10 საუკეთესო სამსახიობო წყვილი დიდ კინოში

საინტერესო

გაუზიარე მეგობრებს!

ალბათ ხშირად შეგინიშნავთ, რომ წყვილი რომელიმე ფილმში იმდენად დიდებულ შესრულებას გვთავაზობს, რომ შემდეგ მათი უერთმანეთოდ წარმოდგენა უბრალოდ ძალიან ძნელია, თუმცა არსებობს ისეთი შემთხვევებიც, როცა მსახიობებმა ერთად რამოდენიმე ფილმში ითამაშეს და ყოველ ჯერზე საქმე ძალიან კარგად შეასრულეს.

გვსურს 10 ასეთ წყვილზე მოგითხროთ რომლებსაც დიდ ეკრანზე უბრალოდ იდეალური ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ.

ემა სტოუნი და რაიან გოსლინგი

მსახიობები რომლებსაც ფილმზე ერთად მუშაობა უბრალოდ დიდებულად გამოსდით! ამის ნათელი მაგალითი 2016 წელს გამოსული “ლა ლა ლენდია” რომელმაც როგორც მაყურებლებისგან, ისე კრიტიკოსებისგან ძალიან დადებითი შეფასებები დაიმსახურა და 6 ოსკარიც მოიპოვა. ამას გარდა ემამ და რაიანმა ერთად ფილმებზე “გიჟური, სულელური სიყვარული” და “განგსტერებზე მონადირეები” იმუშავეს. თავად ემა სტოუნის განცხადებით, მას “არ წარმოუდგენია თუ როგორი იქნებოდა მისი ცხოვრება რაიანის გარეშე”.

ჯენიფერ ლოურენსი და ბრედლი კუპერი

დიახ, ალბათ “ვარსკვლავის დაბადების” შემდეგ ბრედლი კუპერთან ერთად ყველაზე ხშირად ლედი გაგა გახსენდებათ, მაგრამ არის ერთი მსახიობი რომელსაც მსახიობთან გაცილებით უფრო დიდი ისტორია აკავშირებს – ჯენიფერ ლოურენსი. მსახიობებმა ერთად 4 ფილმზე იმუშავეს, მათ შორის “ამერიკული აფიორა” და “სერენა“. სხვათა შორის, ჯენიფერმა 4 ფილმიდან სამში საუკეთესო ქალი მსახიობის ნომინაციის მოპოვება შეძლო.

მეგ რაიანი და ტომ ჰენქსი

90-იანების რომანტიული კომედიების ნამდვილი მეფე-დედოფალი. მათი “სასცენო ურთიერთობა” პირველად ფილმიდან “ჯო ვულკანის წინააღმდეგ” დაიწყო, მას მოყვა “უძინარები სიეტლში“, ხოლო 5 წლის შემდეგ “თქვენთვის წერილია“. მეგის განცხადებით, ტომთან ერთად მუშაობა საკმაოდ მარტივია.

პოლ უოკერი და ვინ დიზელი

“ბედნიერი ვარ რომ ჩემს ძმას გეძახდი” – ასეთი სიტყვებით გააცილა ვინ დიზელმა გარდაცვლილი პოლ უოკერი. ალბათ აქედანაც იგრძნობა, თუ რაოდენ დიდი ურთიერთობა აკავშირებდა ამ ორ მსახიობს ერთმანეთთან. მათ ერთად “ფორსაჟის” 7 ნაწილზე იმუშავეს და შეიძლება ითქვას, რომ ქვე-ჟანრიც კი შექმნეს, რომელიც სავსეა მძლავრი მანქანებით, მაღალი სისწრაფითა და სახიფათო თავგადასავლებით.

