მსახიობების მინიმუმ 30%-ს უმცირესობები უნდა წარმოადგენდნენ – ოსკარმა ახალი რეგულაციები მიიღო

სიახლეები

გაუზიარე მეგობრებს!

კინოინდუსტრია წლიდან-წლამდე იცვლება. იღებენ ახალ შეზღუდვებს და აუქმებენ ძველებს, რასაც ჯამში უმეტესწილად დადებითი შეფასებები მოსდევს და ხარისხიც იზრდება, ცვლილებები ხომ პროგრესის განუყოფელი ნაწილია, თუმცა, ზოგჯერ კინოაკადემიებს გაცილებით უფრო მასშტაბური ცვლილებები შეაქვთ ინდუსტრიაში. როგორც ჩანს, ამ შემთხვევაშიც სწორედ მსგავს ფაქტთან გვაქვს საქმე.

Variety-ს მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოსკარის დაჯილდოება სულ მალე ძალიან განსხვავებულ სახეს მიიღებს. აკადემია ახალი შეზღუდვების დანერგვას აპირებს რათა ინკლუზიური სტანდარტები დაცული იყოს. ახალი შეზღუდვები ძალაში 2025 წლიდან შევა და ფილმები, რომლებიც ახალ წესებს ვერ დააკმაყოფილებენ დაჯილდოებაზე წარდგენილები არ იქნებიან.

ძალაში ერთდროულად რამოდენიმე შეზღუდვა/სტანდარტი შევა. მათგან პირველი მთავარი და მეორეხარისხოვანი როლების შემსრულებლებს შორის რასობრივ თანასწორობას უზრუნველყოფს. შეზღუდვა შემდეგ რამეს მოიცავს: მთავარი ან მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელთა შორის მინიმუმ ერთი მსახიობი უნდა წარმოადგენდეს ისეთ რასობრივ ეთნიკურ ჯგუფს, როგორებიცაა – აზიური, ლათინური წარმოშობის, შავკანიანი, ალასკას, ამერიკის ძირძველი მოსახლე, ახლოაღმოსავლელი და ა.შ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეზღუდვა ფილმებში უმცირესობების მაქსიმალურად ჩართულობას უზრუნველყოფს. შეზღუდვის თანახმად მსახიობთა მინიმუმ 30%-ს შემდეგი ჯგუფის წარმომადგენლები უნდა წარმოადგენდნენ: LGBTQ+, ქალები, სმენისა და მეტყველების, ფიზიკური დარღვევის მქონე პირები და ა.შ.

შეზღუდვები შეეხო უშუალოდ გადაღების პროცესსაც. ახალი სტანდარტებით გადამღები ჯგუფი ვალდებულია თანაბარი შესაძლებლობები შეუქმნას უმცირესობებს, გაატაროს რა ისინი სტაჟირებებს თუ ტრენინგებს.

როგორც ავღნიშნეთ, 2025 წლიდან, ანუ 2024 წლის დაჯილდოების შემდეგ ფილმები, რომლებიც ზემოთ მოცემულ სტანდარტებს არ დააკმაყოფილებენ, დაჯილდოებაზე წარდგენილნი არ იქნებიან.

მასალის ავტორი:  ოთარ ვახტანგაშვილ

უყურეთ ფილმებს ონლაინ ქართულად, მრავალხმიანი, საუკეთესო გახმოვანებით Movie.Ge-ზე

გაუზიარე მეგობრებს!