12 დაბალბიუჯეტიანი ფილმი რომელიც მაშტაბურ ჰიტად იქცა

იპოვე ფილმი

გაუზიარე მეგობრებს!

იცით თუ არა, რომ ყველაზე მაღალბიუჯეტიანი ფილმი რომელიც ოდესმე გამოსულა არის “კარიბის ზღვის მეკობრეები: უცნაურ ნაპირებზე” რომლის გადაღებაც ოფიციალურად 379 მილიონი დოლარი დაჯდა, მაგრამ არის კი აუცილებელი ამხელა ბიუჯეტი იმისთვის, რომ ნამუშევარი წარმატებული გამოვიდეს და კინოკომპანიას დიდი შემოსავალი მოუტანოს?

დღეს გვსურს წარმოგიდგინოთ 12 საკმაოდ დაბალი ბიუჯეტის მქონე ფილმი რომელიც დიდ ჰიტად იქცა, წარმატებით ჩაეშვა კინოგაქირავებაში და დიდი შემოსავლის მოზიდვაც შეძლო.

ხერხი” (2004)

ბიუჯეტი: $1,200,000

შემოსავალი: $103,096,345

ფილმისგან ამხელა წარმატებას არავინ ელოდა. მისი გადაღებები სულ რაღაც 18 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, ერთადერთი ლოკაცია კი სააბაზანო იყო. ამას გარდა, ნამუშევარი არც ცნობილი მსახიობებით დაიკვეხნის, მაგრამ ამას წარმატებისთვის ხელი საერთოდ არ შეუშლია.

როკი” (1976)

ბიუჯეტი: $960,000

შემოსავალი:  $225,000,000

ფილმის სცენარი თავად სილვესტერ სტალონემ დაწერა. ამისთვის მას სულ რაღაც 3.5 დღე დასჭირდა. ბიუჯეტი იმდენად მცირე იყო, რომ ფილმში ზოგიერთი როლის შესრულება თავად მსახიობის ოჯახის წევრებს მოუწიათ. მაგალითად, მისმა ძმამ მომღერლის როლი ითავსა.

მთვარის შუქი” (2016)

ბიუჯეტი: $1,500,000

შემოსავალი:  $65,300,000

ზოგიერთი წყაროს თანახმად, ფილმის ბიუჯეტმა 4 მილიონს მიაღწია, მაგრამ რეჟისორის განცხადებით ნამუშევარი დაახლოებით 1.5 მილიონი დოლარი დაჯდა. გადაღებებს მხოლოდ 25 დღე დასჭირდა.

მაკულატურა” (1994)

ბიუჯეტი: $8,000,000

შემოსავალი:  $213,900,000

ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნამუშევარი ტარანტინომ სულ რაღაც 8 მილიონად შექმნა. ბიუჯეტი კიდევ ურო დაბალი იყო, მაგრამ ბრიუს უილისის მონაწილეობამ საბოლოოდ ის 8 მილიონამდე გაზარდა, საიდანაც 5 მსახიობების ხელფასებში წავიდა, 3 კი უშუალოდ გადაღებაზე.

ტერმინატორი” (1984)

ბიუჯეტი: $6,400,000

შემოსავალი:  $78,300,000

კიდევ ერთი დიდი ჰიტი ძალიან დაბალი ბიუჯეტით. ფილმის წარმატების თავად არნოლდ შვარცნეგერსაც არ სჯეროდა, რეჟისორს, ჯეიმს ქემერონს კი მისი გაყიდვა სულ რაღაც 1 მილიონად მოუწია იმის პირობით, რომ რეჟისორი თავად იქნებოდა.

ასტრალი” (2010)

ბიუჯეტი: $1,500,000

შემოსავალი:  $99,500,000

ფილმი “ხერხის” შემქმნელების კიდევ ერთი შემოქმედებაა. აშკარაა, რომ დიდი შემოსავლებისთვის მათ დიდი ბიუჯეტი საერთოდ არ სჭირდებათ. ფილმმა ბიუჯეტს 66-ჯერ გადააჭარბა და თითქმის 100 მილიონის შემოსავალი მოუტანა კინოკომპანიას.

