ადამიანები რომლებიც ფილმის ყურების დროს ტირიან, ემოციურად ყველაზე ძლიერები არიან!

საინტერესო

უბრალოდ წარმოუდგენელია, რომ თითოეულ ჩვენგანს ერთხელ მაინც არ ეტირა ისეთ ამაღელვებელ ფილმებზე, როგორებიც არიან მაგალითად “ჰაჩი” თუ “უბის წიგნაკი“. მსგავსი თემატიკის ფილმები ალბათ ყველაზე “ცივ გულსაც” კი გაათბობს და მაყურებელში სენტიმენტალურ გრძნობებს აღძრავს.

სამწუხაროდ ტირილი უმეტესწილად ერთგვარ სისუსტედ აღიქმება, რაც ძალიან არასწორი მიდგომაა. მეტიც, თუ კლერმონტის უნივერსიტეტის ნეუროეკონომისტს, პოლ ზაკს დავუჯერებთ, იმ ადამიანებს რომლებიც ფილმის ყურების დროს ტირიან ემპათიის ყველაზე დიდი გრძნობა გააჩნიათ და ამასთან საკუთარ განცდებს თუ ემოციებს სხვა ადამიანებთან შედარებით უკეთ მართავენ.

ცოტა უცნაურია, არა? ამიტომ გადავწყვიტეთ დღეს თქვენთვის ეს ფენომენი აგვეხსნა, თუ რა ხდება რეალურად მაშინ როდესაც ადამიანი ფილმის ყურებისას ტირის.

მათ ესმით რომ რეალურად გამოგონილ ისტორიას ადევნებენ თვალს, მაგრამ ემოციების შეკავება არ შეუძლიათ

ზაკის დაკვირვებით ადამიანები, რომლებიც ფილმის ყურებისას ტირიან კარგად აცნობიერებენ რომ ფიქციურ, გამოგონილ სცენარს ადევნებენ თვალს რომელიც რეალობისგან ძალიან შორსაა (უმეტესწილად მაინც) მაგრამ მიუხედავად ამისა გრძნობების, განცდების საკუთრ თავში შენახვა არ შეუძლიათ.

ოქსიტოცინი – მთავარი დამნაშვე

სწორედ ოქსიტოცინია ის ჰორმონი რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს იმ ძალიან ბევრ განცდას რასაც ამაღელვებელი სცენის ყურებისას ვგრძნობთ. მაგალითად, კოცნის სცენა”უბის წიგნაკში“. ეს ჰორმონი ადამიანს მეტად ემპათიურს ხდის და აიძულებს სამყაროს გაათმაგებული მგრძნობელობით აღქმას, რასაც საბოლოოდ ბედნიერებამდე მივყავართ.

სინამდვილეში, ადამიანები რომლებიც ტირიან ყველაზე გამბედავები არიან!

დიახ, ეს სწორედ ასეა. ის ადამიანები რომლებიც ფილმის ყურებისას ტირიან, არ ითვალისწინებენ რა სხვის აზრს და მზად არიან საკუთარი შინაგანი განცდების ბოლომდე გადმოსაცემად, მენტალურად ძალიან ძლიერები არიან. მათ არ ადარდებთ სხვები ამის გამო გაკიცხავენ თუ გააკრიტიკებენ. თუ ზაკს დავუჯერებთ ესეც სწორედ ოქსიტოცინის ჰორმონის დამსახურებაა.

ცრემლებს ძალიან დიდი ძალა აქვთ…

კვლევებმა ზაკს კარგად დაანახა თუ რამხელა ძალა აქვთ ცრემლებს. მათი საშუალებით ადამიანები ერთმანეთს უკავშირდებიან და ერთმანეთს შინაგან განცდებს უზიარებენ როგორც პოზიტიურ, ისე ნეგატიურ ჭრილში. მართლაც, ცრემლები ხომ ის გამოცდილებაა რომელიც არასოდეს გვავიწყდება.

ისინი არ გაურბიან საკუთარ ემოციებს!

ის ადამიანები რომლებიც ფილმის ყურებისას ტირიან უარს არ ამბობენ საკუთარი ემოციების სხვებისთვის გამჟღავნებაზე, ეს კი ყველა ადამიანისთვის აუცილებელი რამ არის, ერთხელ მაინც! დაგვეთანხმებით, არის მომენტები როდესაც ყველას სჭირდება ტირილი და ემოციებისგან დაცლა. სწორედ ამის გამო, ასეთი ადამიანები ემოციურად მეტად სტაბილურები არიან.

ტირის ყველა, განურჩევლად სქესისა

ალბათ ხშირად გაგიგიათ გამოთქმა “დიდი ბიჭები არ ტირიან!”, რაც ძალიან არასწორი მესიჯის მატარებელია. ბიჭებს პატარაობიდანვე ასწავლიან, რომ მათ საკუთარი ემოციები სხვებს არ უნდა ანახონ, რომ ბიჭები არ ტირიან! სინამდვილეში, გოგოები და ბიჭები ამ ასპექტში საერთოდ არ განსხვავდებიან, მაგრამ ვინაიდან საზოგადოება მათგან სხვადასხვა მიდგომას ითხოვს, საბოლოოდ ბიჭები ორმაგად ერიდებიან საჯაროდ ტირილს, მაგრამ ტირილი ხომ ყველას სჭირდება?! გაგახსენებთ კინოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ამაღელვებელ სცენას ფილმიდან “მწვანე მილი“.

ბოლოს, ის ადამიანები რომლებიც ტირიან, სრულყოფილად ცხოვრობენ

დიახ, ტირილიც კი აუცილებელია იმისთვის, რომ ცხოვრების რაობა ბოლომდე გავიგოთ. გახსოვთ ოქსიტოცინი? ის ადამიანთა შორის ნდობას აღძრავს. მართლაც, რთულია არ დაუჯერო ადამიანს რომელიც გულწრფელად ტირის და შესაბამისად, დაუფარავად გამოხატავს განცდებს. ასეთ ადამიანებს განსაკუთრებულად ესმით მათი გარშემომყოფების.

საბოლოოდ, იქნებ დროა ვაღიაროთ რომ ტირილი ძალიან კარგი რამ არის. და მაინც, რომელ ფილმზე გიტირიათ?

წყარო: brightside.me

მასალის ავტორი: თარგმნა ოთარ ვახტანგაშვილმა

უყურეთ ფილმებს ონლაინ ქართულად, მრავალხმიანი, საუკეთესო გახმოვანებით Movie.Ge-ზე