ჰარი სტაილსი ახალი ჯეიმს ბონდი იქნება?!

სიახლეები

ბუნებრივია, საზოგადოების დიდი ნაწილი “აგენტი 007”-ის ახალი ნაწილის, “სიკვდილის დრო არ არის” დიდ ეკრანებზე გამოსვლას ელოდება რომლის პრემიერამაც უკვე რამდენჯერმე გადაიწია, მაგრამ პარალელურად არ წყდება ხმები ფრენჩაიზში დენიელ კრეიგის პოტენციური შემცვლელების შესახებ.

თუ გავრცელებულ ხმებს დავუჯერებთ საკულტო როლის შესრულების ერთ-ერთი ახალი კანდიდატი წარმატებული მომღერალი და უკვე მსახიობი ჰარი სტაილსია. შეგახსენებთ, რომ ბრიტანელმა როლი ძალიან წარმატებულ “დიუნკირკშიც” მოირგო რაც მის ძალიან დიდ სამსახიობო ნიჭს უსვამს ხაზს.

რაც შეეხება უშუალოდ ჯეიმს ბონდის საკულტო როლს, გავრცელებული ხმების შემდეგ კომენტარი თავად მსახიობმაც გააკეთა და განაცხადა, რომ კარიერის რომელიმე ეტაპზე ბონდის როლის თამაში მისი ნამდვილი ოცნებაა.

“მე მასთან ერთად გავიზარდე. იცით, ის ძალიან მიყვარდა როდესაც ბავშვი ვიყავი, ამიტომ, ჯეიმს ბონდის თამაში ცოტათი ყველას ოცნებაა, არა?”

რა თქმა უნდა, მის კომენტარში შეიძლება იმედის ნაპერწკლის დანახვა, მაგრამ ფაქტია ჰარი “აგენტი 007”-ის როლისგან ჯერ ძალიან შორს არის და ყველაფერი ჯერ მხოლოდ სურვილის ეტაპზეა. ამიტომ, სავარაუდოდ უახლოეს მომავალში მისგან ამ საკულტო როლის შესრულებას არ უნდა ველოდოთ. დენიელ კრეიგის შემდეგ ძალიან რთულიც კია მის ადგილას სხვა წარმოვიდგინოთ.

რაც შეეხება უშუალოდ ჯეიმს ბონდის უკანასკნელ ნაწილს, “სიკვდილის დრო არ არის” ბოლო მონაცემებით მაყურებლის წინაშე 2021 წლის 2 აპრილიდან წარსდგება. ფილმის პრემიერის თარიღი უკვე რამდენჯერმე შეიცვალა.

მასალის ავტორი:  ოთარ ვახტანგაშვილ

უყურეთ ფილმებს ონლაინ ქართულად, მრავალხმიანი, საუკეთესო გახმოვანებით Movie.Ge-ზე