სიტკომი: ყველა დროის საუკეთესო კომედიური სერიალები

იპოვე ფილმი სიახლეები

არის მომენტები, როცა ერთადერთი რამ რაც რეალურად გვჭირდება უბრალოდ განტვირთვა და თუნდაც მცირე დროის ხალისიანად გატარებაა. დიახ, ალბათ ასეთ დროს კომედიური ფილმები უდაოდ ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალია, მაგრამ რას იტყვით სატელევიზიო შოუებზე? სერიალებზე, რომლებიც არამხოლოდ ჩვენს განწყობაზე ზრუნავენ, არამედ თავს მათი სამყაროს ნაწილად გვაგრძნობინებენ.

ასეთი სერიალები საკმაოდ მრავლად მოიძებნება, თუმცა რამოდენიმე მათგან გაცილებით უფრო მაღლა დგას. წარმოგიდგენთ საკულტო კომედიურ სერიალებს, რომლებსაც დრომ ვერაფერი დააკლო. ბუნებრივია, სიაში ყველა სერიალისთვის ვერ გამოიძებნება ადგილი.

სექსი დიდ ქალაქში” (1998-2001)

სერიალი ოთხი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ქალის ყოველდღიურობაზეა აგებული. მათ სხვადასხვა შეხედულებები გააჩნიათ ცხოვრების შესახებ და განსხვავებულად უდგებიან ყოველდღიურ პრობლემებს. მაყურებელს საშუალება აქვს საკუთარი თავი რომელიმე მათგანთან გააიგივოს და მათში საკუთარი თავი ამოიცნოს.

ოფისი” (2005-2013)

თუ საკულტო კომედიურ სერიალებზე ვსაუბრობთ, მაშინ “ოფისის” გამოტოვება უბრალოდ დანაშაულია. იშვიათად თუ ნახავთ ადამიანს, რომელმაც მისი ყურება დაიწყო და უკმაყოფილო დარჩა. ამაზე მისი IMDb რეიტინგიც მეტყველებს – 8,9. რაც შეეხება სიუჟეტს, სერიალი ერთი რიგითი კომპანიის თანამშრომლების და მათი ექსტრაორდინალური ბოსის სამუშაო სივრცეს აღგვიწერს, რომელიც უბრალოდ სავსეა ყოველდღიური სასაცილო მომენტებით.

“სიმპსონები” (1989-დღემდე)

ნამდვილი ამერიკული სიამაყე რომელიც სატელევიზიო სივრცეში 1989 წლიდან მოღვაწეობს და დამსახურებულად ითვლება ერთ-ერთ პიონერად. ანიმაცია ამერიკული ოჯახის და მისი წევრების ყოველდღიურობაზე გვიყვება. სერიალში უხვად არის ამერიკული კულტურის, საზოგადოების, ტელევიზიის და ადამიანების ყოფის პაროდირება. 2007 წელს მაყურებელმა “სიმპსონების ფილმიც” იხილა.

“ჩირზი” (1982-1993)

კიდევ ერთი კლასიკად ქცეული სითკომი რომლის ნახვა ნებისმიერ დროს დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ, თუნდაც თითქმის 30 წლის შემდეგ. ჩირზი – ეს ერთ-ერთი პატარა ბარის დასახელებაა ბოსტონში, სადაც ძალიან განსხვავებული ადამიანები იყრიან თავს. ბარის მეპატრონეა სემ მელოუნი, ყოფილი ბეისბოლის ვარსკვლავი.

მეგობრები” (1994-2004)

რა თქმა უნდა! შეუძლებელია სითკომზე საუბრობდე და “მეგობრები” არ ახსენო. უდავოა, რომ სერიალმა სრულიად ახალი თამასა დააწესა კომედიურ ჟანრში, რომლის მიღწევა ჯერაც ვერავინ შეძლო. 10 წლის განმავლობაში მან გულშემატკივრების ძალიან დიდი რაოდენობის მოგროვება მოახერხა. სერიალი მოგვითხრობს ექვსი ამერიკელი ახალგაზრდა, მხიარული მეგობრის ისტორიებზე. მათი ცხოვრება სავსეა მოულოდნელობებით, იმედგაცრუებებით, სიყვარულით, ძიებით და უამრავი სურვილებით. არის საუბრები, რომ მალე მაყურებელი სერიალის სპეციალურ ეპიზოდს იხილავს…

“საინფელდი” (1989-1998)

ერთი სტატიის კვალობაზე ზედმეტად ბევრი დიდებული ნამუშევარი ხომ არ დაგვიგროვდა? “საინფელდი” დამსახურებულად ითვლება ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო სერიალად, რომელმაც სითკომის გაგება ძირეულად შეცვალა. სიუჟეტი ჯერი სეინფილდის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც წარმატებული კომედიანტია როგორც სცენაზე, ისე მეგობრების წრეში.

დიდი აფეთქების თეორია” (2007-2019)

გგონიათ ფიზიკოსები ძალიან მოსაწყენი ხალხია? მაშინ აუცილებლად უნდა შეხვდეთ 4 ახალგაზრდა მეცნიერს, რომლებმაც ერთი შეხედვით აბსოლუტურად ყველაფერი იციან, გარდა ადამიანებთან, განსაკუთრებით კი გოგოებთან ურთიერთობისა… მათი ცხოვრება ახალი მეზობლის, პენის დამსახურებით იცვლება, რომელიც ნელ-ნელა სამეგობროს მეხუთე წევრი ხდება.

მასალის ავტორი:  ოთარ ვახტანგაშვილ

უყურეთ ფილმებს ონლაინ ქართულად, მრავალხმიანი, საუკეთესო გახმოვანებით Movie.Ge-ზე