8 იდეალური ფილმი ოქტომბრის წვიმიანი დღეებისთვის

იპოვე ფილმი

არსებობს ძალიან ბევრი ადამიანი რომელსაც წვიმა არ უყვარს და ამაში არის სიმართლის მარცვალი – ჩვენ ხომ იძულებულები ვართ მთელი დღე სახლში გამოკეტილებმა გავატაროთ, თუმცა არის კი ეს ასეთი ცუდი? სინამდვილეში, თავისუფალი დროის სახლში გატარება ძალიან სახალისო შეიძლება აღმოჩნდეს, უბრალოდ საამისოდ სწორი ფილმი გვჭირდება…

რამოდენიმე დღის წინ ოქტომბერმა შემოაბიჯა ჩვენს ცხოვრებაში და მოსალოდნელია, რომ წვიმიანი დღეები საკმაოდ ხშირი სტუმრები იქნებიან, ამიტომ, გადავწყვიტეთ წვიმიანი დღეებისთვის იდეალური 10 ფილმი შემოგთავაზოთ.

ტოსკანის მზის ქვეშ” (2003)

რა უნდა იყოს წვიმისგან გამოწვეული იზოლაციის გასაქარწყლებლად საუკეთესო საშუალება თუ არა ტოსკანის მცხუნვარე მზის ქვეშ გაშენებული ვილა და იქ მცხოვრები ფრენსისის დიდებული ისტორია? როგორც უკვე მიხვდებოდით, ფილმი 35 წლის ფრენსისზე მოგვითხრობს, რომელიც განქორწინების შემდეგ ტოსკანაში გაემგზავრება.

შვებულება” (2006)

რაღაც უფრო რომანტიკულზე რას იტყვით? თანაც, კამერონ დიასთან, ჯეიმს ფრანკოსთან, ქეით უინსლეტთან და თავად ჯეკ ბლექთან ერთად? ფილმის სიუჟეტი მეტად უცნაურია: მოღალატე, მექალთანე მამაკაცებისგან დაღლილი ამანდა და აირისი გადაწყვეტენ სახლები გაცვალონ, ეს მოულოდნელი გადაწყვეტილება კი მათ ახალ ურთიერთობებს უქადით.

საბრინა” (1995)

მოდი ამჯერად ჰარისონ ფორდის და ჯულია ორმონდის წყვილზე შევჩერდეთ და ორიგინალს რიმეიქი ვარჩიოთ, მაგრამ 1954 წელს გამოსული “საბრინა” რა თქმა უნდა შედევრია მისი შეუდარებელი ოდრი ჰეპბერნით. რაც შეეხება სიუჟეტს, ფილმში მოქმედება ლერაბის ოჯახში ვითარდება სადაც მალე ძალიან მნიშვნელოვანი რამ უნდა მოხდეს – უმცროსი ძმის ქორწილი.

უბის წიგნაკი” (2004)

ფილმი რომელსაც წვიმა ალბათ ყველაზე მეტად უხდება. ძნელია ამ სიყვარულის “ტკბილ” ისტორიას ცრემლების გარეშე უყურო. ნამუშევარი მაყურებლის თვალწინ აცოცხლებს წყვილის ისტორიას, რომელიც მეორე მსოფლიო ომმა იმსხვერპლა და ერთმანეთს დააშორა მაგრამ არა სამუდამოდ…

კარგი წელიწადი” (2006)

რიდლი სკოტის მშვენიერი ნამუშევარი ახალგაზრდა ბროკერზე, რომელიც პროვანსაში ბიძისგან მემკვიდრეობით იმ ციხე-კოშკსა და ვენახს იღებს, რომელშიც თითქმის მთელი ბავშვობა აქვს გატარებული. მისი თავდაპირველი მიზანი ქონების სარფიანად გაყიდვაა, მაგრამ საბოლოოდ მთავარი გმირი იქ რაღაც უფრო მეტს – სიმშვიდეს პოულობს.

ბინძური ცეკვები” (1987)

კვლავაც რომანტიკა, მაგრამ ამჯერად გაცილებით უფრო მხურვალე და ცეცხლოვანი. ალბათ იშვიათად თუ მოიძებნება კინომანი რომელსაც 1987 წლის ეს მშვენიერი ნამუშევარი არ აქვს ნანახი, მაგრამ 17 წლის ბეიბის სიყვარულის კიდევ ერთხელ ნახვა ზედმეტი არასდროს არის.

უძინარები სიეტლში” (1993)

ცოლის სიკვდილის შემდეგ მთავარი გმირი მხოლოდ საკუთარ ბიჭზე ზრუნავს და პირად ცხოვრებას არანაირ ყურადღებას არ უთმობს, ამიტომ ბიჭი გადაწყვეტს მამას პაემნის მოწყობაში დაეხმაროს, საამისოდ კი ის რადიოში რეკავს და საკუთარ ისტორიას ყვება. მალე მათ ცხოვრებაში ჟურნალისტი ენი გამოჩნდება რომელიც მამა-შვილის ისტორიის დასაწერად სიეტლში ჩაფრინდება, მაგრამ იქნებ ამ ისტორიაში თავად მისი ადგილიც არის?!

შუაღამე პარიზში” (2011)

თუ ცხოვრების რაობაზე ფიქრი თქვენი განუყოფელი ნაწილია, მაშინ მშვიდ წვიმიან დღეს კიდევ უფრო გამძაფრებულად იგრძნობთ მეტად ამოუხსნელი ფიქრების მოსვლას გონებაში. სწორედ ამისთვისაა იდეალური ფილმი, რომელიც რომანტიკოსი მწერლის შესახებ მოგვითხრობს. ის ფიქრობს, რომ 20-იან წლებში უნდა დაბადებულიყო, რომ მისი ადგილი სწორედ იქ არის!

მასალის ავტორი:  ოთარ ვახტანგაშვილ

უყურეთ ფილმებს ონლაინ ქართულად, მრავალხმიანი, საუკეთესო გახმოვანებით Movie.Ge-ზე