ლეონარდო დიკაპრიო და ქეით უინსლეტი

დიახ, ვიცით რომ “ტიტანიკში” ლეონარდოს გადარჩენა შეიძლებოდა და ადგილი მასაც ეყოფოდა… თუმცა ეს მსახიობების დიდებულ ურთიერთობას არ აკნინებს. ქეითის განცხადებით, ისინი ერთად ხშირად იმეორებენ იმ ლეგენდარულ სცენას ფილმიდან და მათ ახლაც უმშვენიერესი ურთიერთობა აკავშირებთ. რაც შეეხება დიდ კინოს, მსახიობებს ერთად თამაშის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ რეჟისორმა სემ მენდესმა მისცა ფილმში “ცვლილებების გზა” რომელიც უდაოდ წარმატებული ნამუშევარი გამოდგა.

შრეკი და ვირი

სიაში მომდევნო ალბათ ერთი შეხედვით უცნაური, მაგრამ ამავე დროს შეუდარებელი ურთიერთობის მქონე წყვილია. პერსონაჟების დამსახურებით ანიმაციის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფრენჩაიზი შეიქმნა, “შრეკი” კი დღესაც ახალისებს მაყურებლებს.

ჯეკი ჩანი და ქრის ტაკერი

კიდევ ერთი წარმატებული ფრენჩაიზი რომელიც საბრძოლო ხელოვნების, კომედიის და დიდი კრიმინალის იდეალურ ნაზავს წარმოადგენს – “პიკის საათი“. ჯეკი ჩანმა და ქრის ტაკერმა შეძლეს და ძალიან გამორჩეული წყვილი ჩამოაყალიბეს. თავად ჯეკის განცხადებით, როცა ის ქრისს პირველად შეხვდა მისი ერთი სიტყვაც კი ვერ გაიგო რადგან მსახიობი ინგლისურად ძალიან სწრაფად ლაპარაკობდა, თუმცა, როგორც ჩანს საბოლოოდ ამან მათ ურთიერთობას ხელი ვერ შეუშალა.

სემიუელ ლ. ჯექსონი და ბრიუს უილისი

დაწყებული “კერკეტი კაკალი 3“-ში მოკავშირეობიდან დამთავრებული “შუშა“-ში მტრობამდე, ეს წყვილი ყოველთვის გამორჩეულ შესრულებას გვთავაზობს რაც ფილმსაც წარმატებულად აქცევს. ამას გარდა, არის კიდევ “მაკულატურა“, სადაც ორივე მსახიობი მონაწილეობს, თუმცა ძალიან ცოტა საერთო აქვთ.

ჯულია რობერტსი და რიჩარდ გირი

რეალურად ჯულიამ ჯორჯ კლუნთან ერთად უფრო მეტჯერ მოირგო როლი ვიდრე რიჩარდ გირთან, მაგრამ “ლამაზმანის” წარმატება იმხელაა, რომ ამ ორი მსახიობის უერთმანეთოდ წარმოდგენა ძალიან ძნელია. ფილმის გამოსვლიდან 9 წელში მსახიობებმა კიდევ ერთხელ, ამჯერად ფილმში “გაქცეული პატარძალი” მოირგეს მთავარი როლები.

საიმონ პეგი და ნიკ ფროსტი

მთავარი როლის საუკეთესო მეგობართან ერთად მორგება ალბათ განუზომელი სიამოვნებაა რომელიც არც ისე ბევრ მსახიობს გამოუცდია. ბრიტანელმა მსახიობებმა ერთად ძალიან ბევრი როლი მოირგეს, მათ შორის რამოდენიმე კი საკმაოდ წარმატებულია – “ზომბი სახელად შონი“, “ვითომ მაგარი პოლიციელები” თუ 2011 წელს გამოსული “პოლი“. საქმე ერთ-ერთ საუკეთესო დუეტთან გვაქვს!

მასალის ავტორი:  ოთარ ვახტანგაშვილ

უყურეთ ფილმებს ონლაინ ქართულად, მრავალხმიანი, საუკეთესო გახმოვანებით Movie.Ge-ზე

გაუზიარე მეგობრებს!