5+ ახალი სერიალი რომელსაც აუცილებლად უნდა უყუროთ

იპოვე ფილმი

გაუზიარე მეგობრებს!

2020 წლის დადგომიდან უკვე 9 თვე გავიდა და მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა პრობლემების გამო წელი ისეთი დატვირთული არ გამოვიდა როგორც ამას მანამ მოველოდებოდით, მაყურებელმა მაინც იხილა რამოდენიმე გამორჩეული ნამუშევარი. გამონაკლისი არც სერიალებია. მით უმეტეს, რომ თითქმის ყველა მათგანის ნახვა უკვე ახალ-ახალ ონლაინ პლატფორმებზეა შესაძლებელი. უახლოეს მომავალში მაყურებელი კიდევ ბევრ წარმატებულ ნამუშევარ იხილავს, თუმცა დღეს გვსურს ყურადღება უკვე გამოსულ ახალ ეპიზოდებზე გავამახვილოთ.

წარმოგიდგენთ 5+1 ახალ სერიალს, მათ შორის ახალ სეზონებს, რომელთა უყურადღებოდ დატოვება უბრალოდ არ შეიძლება.

ლავკრაფტის ქვეყანა” (IMDb: 7.3)

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ 5 ეპიზოდი ვიხილეთ, უდავოა, რომ საქმე წლის ერთ-ერთ საუკეთესო სერიალთან გვაქვს. მოქმედება 50-იანი წლების ამერიკაში ვითარდება სადაც ბუნებრივია მრავლად შევხვდებით რასობრივ ჩაგვრასა და რასებს შორის დაპირისპირებას . ამის ფონზე, 25 წლის ატიკუს ბლეიქი მეგობართან და ბიძასთან ერთად დაკარგული მამის საძებნელად მიემართება.

ჩემთვის მკვდარი” (IMDb: 8.0)

Netflix-მა ცოტა ხნის წინ სერიალის მეორე სეზონი შემოგვთავაზა, პირველი კი მაყურებელმა 2019 წელს იხილა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მეორე სეზონმა მოლოდინებს გადააჭარბა და პირველის მსგავსად ძალიან კარგი გამოვიდა. რაც შეეხება სიუჟეტს, ის ორი ერთი შეხედვით რადიკალურად განსხვავებული ქალბატონის შესახებ მოგვითხრობს რომლებიც ერთმანეთს მხარდამჭერთა ჯგუფში გაიცნობენ და უმალვე დამეგობრდებიან. საბოლოოდ, ერთმანეთთან ურთიერთობა ორი ქალის დანაკარგის შესავსებად იდეალური გამოსავალი აღმოჩნდება.

დიადი” (IMDb: 8.1)

კიდევ ერთი ახალი სერიალი, დაკომპლექტებული გამორჩეული მსახიობებით, დიდებული სიუჟეტითა და ეკატერინე დიდის განსაცვიფრებელი ისტორიით, თუ რა გზა განვლო მან მანამ, სანამ რუსეთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ფიგურად ჩამოყალიბდებოდა. სერიალში მოქმედება მე-18 საუკუნის რუსეთში ვითარდება, თუმცა სერიალის უდიდესი ნაწილი ფიქციაა. HBO-მ ჯამში 10 ეპიზოდი შემოგვთავაზა.

ჩვეულებრივი ადამიანები” (IMDb: 8.6)

ამჯერად Hulu-ს ნამუშევარს მივადექით რომელიც უბრალოდ დიდებული გამოვიდა. სერიალი ჯამში 12 ეპიზოდისგან შედგება, თითოეული მათგანი კი სავსეა ახალგაზრდებს შორის გაღვივებული რომანტიკით. სიუჟეტი მარიანას და კონელის გარშემო ვითარდება. ორი ახალგაზრდის, რომელთა გზები სრულიად შემთხვევით იკვეთება, მაგრამ ეს ერთი მომენტი მათ მთელ ცხოვრებას სამუდამოდ ცვლის. თუ ახალი რომანტიული დრამის ყურება მოგენატრათ, “ჩვეულებრივი ადამიანები” სწორედ რომ ზუსტი არჩევანია, რაზეც მისი მაღალი რეიტინგიც მეტყველებს.

ატვირთვა” (IMDb: 8.0)

კვლავაც რომანტიკა, მაგრამ ამჯერად გაჯერებული რა კომედიით და დიდი თავგადასავლებით. სერიალის სიუჟეტი მომავლის სამყაროზე მოგვითხრობს, სადაც ადამიანებს გარდაცვლის შემდგომ შეუძლიათ საკუთარი თავი ვირტუალურ სამყაროში ატვირთონ და ასე განაგრძონ ცხოვრება. სწორედ ამ უნიკალური სერვისით სარგებლობს მთავარი გმირი, რომელიც მაყურებელთან ერთად ამ ახალ სამყაროს ეცნობა. რა თქმა უნდა, სიყვარულიც ძალიან ახლოსაა…

ბონუსი: “მონადირეები” (IMDb: 7.2)

ბოლოს, ლეგენდარული ალ პაჩინო და Amazon-ის “მონადირეები“. სერიალი თითქოს კვენტინ ტარანტინოს სტილშია გადაღებული. მას სულ 10 ეპიზოდი აქვს და 1980-იანი წლებში ამერიკაში მყოფი ნაცისტების გაერთიანებაზე მოგვითხრობს. მათ მეოთხე რაიხის შექმნა აქ, ამერიკაში სურთ, მონადირეთა ჯგუფის მთავარი მიზანი კი მათი შეჩერებაა.

მასალის ავტორი:  ოთარ ვახტანგაშვილ

უყურეთ ფილმებს ონლაინ ქართულად, მრავალხმიანი, საუკეთესო გახმოვანებით Movie.Ge-ზე

გაუზიარე მეგობრებს!