“მეფე ლომი 2”: დისნეი ფილმის გაგრძელებას გადაიღებს

სიახლეები

არავისთვის არის უცნობი, თუ როგორ უყვარს დისნეის წარმატებული ანიმაციური ნამუშევრების რიმეიქის ფილმის სახით გადაღება. მაყურებელმა უკვე იხილა ისეთი ცნობილი ანიმაციების კინო-ვერსიები როგორებიცაა “მზეთუნახავი და ურჩხული“, “კონკია” თუ “ალადინი“, თუმცა კომერციულად ყველაზე წარმატებული უდაოდ 2019 წელს გამოსული “მეფე ლომია“. ფილმი ნამდვილ ჰიტად იქცა ბაზარზე.

როგორც ჩანს სტუდია გაჩერებას არ აპირებს და ფილმის გაგრძელების გადაღებას გეგმავს. მეტიც, გავრცელებული ინფორმაციით სცენარის გარკვეული მონახაზი უკვე არსებობს, გადაღებები კი კვლავაც ფოტო-რეალისტური ტექნოლოგიით შედგება, მსგავსად პირველი რიმეიქისა. ფილმის რეჟისორი ბარი ჯენკინსი იქნება რომელსაც ოსკარის ნომინაცია აქვს მოპოვებული.

უშუალოდ სცენარი და დეტალები მკაცრად გასაიდუმლოებულია, თუმცა კულუარული ინფორმაციით სიუჟეტი მუფასას პერსონაჟის განვითარებაზე მოგვითხრობს. ფრენჩაიზის გაგრძელების მიუხედავად, თავად დისნეი აცხადებს რომ ახალი ნამუშევარი მეტად ისტორიის “ახალი ნაწილი” იქნება ვიდრე უშუალოდ სექველი.

კონკრეტულად როდის უნდა ელოდოს მაყურებელი ფილმის დიდ ეკრანებზე გამოსვლას ჯერ-ჯერობით უცნობია, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით მისი გადაღება დისნეისთვის პრიორიტეტულია და მასზე მუშაობა რაც შეიძლება მალე დაიწყება. პირველმა რიმეიქმა კომპანიას 1.3 მილიარდი დოლარი მოუტანა.

მასალის ავტორი:  ოთარ ვახტანგაშვილ

უყურეთ ფილმებს ონლაინ ქართულად, მრავალხმიანი, საუკეთესო გახმოვანებით Movie.Ge-ზე