“Dune” – ფილმის თრეილერი უკვე აქ არის

სიახლეები

გაუზიარე მეგობრებს!

როგორც იქნა, Warner Bros.-მა დენის ვილნევის გამხაურებული ნამუშევრის პირველი თრეილერი გაასაჯაროვა. “Dune“-ს უდავოდ ყველა ფანტასტიკის ჟანრის მოყვარული სულმოუთმენლად ელოდება, თრეილერის გასაჯაროვების შემდეგ კი პრემიერამდე მოლოდინი ერთიორად გაიზრდება.

პირველი სურათები ფილმიდან ზაფხულში გავრცელდა სადაც მთავარი ვარსკვლავები, ტიმოთი ჩალამე, ჯოშ ბროლინი, ზენდაია და ოსკარ ისააკი ჩანან. სურათებმა ფანებში დიდი მღელვარება გამოიწვია, ხოლო თრეილერი უდავოა რომ ფილმისადმი ინტერესს კიდევ უფრო გაამძაფრებს. ფილმის შესახებ მეტად დეტალურ ინფორმაციას ჩვენს სტატიაში შეგიძლიათ გაეცნოთ.

Dune“-ს პრემიერა 2020 წლის 18 დეკემბერს გაიმართება. ფილმის რეჟისორი დენის ვილნევია რომელიც ფანტასტიკის ჟანრის მოყვარულთათვის უცხო ნამდვილად არ არის. ვილნევი ფილმის “დანის პირზე მორბენალი 2049“-ს რეჟისორიცაა.

მასალის ავტორი:  ოთარ ვახტანგაშვილ

უყურეთ ფილმებს ონლაინ ქართულად, მრავალხმიანი, საუკეთესო გახმოვანებით Movie.Ge-ზე

გაუზიარე მეგობრებს!