10 ცნობილი მსახიობი რომელიც ყოველთვის ერთნაირ როლს ირგებს

საინტერესო

გაუზიარე მეგობრებს!

თუ ჰოლივუდში ზოგიერთი მსახიობი ერთ საკულტო როლს ასრულებს და ამის შემდეგ მაყურებელს თავს სწორედ ამ პერფორმანსით ამახსოვრებს, ზოგიერთი მეტად განსხვავებულობაზე და საკუთარი ნიჭის მაქსიმალურად წარმოჩენაზე აკეთებს აქცენტს. შესაბამისად, ისინი ძალიან განსხვავებულ პერსონაჟებად გვევლინებიან, თუმცა არსებობენ ისეთი მსახიობებიც, რომლებმაც თითქოს “საკუთარი როლი” იპოვეს და თითქმის ყველა ფილმში ერთი ტიპის პერსონაჟს განასახიერებენ.

დღეს საუბარი სწორედ ამ კატეგორიის მსახიობებზე გვექნება რომლებიც სხვადასხვა ფილმში თითქმის იდენტურ როლში გვევლინებიან ხოლმე.

1. ჯონ უეინი

მსახიობი რომლის გარეშეც “ჰოლივუდური ველური დასავლეთი” ალბათ წარმოუდგენელია. ჯონმა საკუთარი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში ძალიან ბევრჯერ მოირგო კოვბოის როლი. ამის ძირითადი განმაპირობებელი მის მიერ 1939 წელს გამოსულ ფილმში “მოგზაურობა” შესრულებული როლი იქცა რის შემდეგადაც ამერიკელ მსახიობი ყველაზე ხშირად სწორედ კოვბოისთან ასოცირდებოდა.

2. კირა ნაითლი

თუ როდისმე დროში მოგზაურობა შესაძლებელი გახდება, დარწმუნებული იყავით რომ ამ შესაძლებლობას პირველ რიგში კირა ნაითლი გამოიყენებს. რა საერთო აქვთ ფილმებს “კარიბის ზღვის მეკობრეები“, “ანა კარენინა“, “მონანიება“? თითოეულ მათგანში მსახიობმა თითქმის იდენტური, “ისტორიული” ქალბატონის როლი მოირგო. კირა არც მალავს მის სიმპათიას ამ ტიპის როლებისადმი: “ზოგიერთი ადამიანი რეალობას სამეცნიერო ფანტასტიკის საშუალებით გაურბის, მე კი ამას თითქოს სხვა პერიოდის სამყაროში გადასვლით ვახერხებ“.

3. ნოელ გუგლიემი

შეიძლება მისი სახელი დიდს არაფერს გეუბნეოდეთ, მაგრამ ეს მსახიობი ერთად მაინც აუცილებლად გექნებათ ნანახი. ნოელს უკვე ჩვევად ექცა განგსტერის, “ცუდი ბიჭის” როლის თამაში და ეს ისეთ წარმატებულ ფილმებში მოახერხა, როგორებიც “ფორსაჟი 7“, “სამწვრთნელო დღე” და “შავი რაინდის აღზევებაა“. მისი განცხადებით მან ცხოვრებაში გარკვეული პერიოდი განგსტერების ნამდვილ წევრადაც განვლო.

4. მელისა მაკარტი

უკვე დიდი ხანია რაც მელისა “plus-sized” მსახიობებში რეჟისორებისთვის პირველ არჩევანად იქცა. თავად შეაფასეთ: მან ამ სტილის როლი უკვე რამოდენიმე ფილმში მოირგო, მაგალითად “ჯაშუში” და “მეჯვარეები“. მსახიობს ქმართან, ბენ ფალკონისთან ერთად საკმაოდ წარმატებული კინოკომპანია აქვს და ამჟამად ერთდროულად რამოდენიმე ფილმზეც მუშაობს.

