დიდი პრემიერების მოლოდინში: ინტერნეტში ერთდროულად რამდენიმე თრეილერი გამოჩნდა

სიახლეები

გაუზიარე მეგობრებს!

მაყურებლები რომ ფილმის გამოსვლამდე პირველ რიგში ოფიციალური თრეილერის გამოქვეყნებას უცდიან დიდი მოლოდინით ეს სიახლე ნამდვილად არ არის. ბოლო დღეებში ერთდროულად რამოდენიმე ფილმის თრეილერი გამოჩნდა ინტერნეტსივრცეში, თუმცა მარველის და დისის სამყარომ ამ მხრივ ყველა მოლოდინს გადააჭარბა.

მაყურებელმა ისეთი ფილმების თრეილერი იხილა, როგორებიც “ქალი საოცრება“, “ბეტმენი” “სამართლიანობის ლიგა” და ა.შ. ბუნებრივია ამ ფილმებისადმი მოლოდინი ძალიან დიდია, ამიტომ ჩვენ თითოეული მათგანის აწ უკვე გამოსულ თრეილერს და თავად ფილმის პრემიერის თარიღს შემოგთავაზებთ.

ქალი საოცრება 1984” (2020)

გალ გადოტის განცხადებით, მაყურებელი უბრალოდ პირველი ნაწილის სექველს არ უნდა ელოდოს. ახალ ნამუშევარს პირველისგან სრულიად განსხვავებული სცენარი ექნება. ფილმში მოქმედება 80-იან წლებში განვითარდება. შეგახსენებთ, რომ ფილმის პირველი ნაწილი მაყურებელმა დიდ ეკრანებზე 2018 წელს იხილა.

ქალი საოცრება 1984“-ს პრემიერა 2020 წლის 2 ოქტომბერს იგეგმება.

ბეტმენი” (2021)

კიდევ ერთი ძალიან დიდი პრემიერა. ბეტმენის როლს ამჯერად რობერტ პატინსონი მოირგებს, ხოლო რეჟისორი მეტ რივზი იქნება რომელმაც მაყურებლებს თავი ფილმიდან “ომი მაიმუნების პლანეტაზე” დაამახსოვრა.

ბეტმენი” დიდ ეკრანებზე 2021 წლის 30 სექტემბერს გამოჩნდება.

“თვითმკვლელთა რაზმი” (2021)

პირველი ნაწილის შემდეგ ფილმში საკმაოდ ბევრი რამ შეიცვალა, პირველ რიგში კი მსახიობები. დიდი ვარსკვლავები არც მეორე ნაწილს აკლია – იდრის ელბა, დავიდ დასტმალჩანი, ჯონ სენა. ფილმის რეჟისორი, ჯეიმს გუნი ყველა სხვა სუპერგმირებისგან განსხვავებულ პერსონაჟებს გვპირდება.

“თვითმკვლელთა რაზმის” პრემიერის თარიღად 2021 წლის 4 აგვისტო სახელდება.

“შავი ადამი” (2021)

როგორც იქნა! დიდხნიანი ლოდინის შემდეგ მაყურებელმა “როკის” “შავი ადამი” პირველად იხილა. ფილმში მთავარ როლს დუეინ ჯონსონი ასრულებს, მისი პერსონაჟისადმი ინტერესი კი ბუნებრივია ძალიან დიდია.

“შავი ადამი” კინოთეატრებში 2021 წლის 22 დეკემბერს გამოჩნდება.

ზაკ სნაიდერის სამართლიანობის ლიგა” (2021)

და ბოლოს, კიდევ ერთი ფილმი რომლის მიმართაც მოლოდინები განუსაზღვრელად დიდია. სამართლიანობის ლიგა დიდ ეკრანებზე ახალი პერსონაჟებით ბრუნდება. ფილმის კალიბრი იმდენად დიდია, რომ მისი გამოსვლის რეალურობას ბევრი სკეპტიკურადაც კი უყურებდა, მაგრამ როგორც ჩანს ეს აუცილებლად მოხდება!

თუ როდის გამოჩნდება “ზაკ სნაიდერის სამართლიანობის ლიგა” კინოთეატრებში, ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

გაუზიარე მეგობრებს!