7+ უბერებელი მსახიობი რომელთათვისაც ასაკი მხოლოდ ციფრებია და მეტი არაფერი

საინტერესო

გაუზიარე მეგობრებს!

მსახიობობა ძალიან რთული საქმეა, ხოლო იყო კარგი მსახიობი ეს მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ. ამის გამო, იშვიათად თუ ვნახავთ მსახიობებს რომლებიც საკუთარ პროფესიას სიბერემდე მიყვნენ და რაც მთავარია, შეინარჩუნეს ის კლასი და უბადლო შესრულება რაც მათ ახალგაზრდობაში ახასიათებდათ. სამაგიეროდ, არსებობენ უბერებელი მსახიობებიც, რომელთა შესრულებასაც ასაკმა ვერაფერი დააკლო. ისინი ძალიან ხნიერ ასაკშიც კი ბრწყინავენ დიდ ეკრანებზე!

დღეს საუბარი სწორედ ამ ლეგენდარულ ადამიანებზე გვექნება. Mpedia წარმოგიდგენთ იმ მსახიობებს, რომელთაც სიბერე უბრალოდ ვერაფერს აკლებს.

ენტონი ჰოპკინსი

მსახიობმა პირველად როლი 1967 წელს, 30 წლის ასაკში მოირგო, თუმცა წარმატება მასთან მოგვიანებით, ფილმ “კრავთა დუმილში” შესრულებული მთავარი როლის შემდეგ მოვიდა. ენტონი დღეს უკვე 82 წლისაა, მაგრამ მსახიობი ასაკს ყურადღებას არ აქცევს. სწორედ ამაზე მოწმობს გასულ წელს გამოსული ფილმი “ორი პაპი” სადაც მან მთავარი როლი მოირგო.

მერილ სტრიპი

ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მსახიობი ქალი! მერილმა სამსახიობო კარიერა 20 წლის ასაკში, თეატრში დაიწყო რასაც მალევე მისი ფილმებში გამოჩენაც მოყვა. მსახიობს 3 ოსკარი აქვს მოპოვებული, მაგრამ გაჩერებას კვლავაც არ აპირებს, თუნდაც 71 წლის ასაკში. გასულ წელს მისი მონაწილეობით მაყურებელმა 3 სერიალი იხილა.

ჯონათან პრაისი

კიდევ ერთი ძალიან წარმატებული ბრიტანელი მსახიობი. ჯონათანი 73 წლისაა, კარიერის განმავლობაში კი ისეთ ცნობილ ნამუშევრებში შეასრულა როლი როგორებიც “კარიბის ზღვის მეკობრეები” და “სამეფო კარის თამაშებია“. ბოლოს მსახიობმა მთავარი როლი ფილმში “ადამიანი რომელმაც მოკლა დონ კიხოტი” შეასრულა.

რობერტ დე ნირო

მსახიობმა პოპულარობა ფილმში “ნათლია” მეორე ნაწილში შესრულებული როლით მოიპოვა და მას შემდეგ 2 ოსკარის მოპოვებაც შეძლო. დღეს ლეგენდარული მსახიობი 76 წლისაა მაგრამ გაჩერებას არ აპირებს, ხოლო იმაზე რომ მისი კლასი არსად წასულა მისი ბოლო ნამუშევარიც მოწმობს – “ირლანდიელი“.

მეგი სმიტი

კიდევ ერთი ოსკაროსანი მსახიობი რომელიც ასაკს არ უშინდება და დიდებული კარიერის დასრულებას კვლავაც არ აპირებს. მეგის კარიერაში დიდი წარმატება სწორედ რომ მისი შუახნის ასაკში მოვიდა, წარმატებული ფილმებიდან კი პირველ რიგში რა თქმა უნდა “ჰარი პოტერი” უნდა ვახსენოთ. მეგი უკვე 85 წლისაა, მაგრამ ამან მსახიობს ხელი არ შეუშალა სერიალ “დაუნტონის სააბატოში” მთავარი როლის შესრულებაში.

ალ პაჩინო

მსახიობის კარიერულ წინსვლაში ფრენსის კოპოლას როლი უდიდესია. სწორედ მან შენიშნა დამწყები მსახიობი და მას მაიკლ კარლეონეს როლი შესთავაზა. ამის შემდეგ პოპულარობამ არ დააყოვნა და პაჩინო 80-იანი წლების ნამდვილ ვარსკვლავად იქცა. მსახიობი არც 79 წლის ასაკში კარგავს ძველ რიტმს, მან გასულ წელს ორ სერიოზულ პროექტზე იმუშავა – ჩვენს მიერ უკვე ნახსენები “ირლანდიელი” და კვენტინ ტარანტინოს “ერთხელ ჰოლივუდში“.

მორგან ფრიმანი

ბოლოს, რა თქმა უნდა ლეგენდარული მორგან ფრიმანი რომლის უბერებლობაზე უკვე საკმაოდ ბევრს ხუმრობენ. 83 წლის მსახიობს კარიერაში 100-ზე მეტი როლი აქვს შესრულებული, ბოლოს კი მაყურებელმა ფილმში “ანგელოზის დაცემა” იხილა.

მასალის ავტორი:  ოთარ ვახტანგაშვილ

უყურეთ ფილმებს ონლაინ ქართულად, მრავალხმიანი, საუკეთესო გახმოვანებით Movie.Ge-ზე

გაუზიარე მეგობრებს!