10 საყვარელი კომედია თუ განტვირთვა გჭირდებათ

იპოვე ფილმი

გაუზიარე მეგობრებს!

დაგვეთანხმებით დატვირთული დღის შემდეგ ყველა ვეძებთ რაიმე საშუალებას განტვირთვისა და დასვენებისთვის, ერთ-ერთი ასეთი საშუალება კი კომედიური ფილმების ყურებაა. დიახ, ძალიან ბევრ კომედიურ ფილმს ჩვენთვის სიამოვნების მონიჭება ან უბრალოდ გაღიმებაც კი არ ძალუძთ, მაგრამ დღეს ვეცდებით მათგან განსხვავებული კომედიური ჟანრის ფილმები შეგირჩიოთ.

წარმოგიდგენთ 10 საყვარელ, სასაცილო კომედიას რომლებიც დატვირთული დღის შემდეგ განტვირთვაში დაგეხმარებიან.

1. “განა ეს რომანტიკული არ არის?” (2019)

კომედიური ფილმი რომელიც სიცოცხლის სურვილით, იმედით და ბევრი მხიარულებით აგავსებთ. რებელ უილსონს ფილმში ძალიან დადებითი ენერგია შემოაქვს.

2. “ჩვენ მილერები ვართ” (2013)

ეს ტიპური ოჯახური კომედია არ გეგონოთ. წარმოიდგინეთ, რომ ყალბი ოჯახი მექსიკის საზღვრის ორჯერ გადაკვეთას იმიტომ ცდილობს, რომ იქიდან ნარკოტიკები გადმოიტანოს. ფილმი სავსეა იმ თავისებურებებით რომლებიც ბევრ ნამდვილ ოჯახს ახასიათებს.

3. “შეყვარებულები” (2020)

უცხოს საკუთარ მანქანაში ჩასმა კარგი იდეა არასდროს არის, თუმცა როდესაც ამას დანაშაულის ადგილიდან მიმალვაც ემატება ყველაფერი ნამდვილ კოშმარს ემსგავსება. სამაგიეროდ, ძალიან სახალისო ის სიტუაციაა როდესაც უცნობთან ერთად ამ პრობლემების გადაჭრა გიწევს, ამ დროს კი საერთოდ წარმოდგენა არ გაქვს საამისოდ რა უნდა გააკეთო.

4. “ეს ნიშნავს ომს” (2012)

კომედია სავსეა მოულოდნელობებითა და კიდევ უფრო მეტი რომანტიკით. ორი მეგობარი და ერთი ქალი – დიახ, სიყვარული მათ მეგობრობას ხელს ვერ შეუშლის, მაგრამ მაინც, ვის აირჩევს ქალბატონი?

5. “ათასი სიტყვა” (2012)

ედი მერფი და მისი კომედიები უცხო არავისთვის არის, მაგრამ ეს მათგან საკმაოდ განსხვავებულია. მთავარი გმირის ცხოვრება რადიკალურად იცვლება მას შემდეგ, რაც მის სახლში მაგიური ხე აღმოჩნდება. ამის შემდეგ მას მხოლოდ 1000 სიტყვა აქვს დარჩენილი, ამიტომ მათი “დაზოგვა” უწევს.

6. “ცვლილება” (2011)

2 საუკეთესო მეგობარი, რადიკალურად განსხვავებული ცხოვრებით – ერთი გამოუსწორებელი მექალთანეა, ხოლო ნამდვილი ოჯახის კაცი. ისინი ერთი შეხედვით ორივე უკმაყოფილო არიან საკუთარი ცხოვრებით, რასაც ერთ დღეს მათი ერთმანეთის ცხოვრების ათვისება მოსდევს…

7. “კბილის ფერია” (2010)

გვსურს წარმოგიდგინოთ როკი… ამჯერად ოჯახურ კომედიაში! გოლფის მოთამაშე, რომელსაც ზღაპრების არ სჯერა, უეცრად სწორედ ამ სამყაროში აღმოჩნდება. სწორედ აქედან იწყება მისი სპეციალური გამოცდა.

8. “არასწორი წყვილი” (2020″

2 ძველი მეგობარი, ან უფრო სწორი იქნება პირველი სიყვარული ერთმანეთს ძალიან დიდი დროის შემდეგ ხვდება. მათი ცხოვრება ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება, მაგრამ პირველი სიყვარულის ძალა ხომ ამაზე გაცილებით ძლიერია…

9. “იყავი ჩემი” (2019)

საშას ცხოვრება საკმაოდ მშვიდად და წარმატებულად მიმდინარეობს, ის ხომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოტენციალის მქონე შეფია. სამწუხაროდ, მას საცოლე შორდება, რასაც მის ცხოვრებაში ბავშვობის მეგობრის გამოჩენა მოსდევს. მათ შორის თითქოს დიდებული კავშირია, მაგრამ გაბედავს კი საშა მსგავს ურთიერთობაში კიდევ ერთხელ ჩაბმას?

10. “მეორე შანსი” (2018)

არასდროს არის კარიერის შენება გვიანი! სწორედ ამას გვეუბნება მაია, ჯენიფერ ლოპესის პერსონაჟი ამ ფილმში. მაგრამ, ახალი ცხოვრების დაწყება, ახალი გამოწვევები არ ნიშნავს იმას რომ უნდა დავივიწყოთ ის ადამიანები, ვინც ჩვენს ცხოვრებაში რთულ დროს ჩვენს გვერდით იყვნენ.

მასალის ავტორი:  ოთარ ვახტანგაშვილ

უყურეთ ფილმებს ონლაინ ქართულად, მრავალხმიანი, საუკეთესო გახმოვანებით Movie.Ge-ზე

გაუზიარე მეგობრებს!