დროსაც 2008 წელს, ნიუ-იორკში გარდაიცვალა. “შავი რაინდი” ლეჯერის უდაოდ ყველაზე გამორჩეული ნამუშევარია. მასში შესრულებული “ჯოკერის” როლისთვის გარდაცვალების შემდეგ მსახიობმა ოსკარის მოპოვებაც შეძლო.

9. პოლ უოკერი

ფორსაჟის” ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი ფრენჩაიზის ახალი ნაწილის გადაღების დროს საგზაო შემთხვევაში დაიღუპა. ის მეგობართან ერთად პორშეს მართავდა. საუბედუროდ, შემთხვევამ ორივე მათგანი იმსხვერპლა.

8. ბრენდონ ლი

ბრიუს ლის შვილი გარდაცვალებისას სულ რაღაც 28 წლის იყო. ის ამ დროს ფილმზე “ყვავი” მუშაობა. გადაღებებზე მას ნამდვილი ტყვია ესროლეს და დაჭრეს. სისხლდენა იმდენად ძლიერი იყო, რომ ბრენდონი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

7. ბრიუს ლი

ბრენდონის მამა, ყველასთვის კარგად ნაცნობი ბრიუს ლი ტვინის მძიმე შეშუპების შედეგად გარდაიცვალა. ამ დროს მას სულ ცოტა ხნის წინ ჰქონდა ფილმ “დრაკონის გამოსვლაზე” მუშაობა დამთავრებული.

6. მერილინ მონრო

კიდევ ერთი ძალიან ცნობილი მსახიობი, მერილინ მონრო საკუთარ სახლში ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზით 1962 წლის 5 აგვისტოს გარდაიცვალა. ის ამ დროს ფილმზე “რაღაც უნდა გაიღო” მუშაობდა.

5. ფილიპ სეიმურ ჰოფმანი

კიდევ ერთი მსახიობი რომელიც ნარკოტიკების გადაჭარბებულმა დოზამ იმსხვერპლა. ფილიპი 2014 წელს, 46 წლის ასაკში გარდაიცვალა. სიკვდილამდე ის 23 წლის განმავლობაში ნარკოტიკებს საერთოდ არ გაკარებია. გარდაცვალებისას მსახიობი “შიმშილის თამაშების” მესამე ნაწილზე მუშაობა.

4. ჯონ რიტერი

ჯონს კარიერაში საკმაოდ ბევრი ცნობილი ნამუშევარი დაუგროვდა. მაგალითად, “რთული ბავშვი” და “ცუდი სანტა“. სამწუხაროდ, მსახიობი 2003 წლის სექტემბერში აორტის დისექციით გარდაიცვალა.

3. ენდი უიტფილდი

მსახიობი რომელიც ყველას სერიალ “სპარტაკიდან” გვახსოვს. ენდი მთავარ, სპარტაკის როლს ასრულებდა, მაგრამ სამწუხაროდ მხოლოდ ერთი სეზონის თამაში მოახერხა. მსახიობი კიბოთი გარდაიცვალა.

2. კლარკ გეიბლი

კლარკის სახელს ძალიან ბევრი კლასიკური ფილმი უკავშირდება, მათ შორის “ქარწაღებულნი“. ამ დროს მსახიობი მერილინ მონროსთან ერთად ფილმზე “გარიყულნი“. საინტერესოა, რომ მისი გარდაცვალებიდან ერთ წელზე ნაკლებ პერიოდში თავად მერილინიც გარდაიცვალა.

1. რივერ ფენიქსი

ძალიან ნიჭიერი მსახიობი რომელსაც სამწუხაროდ პოტენციალის ბოლომდე წარმოჩინება არ დასცალდა. ხოაკინ ფენიქსის ძმა გარდაცვალებისას სულ რაღაც 23 წლის იყო. მისი ბოლო ნამუშევარი “მუქი სისხლი” ეკრანებზე 2012 წელს, მისი გარდაცვალების შემდგომ გამოჩნდა.

მასალის ავტორი:  ოთარ ვახტანგაშვილ

უყურეთ ფილმებს ონლაინ ქართულად, მრავალხმიანი, საუკეთესო გახმოვანებით Movie.Ge-ზე