10 საკულტო როლი რომელიც ლამის სრულიად სხვა მსახიობს ერგო

საინტერესო

გაუზიარე მეგობრებს!

1. ბრედლი კუპერს “მწვანე ლამპარში” სურდა მთავარი როლის მიღება

მთავარი როლისთვის მსახიობის შერჩევაზე ბრედლიმ გადაწყვიტა აუდიტორია ბეტმენის განსახიერებით მოეხიბლა და მისი რამოდენიმე ცნობილი ციტატაც წარმოთქვა, თუმცა მცდელობა ძალიან წარუმატებელი გამოდგა და ადამიანი მწვანე ლამპარის როლი რაიან რეინოლდსმა მოირგო.

2. მეთიუ ბროდერიკი, ჰეიზენბერგის როლში, სერიალ “მძიმე დანაშაულში“!

ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო სერიალი შეიძლებოდა რადიკალურად განსხვავებული ყოფილიყო. AMC TV-ს მთავარ როლზე რომელიმე უფრო ცნობილი მსახიობის მოწვევა ჰქონდათ განზრახული, ერთ-ერთი კანდიდატი კი მეთიუ ბროდერიკი იყო, რომელმაც საბოლოოდ როლზე უარი განაცხადა. მთავარი როლი ბრაიან კრანსტონმა მოირგო და უდავოდ ძალიან წარმატებითაც.

3. რეჟისორები მზად იყვნენ ნეოს როლი ფილმში “მატრიცა” სანდრა ბალოკისათვის მიეცათ

დიახ, არ მოგესმათ, საბოლოოდ როლი კიანუ რივზს ერგო და დღეს მის გარდა ამ როლზე ვინმე სხვის წარმოდგენა ძალიან რთულია, თუმცა ფილმის პროდიუსერის, ლორენცო დი ბონავენტურას განცხადებით ნეოს ქალობამდე სულ ცოტა დააკლდა. როდესაც ისინი როლისთვის შესაბამის მსახიობს ეძებდნენ მათ ნეოს როლი სანდრა ბალოკს შესთავაზეს და მას სცენარიც გაუგზავნეს. თუ სანდრა როლს დათანხმდებოდა, ლორენცო მზად იყო გადაღების პროცესში ცვლილებების შეეტანა, მაგრამ სანდრამ როლზე უარი განაცხადა.

4. წარმოგიდგენიათ როგორი ვამპირი იქნებოდა ბენედიქტ კამბერბეტჩი?

სერიალში “ნამდვილი სისხლი” მთავარი როლი სწორედ ბენედიქტს უნდა მოერგო. მის გარდა, 2008 წელს გამოსულ სერიალში მონაწილეობას ჯენიფერ ლოურენსიც განიხილავდა. საბოლოოდ, მთავარი როლი სტეფან მოიერმა მოირგო.

5. სკოტ ისტვუდმა “გრეის ორმოცდაათ ელფერში” მონაწილეობა შიშველი სცენების გამო იუარა

ქრისტიან გრეის როლი ფილმში ჯეიმი დორნანმა მოირგო, თუმცა ის პირველი არჩევანი არ ყოფილა. მის ადგილზე პირველ რიგში სკოტ ისტვუდი განიხილებოდა, მაგრამ მსახიობის განცხადებით მას ფილმის სცენარი არ ანახეს, თანაც, მზად არ იყო სრულიად შიშველი სცენებისათვის.

6. პოლ ჯიამატი შეიძლებოდა “ოფისის” მთავარი შემოქმედი ყოფილიყო

დიახ, დღეს სტივ ქარელის ან “ოფისის” წარმოდგენა ერთმანეთის გარეშე უბრალოდ შეუძლებელია, მაგრამ NBC-ს პრეზიდენტს მის ადგილას სწორედ პოლ ჯიამატის მოწვევა სურდა. მან როლზე უარი განაცხადა და ის სტივს ერგო. ალბათ, საბედნიეროდ?!

7. სკარლეტ იოჰანსონს “საბრალონში” სურდა თამაში

შავი ქვრივი, სკარლეტ იოჰანსონი შეიძლებოდა ვიქტორ ჰიუგოს ცნობილი ნოველის ეკრანიზაციაშიც გვეხილა, მაგრამ სინჯების დროს ლარინგიტით დაავადდა და როლი ენ ჰეთეუეის დაუთმო. მომავალში მსახიობმა ენი მრავალი კომპლიმენტით შეამკო და განაცხადა, რომ მის მსგავსად ამ როლის მორგებას ვერ შეძლებდა.

8. “სოლთი” – ანჯელინა ჯოლი თუ ტომ კრუზი?

ტომ კრუზის პერსონაჟის სახელი ედვინ სოლთი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მსახიობმა გადატვირთული გრაფიკის გამო როლზე უარი თქვა. შემდეგ როლზე თანხმობა ანჯელინა ჯოლიმ განაცხადა, სცენარი კი მისი პერსონაჟის, ეველინ სოლთის მიხედვით გადაკეთდა.

9. რიზ აჰმედმა ფილმისთვის “მილიონერი ღარიბთა უბნიდან” თავი არ დაზოგა, მაგრამ უშედეგოდ

დღეს საკმაოდ ცნობილ მსახიობს, რიზ აჰმედს ფილმში თამაშზე ორჯერ უთხრეს უარი. თავდაპირველად მას მთავარი როლის, ჯამალ მალიკის პერსონაჟის განსახიერება სურდა, მაგრამ ის დევ პატელს ერგო. ამის შემდეგ, რიზმა პერსონაჟის ძმის როლზე სცადა ბედი, მაგრამ კვლავაც უშედეგოდ.

10. ჯენიფერ ლოურენსი – “მსუბუქი ყოფაქცევის ხუთოსანი“?!

კომედიაში, რომელმაც ემა სტოუნს დიდი წარმატება მოუტანა, შეიძლებოდა მთავარი როლი არანაკლებად ნიჭიერ ჯენიფერ ლოურენსს ეთამაშა. ის სინჯებზეც იმყოფებოდა და ძალიანაც სურდა როლის მიღება მაგრამ საბოლოოდ არაფერი გამოვიდა.

გაუზიარე მეგობრებს!