დადასტურდა: “გაქცევა” მე-6 სეზონით გრძელდება

სიახლეები

გაუზიარე მეგობრებს!

თუ სხვა ძალიან ბევრი ადამიანის მსგავსად თქვენც სერიალ “გაქცევის” მხურვალე გულშემატკივარი ხართ, თქვენთვის ძალიან სასიხარული ამბავი გვაქვს. ცოტა ხნის წინ სერიალის ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელმა, დომინიკ პარსელმა ინსტაგრამის საშუალებით ძალიან კარგი სიახლე გაავრცელა. გაქცევა” ახალი სეზონით გაგრძელდება!

მსახიობი სერიალში ლინკოლნ ბეროუსის, სერიალის მთავარი “შემოქმედის” ძმის როლს ასრულებს, ამიტომ მისი ინფორმაცია უდაოდ ძალიან სარწმუნოა. როგორც ჩანს, მაყურებელი სერიალის კიდევ ერთ, ამჯერად მეექვსე სეზონს იხილავს.

დომინიკი განთავსებულ პოსტში სულ რამოდენიმე სიტყვით შემოიფარგლა. მან რამოდენიმე ხშირად დასმულ შეკითხვას გასცა პასუხი, მაგრამ მათ შორის ერთ-ერთი უდაოდ ყველაზე საინტერესოა. “იქნება მე-6 სეზონი? დიახ”. დაგვეთანხმებით მოკლე, მაგრამ ამავდროულად ძალიან სასიხარული ინფორმაციაა.

სერიალი მაყურებელმა პირველად შორეულ 2005 წელს იხილა. ნამუშევარმა დიდი მოწონება დაიმსახურა, რაც მის რეიტინგზეც აისახა. გადაღებები 2009 წელს შეწყდა, თუმცა შემდეგ, 2017 წელს ტელეკომპანია Fox-მა ის მეხუთე სეზონით გააგრძელა. მას შემდეგ არ წყდება საუბრები, რომ მაყურებელი კიდევ ერთ სეზონს იხილავდა. სავარაუდოდ, გადაღებები ოქტომბერში აიღებს სტარტს.

მასალის ავტორი:  ოთარ ვახტანგაშვილ

უყურეთ ფილმებს ონლაინ ქართულად, მრავალხმიანი, საუკეთესო გახმოვანებით Movie.Ge-ზე

გაუზიარე მეგობრებს!