10 მსახიობი რომელსაც როლის მისაღებად დიდი ტყუილის თქმა დასჭირდა

საინტერესო

გაუზიარე მეგობრებს!

როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, რამოდენიმე ძალიან კარგი როლის ხილვას მსახიობების მიერ ნათქვამ ტყუილს უნდა ვმადლოვდეთ. მათ რომ თავის დროზე ტყუილი არ ეთქვათ და მხოლოდ ასე არ დაეკმაყოფილებინოთ რეჟისორების თავდაპირველი მოთხოვნები, ალბათ მათი კარიერა სრულიად განსხვავებულად წარიმართებოდა და ჩვენც, უბრალო მაყურებლები რამოდენიმე დიდებული როლის ხილვის გარეშე დავრჩებოდით.

წარმოგიდგენთ 10 გამორჩეულ მსახიობს, რომლებსაც კარიერის სტარტზე ტყუილის თქმა მოუწიათ საიმისოდ, რათა როლი მიეღოთ.

1. ბენ ჰარდი

სია ფილმში “ბოჰემური რაფსოდია” როჯერ ტაილორის როლის შემსრულებლით გავხსნათ. ბენს ძალიან სურდა როლის მიღება, ამიტომ იცრუა და CV-ში მიუთითა, რომ დრამზე დაკვრა შეეძლო. ალბათ მიხვდით, რეჟისორს სურდა რომ ამ როლის შემსრულებელს ამ ინსტრუმენტზე შეძლებოდა დაკვრა. საბოლოოდ, საათობით ვარჯიშის შემდეგ ბენმა შეძლო და მართლაც ისწავლა დრამზე დაკვრა, რამაც საბოლოოდ ქუინის დრამერის როლი მოუტანა.

2. ქრის ჰემსვორთი

დიახ, დღეს ავსტრალიელი მსახიობის გარეშე მარველის სამყარო წარმოუდგენელია, თუმცა რომ არა პატარა ტყუილი შეიძლებოდა “თორი” სრულიად სხვანაირი ყოფილიყო. ბენისგან განსხვავებით ჰემსვორთმა საკუთარი სიმაღლის შესახებ იცრუა რათა ქასთინგზე აღმოჩენილიყო. მსახიობმა რეალურზე უფრო დაბლად გაასაღა თავი, მაგრამ საბოლოოდ როლის მიღება მაინც მოახერხა.

3. ედი რედმეინი

“მატყუარა” მსახიობების სიაში ოსკაროსან ედი რედმეინსაც შევხვდებით. საიმისოდ, რათა ფილმში “ელისაბედი: ოქროს ხანა” მიეღო როლი, მსახიობმა იცრუა რომ ცხენზე ჯირითი იცოდა. მალევე, როდესაც გადაღებების დრო მოვიდა ყველა მიხვდა რომ მსახიობმა მოიტყუა და ძალიან ბევრი სცენის გადაღება დუბლიორს მოუწევდა. წლების შემდეგ ედიმ კიდევ ერთ ისტორიულ ფილმში “კიდევ ერთი გოგო ბოლეინის გვარიდან” მიიღო როლი, მაგრამ ამჯერად მსახიობს 2 თვის სპეციალურ ბანაკში გატარება მოუწია რათა ჯირითი რეალურად ესწავლა.

4. სანდრა ბალოკი

პირველი როლის მისაღებად ტყუილი დღეს უკვე ძალიან ცნობილ სანდრა ბალოკსაც დასჭირდა. მსახიობს ფილმ “სასიყვარულო ცდა No. 9“-ში სურდა მონაწილეობის მიღება და დიანას როლის მორგება, საამისოდ კი არც ასაკის მომატებას შეუშინდა რათა რეჟისორისთვის თავი მოეწონებინა.

5. პოლ მესკალი

წარმოგიდგენიათ “ჩვეულებრივი ადამიანები” პოლის გარეშე? მან თითქმის დაკარგა ერთ-ერთი მთავარი როლი სერიალში და ალბათ ასეც მოხდებოდა, რომ არა მისი აგენტის პატარა ტყუილი. საქმე ისაა, რომ როლისთვის საჭირო იყო მსახიობს მანქანის მართვა შესძლებოდა, პოლს კი საამისო ლიცენზიაც კი არ ჰქონდა. საბოლოოდ, მსახიობმა მომდევნო დღეებში ინტენსიური მეცადინეობის შემდეგ შეძლო და მართვის მოწმობა აიღო. პოლის მიერ კონელის როლის დიდებულად შესრულება ამ მცირე ტყუილის გარეშე უბრალოდ არ გამოვიდოდა.

