როგორ ვუშველოთ მოწყენილობას? 10 ძალიან სასაცილო ფილმი რომელიც ამაში დაგეხმარებათ

იპოვე ფილმი

გაუზიარე მეგობრებს!

ამბობენ, რომ სიცილი სიცოცხლეს ახანგრძლივებს, ხოლო ის, რომ სიცილი სტრესს ამცირებს ეს უკვე მეცნიერული ფაქტია. ამიტომ, ზოგჯერ უბრალოდ კომფორტულად მოკალათება და განტვირთვა გვჭირდება, სიცილისთვის კი კომედიურ ფილმებზე უკეთეს რამეს იშვიათად თუ ნახავთ.

თუ ბოლო დროს მოწყენილობამ “შემოგიტიათ” და გულიანი სიცილი ნამდვილად არ გაწყენდათ, მაშინ ეს კოლექცია სწორედ რომ თქვენთვისაა. Mpedia წარმოგიდგენთ 10 ძალიან სასაცილო ფილმს.

10. “40 წლის ვაჟიშვილი” (2005)

რა უნდა იყოს იმაზე სასაცილო, ვიდრე სტივ ქარელის, სეთ როჯენის და პოლ რუდის კოლაბორაცია! ფილმი 40 წლის მამაკაცზე რომელიც ჯერ კიდევ ვაჟიშვილია, ამის გამოსწორებას კი მისი მეგობრები, დევიდი, ჯეი და კალი ცდილობენ.

9. “ძალიან ცუდი” (2007)

ფილმი რომელიც ბევრმა თქვენგანმა შესაძლოა “სუპერკვერცხების” სახელით იცოდეს. ამის მიზეზი ალბათ გასაგებია, მაგრამ რაც შეეხება ფილმს ის ორ საუკეთესო მეგობარზე მოგვითხრობს რომლებიც სკოლას ამთავრებენ და კოლეჯის დაწყებას მოუთმენლად ელოდებიან. წვეულებებზე დასასწრებად მათ ყალბი პირადობები სჭირდებათ, დასახმარებლად კი მეგობარს, მაკლავინს მიმართავენ.

8. “როკის სკოლა” (2003)

წარმოიდგინეთ ჯეკ ბლექი მუსიკალურ კომედიაში! 2003 წლის ძალიან სასიამოვნოდ საყურებელი კომედია წარუმატებელ, ვალებში ჩაფლულ მუსიკოსზე რომელიც მუშაობას სკოლის მასწავლებლად იწყებს. დიახ, მისი მუსიკალური კარიერა უბრალოდ არ არსებობს, მაგრამ ნიჭიერი ადამიანი ხომ ნებისმიერი სიტუაციიდან იპოვის გამოსავალს!

7. “გზის განაპირა” (2004)

უბრალოდ ძალიან, ძალიან კარგი კომედია პოლ ჯიამატის და ტომას ჰეიდენ ჩერჩის მონაწილეობით. მათი პერსონაჟები 40 წელს გადაცილებული მამაკაცები არიან რომლებიც შუახნის კრიზისის დასაძლევად და დასასვენებლად ერთად სანტა ბარბარაში მიემართებიან.

6. “მეზობლები” (2014)

ორი მამაკაცის, ორი გენერაციის, ორი არჩევანის დაპირისპირება! ახალგაზრდა, მუდმივად გართობის, გოგონების მოყვარულ ზაკ ეფრონის პერსონაჟს უკვე დაოჯახებული, ცოლ-შვილიანი სეთ როჯენის პერსონაჟი უპირისპირდება, ყველაფერი კი სამეზობლოში ახალგაზრდების გამოჩენის შემდეგ იწყება.

5. “საკუთარი ბავშვი” (2014)

დონა არც ისე წარმატებული, ან უფრო სწორად რომ ვთქვათ, წარუმატებელი მსახიობია რომელიც დიდ როლებზე ოცნებას დიდი ხანია მოეშვა, მაგრამ ეს მის ცხოვრებაში ყველაზე დიდი პრობლემა არ არის: თითქმის უცხო მამაკაცთან გატარებული ღამის შემდეგ ის აღმოაჩენს რომ ორსულადაა, მაგრამ იქნებ ყველაფერი ასე ცუდად არ არის და ბავშვი მის ცხოვრებაში ყველაზე ნათელ წერტილად იქცეს?

4. “ძველებურები” (2003)

წარმოგიდგენთ სამ 30 წელს გადაცილებულ მამაკაცს რომლებიც ჯერ კიდევ კოლეჯის პერიოდს მისტირიან. მალე ისინი შემდგარი, ზრდასრული ადამიანები უნდა გახდნენ და ალბათ, დაოჯახდნენ კიდეც, მაგრამ მანამ მათი მთავარი მიზანი კოლეჯის წლების კიდევ ერთხელ გახსენებაა. სამი მეგობარი გადაწყვეტს “კოლეჯის საძმო” ჩამოაყალიბოს და გიჟურ გართობას კიდევ ერთხელ მიეცეს.

3. “სიცხე” (2013)

ალბათ არაერთი ფილმი გინახავთ მამაკაც ფედერალური ბიუროს გამომძიებლებზე რომლებიც ძალიან საშიშ დამნაშავეს უმკლავდებიან მაგრამ რას იტყვით მეტად უცნაური აზროვნების კრიმინალზე რომელსაც მხოლოდ ქალური ლოგიკა თუ მოერევა? სწორედ ამიტომ, მის დასაჭერად ორი ქალი გამომძიებელი მიემართება!

2. “ოგონა კომპლექსების გარეშე” (2015)

ფილმი რომლის შემოსავალიც 140 მილიონს სცდება. მთავარი პერსონაჟი ახალგაზრდა გოგონაა რომელიც ერთ დღეს აბსოლუტურად ყველა კომპლექსს მოიშორებს და თავს დამტყდარ მრავალ უბედურებას სწორედ ასე გაუმკლავდება.

1. “21 ჯამფ სტრიტი” (2012)

პოლიციელობა საკმაოდ რთული საქმეა, ხოლო იყო კარგი პოლიციელი – ეს მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ. სწორედ ამის დიდებული შანსი უჩნდება ორ დამწყებ პოლიციელს, რომლებიც სკოლას კიდევ ერთხელ უბრუნდებიან იმისთვის, რომ იქ არსებული კრიმინალური გარემო გააკონტროლონ.

წყარო: indiewire.com

მასალის ავტორი: თარგმნა ოთარ ვახტანგაშვილმა

უყურეთ ფილმებს ონლაინ ქართულად, მრავალხმიანი, საუკეთესო გახმოვანებით Movie.Ge-ზე

გაუზიარე მეგობრებს!