2020 წლის ათი საუკეთესო ფილმი #ქართულად

იპოვე ფილმი

გაუზიარე მეგობრებს!

შესაძლოა კორონავირუსის გამო მიმდინარე წელი ისეთი პროდუქტიული არ იყო როგორც ამას წინა წლებში შევეჩვიეთ, მაგრამ 2020 წლის დასასრულამდე ჯერ კიდევ ოთხი თვეა, კინოკომპანიებმა კი უკვე შემოგვთავაზეს რამოდენიმე გამორჩეული ნამუშევარი რომელთა უყურადღებოდ დატოვებაც ნამდვილად არ ღირს.

გვსურს წარმოგიდგინოთ 2020 წლის 10 გამორჩეული ფილმი რომლებსაც აუცილებლად უნდა უყუროთ. რა თქმა უნდა, თითოეული მათგანის ნახვა ქართულად Movie.ge-ზე შეგიძლიათ.

წინაპართა ძახილი” (IMDb: 6.8)

ფილმში მთავარ როლს უბერებელი, ლეგენდარული ჰარისონ ფორდი ასრულებს. ნამუშევარი ძალიან დიდი სხეულის მქონე ძაღლზე მოგვითხრობს რომელიც ფუფუნებაში გაიზარდა, მაგრამ ბედის ძალით ის შორეულ, გაუვალ მთებში აღმოჩნდება. თუ ე.წ. “wildness” ტიპის ფილმს ეძებთ, “წინაპართა ძახილი საამისოდ ნამდვილად გამოგადგებათ.

ცუდი ბიჭები 3” (IMDb: 6.6)

მარკუს ბარნეტისა და მაიკ ლოურეის უბერებელი ისტორიის გაგრძელება. “ცუდი ბიჭები” ეკრანებს კიდევ ერთხელ დაუბრუნდნენ და გამოიცანით, ისინი კვლავაც მზად არიან კრიმინალთან საბრძოლველად. “ცუდი ბიჭების” მესამე ნაწილი საკმაოდ კარგი სანახავი კომედიაა თუ ახალ ფილმს ეძებთ.

ჯენლტმენები” (IMDb: 7.9)

რა თქმა უნდა გაი რიჩს და მის ნამუშევარს უყურადღებოდ არ დავტოვებთ. ჯერჯერობით ამ ფილმს 2020 წლის ერთ-ერთი საუკეთესო უყოყმანოდ შეგვიძლია ვუწოდოთ, ალბათ რიჩისგან ნაკლებს არც მოველოდით, მით უმეტეს ისეთი მსახიობების ხელში როგორებიც ჩარლი ჰუნამი, კოლინ ფარელი, მეთიუ მაკკონაჰი თუ ჰიუ გრანტი არიან. ნამდვილი ბრიტანული ნამუშევრისთვის მოემზადეთ!

პროექტი ძალა” (IMDb: 6.0)

2020 წელი უქმად არც ჯეიმი ფოქსს გაუტარებია. ცოტა ხნის წინ მისი მონაწილეობით “პროექტი ძალა” გამოჩნდა. რაც შეეხება სიუჟეტს, ფილმში ყოფილი ჯარისკაცი, თინეიჯერი და პოლიციელი ერთიანდებიან რათა ახალი საშიში აბების გავრცელების წყაროს მიაკვლიონ. ფილმი Movie.ge-ს მიერ არის გახმოვანებული.

უინდერმირელი ბავშვები” (IMDb: 7.3)

ჰოლოკოსტგამოვლილი ბავშვების სულისშემძვრელი ისტორია რომლებიც ომის შემდეგ დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე გადაიყვანეს. მათ გონებაში შიში და ტანჯვა მომავლის იმედმა ჩაანაცვლა, მაგრამ წარსული არსად გამქრალა…

პალმ სფრინგზი” (IMDb: 7.5)

ზაფხული, მზე და მათ ფონზე განვითარებული მეტად უცნაური სიყვარულის ისტორია. ფილმი ნაილსისა და სარას ისტორიას გვიყვება რომელიც ქორწილში შემთხვევით შეხვედრის შემდეგ დაიწყო. დიდი სურვილის მიუხედავად მათ ამ ღონისძიებისგან თავის დაღწევა არ გამოსდით.

უხილავი კაცი” (IMDb: 7.1)

მოძალადე ქმრის გარდაცვალების შემდეგ მთელი მისი ქონება სესილიას რჩება, მაგრამ ყველაფერი ისე კარგად როდია როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. მალე ის ხვდება რომ ეს რაღაც მახეა. მასზე უცნობი ობიექტი ნადირობს…

სამერლენდი” (IMDb: 6.9)

სიყვარულის, ჭეშმარიტი გრძნობის, მეგობრობის ამაღელვებელი ისტორია რომელიც თან ახლავს ინგლისელი ქალის თავგადასავალს რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ვითარდება.

გრეიჰაუნდი” (IMDb: 7.0)

მეორე მსოფლიო ომის ადრეულ პერიოდში ამერიკის საზღვაო ძალების გამოუცდელ კაპიტანს მოუწევს მოკავშირეთა გემების ქარავანს გაუძღვეს, თუმცა ეს ყველაფერი არ არის. მალე მათ უკან ნაცისტები აედევნებიან. ფილმში მთავარ როლს ტომ ჰენქსი ასრულებს.

გაქცევა პრეტორიადან” (IMDb: 6.8)

რეალურ ისტორიაზე დაფუძნებული დრამა რომელიც სამხრეთ აფრიკაში მდებარე პრეტორიის ციხიდან ორი თეთრკანიანი მამაკაცის გაქცევის შესახებ მოგვითხრობს.

მასალის ავტორი:  ოთარ ვახტანგაშვილ

უყურეთ ფილმებს ონლაინ ქართულად, მრავალხმიანი, საუკეთესო გახმოვანებით Movie.Ge-ზე

გაუზიარე მეგობრებს!