“კაპიტანი მარველი” ბრი ლარსონის გარეშე? მსახიობს როლზე უარის თქმა სურდა

სიახლეები

გაუზიარე მეგობრებს!

“მარველის” სამყარო რომ ბოლო წლებია ნებისმიერი მსახიობისთვის სანატრელ ადგილად და ამავე დროს საკუთარი ნიჭის წარმოჩენის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად იქცა ეს ახალი არ არის, თუმცა როგორც ჩანს ხდება ისეც, რომ ცნობილი მსახიობები დიდი როლების შესრულებაზე თავდაპირველად უარს ამბობენ. ოსკაროსანი მსახიობი, ბრი ლარსონი სწორედ ერთ-ერთი მათგანია.

ამერიკელი მსახიობის პოპულარობამ ბოლო დროს ზენიტს მიაღწია, ამის უმთავრესი მიზეზი კი ფილმში “კაპიტანი მარველი” შესრულებული მთავარი როლია. ფილმი ძალიან წარმატებული გამოდგა, ლარსონის მთავარ როლში გამოჩენამ კი უდავოდ გაამართლა. ამის გამო, დღეს რთულია მის ადგილზე სხვა მსახიობის წარმოდგენა, მაგრამ როგორც ჩანს თავდაპირველად მსახიობს როლზე უარის თქმა ჰქონდა განზრახული:

“მახსოვს “კონგის” გადაღებებზე ვიყავი როცა დამირეკეს და მითხრეს რომ მარველი ჩემით იყო დაინტერესებული და მათ სურდათ კაპიტანი მარველის როლი მომერგო, ჩემი რეაქცია კი იყო: “არა, ამას ვერ გავაკეთებ, ეს ჩემთვის არ არის, ძალიან მეშინია”, ამიტომ ჩემს გუნდს ვუთხარი შემოთავაზებაზე უარი ეთქვათ და ასეც მოხდა. რამოდენიმე თვის შემდეგ მარველმა კიდევ ერთხელ დამირეკა, მაგრამ ჩემი პასუხი იგივე იყო, საამისოდ ზედმეტად ინტროვერტი ვიყავი”.

მართლაც, ძალიან რთულია სუპერგმირების სამყაროში თუნდაც პატარა როლის მორგება, ამიტომ ლარსონის ვნებათაღელვა სრულიად გასაგებია, მაგრამ როგორც ჩანს მომავალში სიტუაცია შეიცვალა და მსახიობმა როლის მორგებაზე თანხმობა განაცხადა:

“როდესაც გადაღებებზე ვარ და ეს თითქმის ყოველთვის ასეა, მთლიანად უშუალოდ მიმდინარე როლზე ვარ კონცენტრირებული, სხვა აბსოლუტურად ვერაფერზე ვფიქრობ, ამიტომ მათ ვუთხარი რომ გადაღებების დასრულებამდე უნდა მოგვეცადა”.

კონგი: თავისქალის კუნძული” ნამდვილი ბლოკბასტერი აღმოჩნდა და მსახიობს არანაკლები პოპულარობა მოუტანა. ამის გათვალისწინებით, ბრი ლარსონის ორჭოფობა ნამდვილად გამართლებული ჩანს. მით უმეტეს, რომ მსახიობმა ამის შემდეგ კიდევ უფრო წარმატებულად შეძლო ახალი როლის მორგება და “კაპიტან მარველად” ჩამოყალიბება.

კაპიტანი მარველი” დიდ ეკრანებზე 2019 წელს გამოჩნდა და ფილმის შემოსავლებმა 1.1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, ხოლო “კონგი” მაყურებელმა 2 წლით ადრე, 2017 წელს იხილა.

მასალის ავტორი:  ოთარ ვახტანგაშვილ

უყურეთ ფილმებს ონლაინ ქართულად, მრავალხმიანი, საუკეთესო გახმოვანებით Movie.Ge-ზე

გაუზიარე მეგობრებს!