#რასვუყუროთ: 5+2 ახალი ფილმი და სერიალი ქართულად

იპოვე ფილმი

კარგი ფილმის თუ სერიალის არჩევა ადვილი საქმე ნამდვილად არ არის, მით უმეტეს მაშინ, როცა ყოველდღიურად ერთდროულად რამოდენიმე მათგანი გამოდის დიდ ეკრანებზე. და მაინც, როგორია კარგი ფილმი ქართველი მაყურებლისთვის? ალბათ დაგვეთანხმებით, რომ კარგ ფილმთან ერთად კარგი ქართული გახმოვანება უდაოდ მნიშვნელოვანია.

საბოლოოდ, მოდი ეს ორი მნიშვნელოვანი კომპონენტი გავაერთიანოთ და ვნახოთ 5 ფილმი და 2 სერიალი, თუ #რასვუყუროთ ქართულად.

ენოლა ჰოლმსი” (IMDb: 6.7)

მოდი ახალი და ამავდროულად აუცილებლად სანახავი ფილმების სია შერლოკ ჰოლმსის დის, 16 წლის ენოლას თავგადასავლით გავხსნათ. ერთ დღეს ის აღმოაჩენს რომ დედამისი გამქრალია, მის მოსაძებნად კი ვის უნდა მიმართოს თუ არა თავად ერთადერთ და განუმეორებელ შერლოკ ჰოლმსს?

სპუტნიკი” (IMDb: 6.3)

საშინელებათა ფილმზე და სამეცნიერო ფანტასტიკაზე რას იტყვით? რუსული ფილმი საბჭოთა პერიოდში ჩამოვარდნილ ხომალდზე და მის ერთადერთ გადარჩენილზე მოგვითხრობს, რომელსაც როგორც აღმოჩნდა კოსმოსიდან დედამიწაზე რაღაც არსება გამოჰყვა…

ყველაფრის დასრულებაზე ვფიქრობ” (IMDb: 6.7)

სიაში მომდევნო ჩარლი კაუფმანის თრილერია რომლის სიუჟეტი ახალგაზრდა ქალის გარშემო ვითარდება. ის ახლად გაცნობილ შეყვარებულს შორს, ფერმაში მიჰყვება რათა მისი ოჯახის წევრები გაიცნოს, მაგრამ ყველაფერი ასე მარტივად არ არის. როგორც კი ისინი ფერმაში მივლენ, მამაკაცი მის სავსებით განსხვავებული ბუნების გამომჟღავნებას იწყებს.

ლავკრაფტის ქვეყანა” (IMDb: 7.3)

მოდი ამჯერად სერიალებს მივუბრუნდეთ და სია 2020 წლის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სერიალით გავაგრძელოთ. ამჟამად, მაყურებელს 8 ეპიზოდის ქართულად ნახვა შეუძლია. მოქმედება 50-იანი წლების ამერიკაში ვითარდება სადაც ბუნებრივია მრავლად შევხვდებით რასობრივ ჩაგვრასა და რასებს შორის დაპირისპირებას . ამის ფონზე, 25 წლის ატიკუს ბლეიქი მეგობართან და ბიძასთან ერთად დაკარგული მამის საძებნელად მიემართება.

რეტჩედი” (IMDb: 7.4)

სერიალი რომელიც უყურადღებოდ არას დიდებით არ უნდა დატოვოთ. თანაც, ეპიზოდების ნახვა ქართული მრავალხმიანი გახმოვანებით შეგიძლიათ. რაც შეეხება სიუჟეტს, სერიალში მოქმედება 1947 წელს მიმდინარეობს. მილდრედ რეტჩედი წამყვან ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იწყებს მუშაობას, თუმცა მისი ელეგანტური გარეგნობის მიღმა დიდი სიბნელე იმალება…

გარანტირებული სიყვარული” (IMDb: 5.5)

დავუბრუნდეთ ფილმებს და სია ახალი მელოდრამით, სასიყვარულო კომედიით განვაგრძოთ. ფილმის სიუჟეტი მეტად უცნაურია – ის მოგვითხრობს კაცზე, რომელიც ონლაინ გასაცნობ საიტს მხოლოდ იმიტომ უჩივის, რომ ისინი მომხმარებელს გარანტირებულ სიყვარულს სთავაზობენ, საამისოდ კი ის ახალგაზრდა ადვოკატს, სიუზანს დაიქირავებს.

ამერიკული ნამცხვარი წარმოგიდგენთ: გოგონების წესები” (IMDb: 3.6)

და ბოლოს, ამერიკული ნამცხვარი ბრუნდება! თანაც, გოგოებთან ერთად. ფილმის მთავარი გმირები სკოლის ახალგაზრდა სტუდენტები არიან რომლებიც გამოსაშვები საღამოსთვის გრანდიოზულად ემზადებიან. იმისთვის, რომ სკოლის ბოლო დღეები დაუვიწყარი გამოვიდეს, გოგოები ყველაფერზე არიან წამსვლელები.

მასალის ავტორი:  ოთარ ვახტანგაშვილ

უყურეთ ფილმებს ონლაინ ქართულად, მრავალხმიანი, საუკეთესო გახმოვანებით Movie.Ge-ზე