ბანქო, ფული და ორი ლულა” (1998)

ბიუჯეტი: $1,350,000

შემოსავალი:  $28,100,000

ეს ნამუშევარი გაი რიჩისთვის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი იყო და ბუნებრივია, რომ მას დიდი სახსრები მისი გადაღებისთვის არ ჰქონია. ამას გარდა, მსოფლიომ ჯეისონ სტეტჰემი და ვინი ჯონსი სწორედ ამ ფილმის წყალობით გაიცნო.

ბავშვობა” (2014)

ბიუჯეტი: $4,000,000

შემოსავალი: $57,300,000

ფილმის გადაღებებმა 12! წელს გასტანა. რეჟისორი ყოველ წელს ცვლიდა სცენარს, მსახიობთა გუნდი კი ყოველ წელს 3-4 დღის განმავლობაში იკრიბებოდა. მიუხედავად ძალიან დიდი რისკისა, პროდიუსერები გადაღებას დათანხმდნენ და დიდი შემოსავალიც ნახეს.

ბინძური ცეკვები” (1987)

ბიუჯეტი: $5,000,000

შემოსავალი: $214,600,000

ალბათ დღეს რთულად თუ ნახავთ ადამიანს რომელსაც ეს ფილმი არ აქვს ნანახი, მაგრამ მისი გადაღებები მარტივი ნამდვილად არ ყოფილა. კომპანიები ერთმანეთის მიყოლებით ამბობდნენ უარს, მიუხედავად იმისა რომ ბიუჯეტი საშუალოზე ორჯერ ნაკლებს შეადგენდა. საბოლოოდ, ფილმი კლასიკად იქცა, მისმა შემოსავლებმა კი 200 მილიონს გადააჭარბა.

“საშინელება თელების ქუჩაზე” (1984)

ბიუჯეტი: $1,800,000

შემოსავალი: $57,000,000

კომპანიებისგან უარი ფრედი კრუგერის ისტორიამაც რამოდენიმეჯერ მიიღო, სანამ საბოლოოდ მასში პოტენციალი New Line Cinema-მ არ დაინახა და გადაღებებს დათანხმდა. ფინანსური პრობლემები არც უშუალოდ გადაღებების დროს გამქრალა, მაგრამ ფილმმა ინვესტორების მოძიება შეძლო და წარმატებულ ნამუშევრადაც იქცა.

საბრალო ვალენტინი” (2010)

ბიუჯეტი: $1,000,000

შემოსავალი: $16,600,000

რეალურად სცენარის დაწერიდან და ფილმის გადაღებების დაწყებიდან მრავალი წელი გავიდა. რეჟისორს მსახიობების სხვადასხვა ასაკის დროს გადაღება სურდა, მცირე ბიუჯეტით კი ამის გაკეთება წარმოუდგენელი იყო. მან საკუთარი ხარჯებიც კი გასწია ფილმის გადაღებებისთვის.

ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა” (1975)

ბიუჯეტი: $4,400,000

შემოსავალი: $163,250,000

ალბათ უკვე დარწმუნდით, რომ მცირე ბიუჯეტით შედევრები საკმაოდ ხშირად იქმნება. კირკ დუგლასმა, რომელიც სიუჟეტის მფლობელი იყო, საბოლოოდ ის საკუთარ შვილს მიყიდა რომელმაც შეძლო და ინვესტორები მოიძია.

მასალის ავტორი:  ოთარ ვახტანგაშვილ

უყურეთ ფილმებს ონლაინ ქართულად, მრავალხმიანი, საუკეთესო გახმოვანებით Movie.Ge-ზე

გაუზიარე მეგობრებს!