5. სეთ როჯენი

თუ საყვარელ, მხიარულ პერსონაჟზე დავიწყებთ საუბარს, სეთის სახელი მის მიერ განსახიერებული უკვე რამოდენიმე როლით საკმაოდ მარტივად ამოგვიტივტივდება თავში. დაბნეული, მაგრამ მხიარული პერსონაჟის როლის მორგება მან რამოდენიმე ფილმში მოასწრო, მათ შორის “ანანასის ექსპრესი” და “ეს დასასრულია” სადაც მის გარდა კიდევ ბევრ ჰოლივუდის ვარსკვლავს შეხვდებით.

6. მილა იავოვიჩი

მილამ კარიერა ძალიან წარმატებულად დაიწყო. მას საერთაშორისო აღიარება ფილმმა “მეხუთე ელემენტი” მოუტანა, მაგრამ ჩვენთვის საინტერესო სხვა გარემოებაა. ფილმ “ბოროტების სავანეში” შესრულებული როლების შემდეგ მილამ თითქოს საკუთარ ვიწრო სფერო იპოვა და მას შემდეგ სწორედ ამ ძალზედ პოპულარული ფრენჩაიზიდან გვაწონებს თავს.

7. ლიამ ნისონი

ლიამი ძალიან ექსტრაორდინალური მსახიობი. მისი ხანგრძლივი კარიერა შეიძლება ორ ნაწილად გაიყოს: პირველი, მეტად დრამატული როლები ისეთ ფილმებში, როგორებიც “შინდლერის სია“, ან “სიჩუმეა” და მეორე, “ნამდვილი ბოევიკი”, რომელიც მუდმივად ცუდი ტიპების დაჭერასა თუ საკუთარი ცოლ-შვილის გადარჩენაშია ჩაბმული. მისი ამ კუთხით განვითარება ფილმ “მძევალიდან” დაიწყო. ჯამში ფილმის სამი ნაწილი გამოვიდა და ლიამმაც საბოლოოდ მოირგო ახალი ამპულა.

8. კეტრინ ჰაიგლი

კეტრინის კარიერა სერიალ “გრეის ანატომიაში” უბრალოდ დიდებულად დაიწყო, მაგრამ შემდეგ გარკვეული მიზეზების გამო მსახიობმა შოუდან წამოსვლა და ოჯახისთვის უფრო დიდი დროის დათმობა გადაწყვიტა. ამის შემდეგე კეტრინი თითქოს რომანტიკული ფილმების მსახიობად იქცა და უმეტესად ძალიან პოპულარული გოგონას როლს ირგებს. ამის ნათელი მაგალითია ფილმები “27 კაბა“, “მწარე სიმართლე” თუ “ახალი წლის ღამე“.

9. ემა რობერტსი

ცუდი გოგოს სტატუსი, პოპულარობა სასწავლებელში და სხვადასხვა შეუსაბამო ფრაზები ემას მიერ შესრულებულ თითქმის ყველა როლს ახასიათებს. თავად განსაჯეთ, მის მიერ შესრულებული ყველაზე წარმატებული და დასამახსოვრებელი როლები სწორედ ამ “ინგრედიენტებით” გამოირჩევიან – “კივილი 4“, “კივილის დედოფლები“.

10. ჯეკი ჩანი

სია ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მსახიობით დავხუროთ. ჯეკმა კინოსამყაროში უდავოდ წარუშლელი კვალი დატოვა და ეს ძალიან სარისკო სცენებში თამაშით შეძლო, ეს ყველაფერი კი დუბლიორების გარეშე! მაგრამ რაც შეეხება უშუალოდ სცენაზე თამაშს, ჯეკი თითქმის ყველა როლში მხოლოდ საკუთარი საბრძოლო ხელოვნების წარმოჩენითაა დაკავებული.

მასალის ავტორი:  ოთარ ვახტანგაშვილ

უყურეთ ფილმებს ონლაინ ქართულად, მრავალხმიანი, საუკეთესო გახმოვანებით Movie.Ge-ზე

გაუზიარე მეგობრებს!