“შავი პანტერა 2”: ფილმის მთავარი მიზანი ჩედვიკ ბოსმანის გახსენება იქნება

სიახლეები

გაუზიარე მეგობრებს!

როგორც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, “შავი პანტერა 2“-ის გადაღებების დაწყება მომავალი წლის მარტში იგეგმებოდა, თუმცა, ბუნებრივია ფილმის მთავარი ვარსკვლავის, ჩედვიკ ბოსმანის გარდაცვალებამ მარველის გეგმები ძალიან შეცვალა.

ფრენჩაიზის პირველი ნაწილი, “შავი პანტერა” ისეთი წარმატებული გამოვიდა რომ მაყურებლები უკვე დიდი ხანია რაც მის სექველს ელოდებიან. მსახიობის გარდაცვალებიდან მალევე, ფილმის პირველი ნაწილის რეჟისორმა, რაიან კუგლერმა, რომელიც ასევე მეორე ნაწილის მთავარ შემოქმედადაც მოგვევლინება, აღიარა რომ გადაღებების დაწყებას მარტში აპირებდა და უკვე ემზადებოდა კიდეც საამისოდ, მაგრამ დიდი ტრაგედიის შემდეგ უცნობია თუ რა ბედი ეწევა “შავი პანტერას” მეორე ნაწილს.

ერთადერთი, რაც დანამდვილებით შეიძლება ითქვას ისაა, რომ გადაღებების დაწყება და შესაბამისად, ფილმის პრემიერა გადაიწევს.

მეორე ნაწილის დიდ ეკრანებზე გამოსვლა 2022 წლისთვის იგეგმებოდა.

უშუალოდ დისნეი ამჟამად მხოლოდ ჩედვიკ ბოსმანის ხსნოვნისთვის პატივის მიგებაზე ფიქრობს და ფრენჩაიზის მეორე ნაწილზე საფიქრალად დრო არ აქვს, თუმცა, თუ მაყურებელი მეორე ნაწილს მაინც იხილავს, მასში ყველაზე მნიშვნელოვანი რამ სწორედ ვაკანდას მეფისთვის პატივის მიგება იქნება. ჩედვიკმა უდიდესი როლი შეასრულა ფილმის წარმატებაში, მან ხომ სრულიად ახალი, განსხვავებული სუპერგმირი შექმნა. ბუნებრივია, მისი პატივის მისაგებად მეორე ნაწილში მონაწილეობის მიღებაზე უარს არავინ იტყვის.

რაც შეეხება უშუალოდ მსახიობის გარდაცვალებას, მან კოლორექტალური კიბოს დამარცხება ვერ შეძლო რომელიც ჯერ კიდევ 2016 წელს დაუდგინა, თუმცა მას შემდეგ 4 წლის განმავლობაში ამ ამბავს საიდუმლოდ ინახავდა. მარველში აბსოლუტურად არავინ იცოდა მსახიობის სასიკვდილო დაავადების შესახებ, თავად მსახიობი კი მის დამარცხებას და ვაკანდას მეფის როლის კიდევ ერთხელ მორგებას გეგმავდა. სამწუხაროდ, ჩედვიკ ბოსმანი 43 წლის ასაკში გარდაიცვალა.

შავი პანტერა” მაყურებელმა დიდ ეკრანზე 2018 წელს იხილა, ფილმის შემოსავლებმა კი 1.3 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

მასალის ავტორი:  ოთარ ვახტანგაშვილ

უყურეთ ფილმებს ონლაინ ქართულად, მრავალხმიანი, საუკეთესო გახმოვანებით Movie.Ge-ზე

გაუზიარე მეგობრებს!