რას გვიზმადებს #2020: რომელ ფილმებს უნდა ველოდოთ წლის ბოლომდე

იპოვე ფილმი

გაუზიარე მეგობრებს!

2020 წლის საკმაოდ დიდი ნაწილი უკვე გავიდა და მიუხედავად კორონავირუსის გამო გამოწვეული ძალიან დიდი შეფერხებისა, კინოსამყარომ მიმდინარე წელს მაინც გვაჩუქა რამოდენიმე შესანიშნავი ნამუშევარი, მაგალითად “ჯენტლმენები“, “ცუდი ბიჭები 3” თუ “წინაპართა ძახილი“.

საბედნიეროდ, წინ 2020 წელი კიდევ რამოდენიმე სიურპრიზს გვიმზადებს. თანაც, პანდემიის გამო ბევრი გამორჩეული ნამუშევრის პრემიერამ სწორედ წლის მეორე ნაწილში გადაინაცვლა.

და მაინც, რას გვიმზადებს #2020? წარმოგიდგენთ იმ ფილმების ჩამონათვალს, რომელთა პრემიერებიც ამ წელს იგეგმება.

დოგმა” – 4 სექტემბერი

დიახ, ქრისტოფერ ნოლანის ფილმის პრემიერა ახლახანს უკვე შედგა და ამჟამად მისი ნახვა კინოთეატრებშიც შესაძლებელია. ბუნებრივია “შავი რაინდის“, “დასაწყისის” და “დიუნკერკის” შემდეგ მოლოდინები რეჟისორის ახალი ნამუშევრისადმი ძალიან დიდია. თუ კრიტიკოსებს დავუჯერებთ, წინ ძალიან კარგი სანახაობა გველოდება.

მულანი” – 4 სექტემბერი

კიდევ ერთი გახმაურებული პრემიერა რომლის დიდ ეკრანებზე გამოსვლის თარიღი პანდემიის გამო რამოდენიმეჯერ შეიცვალა. თავდაპირველად ცნობილი ანიმაციის რიმეიქი მაყურებელს 9 მარტიდან უნდა ენახა, მაგრამ საბოლოოდ პრემიერის თარიღმა 4 სექტემბრამდე გადაინაცვლა. რაც შეეხება საქართველოს, ფილმი სავარაუდოდ კინოთეატრებში ძალიან მალე გაეშვება.

ქალი საოცრება 1984” – 2 ოქტომბერი

ქალი საოცრება დიდ ეკრანებზე ბრუნდება. ახალ ნაწილში მოქმედება პირველი ნაწილის წინა პერიოდში ვითარდება. მთავარ გმირს მოქმედება ცივი ომის პერიოდში უწევს. მოკლედ, გალ გადოტის კიდევ ერთხელ “გასუპერგმირობამდე” სულ ცოტაღა რჩება.

შავი ქვრივი” – 6 ნოემბერი

კიდევ ერთი ქალი სუპერგმირი, თუმცა ამჯერად მთავარ როლში კიდევ ერთი ულამაზესი მსახიობი, სკარლეტ იოჰანსონი მოგვევლინება. ფილმის სიუჟეტი ნატაშა რომანოვის გარშემო ვითარდება რომელსაც მთავრობა დევნის, თავად ნატაშა კი მტრების წინაშე სრულიად მარტო რჩება.

სული” – 20 ნოემბერი

ამჯერად ანიმაციის დრო დადგა, თანაც ზუსტად ისეთი “ღრმა” ქვეტექსტების მქონე როგორიც პიქსარს შეეფერება. მაინც რა ქმნის ადამიანს, რა არის მასში პერსონალური, პირადული, განსაკუთრებული? ამ კითხვის ამოხსნას დისნეი და პიქსარი ნიუ იორკის ქუჩებში შეეცდებიან.

სიკვდილის დრო არ არის” – 25 ნოემბერი

რეჟისორების ცვლილების და პრემიერის თარიღის რამდენჯერმე გამოცვლის შემდეგ, ჯეიმს ბონდი დიდ ეკრანებზე ბრუნდება. ამჯერად ბონდი პენსიაზეა გასული, მაგრამ მისი სიმშვიდე დიდხანს არ გრძელდება. მეგობრის თხოვნით ის ახალ, სახიფათო ტექნოლოგიებით შეიარაღებულ გამოძიებაში ერთვება.

თავისუფალი კაცი” – 11 დეკემბერი

რას იტყვით კომედიაზე, თანაც რაიან რეინოლდსის მონაწილეობით? მთავარი გმირი შემთხვევით აღმოაჩენს რომ ის ვიდეოთამაშის მონაწილეა, თანაც არაფერი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია. მოემზადეთ აქამდე არნახული ვიდეოთამაშისათვის…

დიუნი” – 18 დეკემბერი

2020 წლის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ფილმი რომლის პირველი თრეილერიც სულ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა. ფილმის სიუჟეტი პოლ ატრეიდესის გარშემო ვითარდება. მას რამოდენიმე პლანეტაზე მოუწევს მოგზაურობა იმისთვის, რომ საკუთარი და ოჯახის წევრების მომავალი უზრუნველყოს.

საუკეთესო მსროლელი 2” – 23 დეკემბერი

წლის ბოლოს მაყურებელი დიდებულ დაბრუნებას იხილავს. 34 წლის შემდეგ “საუკეთესო მსროლელი” მეორე ნაწილით გაგრძელდება. რა თქმა უნდა, შეუდარებელი ტომ კრუზი კვლავაც საქმეშია.

მასალის ავტორი:  ოთარ ვახტანგაშვილ

უყურეთ ფილმებს ონლაინ ქართულად, მრავალხმიანი, საუკეთესო გახმოვანებით Movie.Ge-ზე

გაუზიარე მეგობრებს!