6. ჯორჯ ლეზენბი

სიაში ჯეიმს ბონდის ერთ-ერთი პირველი შემსრულებლისთვისაც გამოიძებნა ადგილი. 1969 წელს გამოსული ფილმი ჯორჯის ერთადერთ წარმატებად შეიძლება ჩავთვალოთ კინემატოგრაფიაში. განსაცვიფრებელი ამ ისტორიაში სულ სხვა რამაა. ჯორჯს აბსოლუტურად არანაირი გამოცდილება არ ჰქონდა სანამ როლს მიიღებდა, ხოლო როლის მიღებას სწორედ იმას უნდა უმადლოვდეს რომ გადამღებ ჯგუფს და რეჟისორს ძალიან ბევრი ტყუილი უთხრა. საბოლოოდ, როდესაც ჯორჯმა სიმართლე აღიარა, პროდიუსერები განცვიფრდნენ იმის დანახვით თუ რაოდენ დიდი პოტენციალი იყო ამ ახალგაზრდაში.

7. ნიკოლას ქეიჯი

საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს, რომ მსახიობის დებიუტი დიდ ეკრანზე ფილმში “რიჯმონტის სკოლა” შედგა. სამაგიეროდ ალბათ არ გსმენიათ, რომ მსახიობმა ფილმში მთავარი როლი მხოლოდ იმიტომ დაკარგა, რომ ჯერ მხოლოდ 17 წლის იყო, არადა მანამ იცრუა და თავი 18 წლისად გაასაღა. აშშ-ს კანონმდებლობით ის ამდენ საათს ვერ იმუშავებდა, ამიტომ საბოლოოდ მხოლოდ მეორეხარისხოვან როლს დასჯერდა.

8. ლოურენს ფიშბარნი

როგორც ბოლოს აღმოჩნდა, ლოურენსს საერთოდ არ გამოუვიდა ტყუილის თქმა, მაგრამ მსახიობის ხსენება დღევანდელ სიაში მაინც ღირს. საქმე ისაა, რომ ფრენსის ფორდ კოპოლას ფილმში “აპოკალიფსი დღეს” მონაწილეობის მისაღებად მსახიობმა იცრუა და თავი 17 წლისად გაასაღა, არადა მხოლოდ 15 წლის იყო. თუმცა, გადაღებები ძალიან გაიწელა და უკვე ფილმის გამოსვლისას, ლოურენსი მართლაც გახდა 17 წლის.

9. ენ ჰეთეუეი

რეჟისორ ენგ ლის სურდა მსახიობს ჯირითი სცოდნოდა, ხოლო ენს ამის შესახებ ტყუილის თქმა საერთოდ არ გაუჭირდა. განსხვავებით ედი რედმონდისგან, მას მაინც მოუწია 2 თვიანი ჯირითის კურსების გავლა. საბოლოოდ, ფილმი “კუზიანი მთა” ძალიან წარმატებული გამოდგა რა რამოდენიმე ჯილდოც მოიპოვა.

10. რებელ უილსონი

საბოლოოდ, მივადექით ადამიანს რომელიც როლის გამო ტყუილის ნამდვილი დიდოსტატია. რებელს რამოდენიმეჯერ მოუწია როგორც ასაკის, ისე სახელის დამალვაც კი. რებელი შორსაც წავიდა და დეზინფორმაციის გამო სასამართლოს წინაშე გამოსვლაც კი მოუწია. დღეს დანამდვილებით ვიცით, რომ მსახიობი 40 წლისაა.

მასალის ავტორი:  ოთარ ვახტანგაშვილ

უყურეთ ფილმებს ონლაინ ქართულად, მრავალხმიანი, საუკეთესო გახმოვანებით Movie.Ge-ზე

გაუზიარე მეგობრებს!