“აქვამენი 2” საშინელებათა ჟანრის იქნება?

სიახლეები

გაუზიარე მეგობრებს!

ცოტა ხნის წინ ფილმის რეჟისორმა ძალიან საინტერესო დეტალებზე ისაუბრა. ჯეიმს ვანის განცხადებით მაყურებელი ახალ ნაწილში საკმაოდ ბევრ საშინელებათა ჟანრისთვის დამახასიათებელ დეტალებს შეამჩნევს. ვანი ფრენჩაიზის პირველ ნაწილსაც უწევდა რეჟისურაც რომელიც 2018 წელს გამოვიდა. “აქვამენში” მთავარი პროტაგონისტის როლი ჯეისონ მომოამ მოირგო და მიუხედავად ინტერნეტში გავრცელებული ძალიან ბევრი ხუმრობისა მთავარ გმირთან დაკავშირებით, ფილმი ძალიან წარმატებული გამოვიდა – შემოსავლებმა 1 მილიარდს გადააჭარბა.

რაც შეეხება პირველი ნაწილის სექველს, კინოკომპანია Warner Bros.-მა მისი გამოსვლა 2019 წელს დაადასტურა. “აქვამენი 2” დიდ ეკრანებზე 2022 წლის 16 დეკემბერი გამოვა. ჯეიმს ვანმა ფანებისთვის მიცემულ ინტერვიუში საკმაოდ საინტერესო დეტალებზე გააკეთა აქცენტი და განაცხადა, რომ ახალ ნაწილში საშინელებათა ჟანრისთვის დამახასიათებელი საკმაოდ ბევრი დეტალი შეგხვდება:

პირველი ნაწილის მსგავსად, მეორე ნაწილშიც ჰორორის ელემენტებს ხშირად შევხვდებით. ვფიქრობ ეს ჩემი ხელწერის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია რაც ფილმებში უკვე თავისით მოდის. ფილმში მოქმედება წყალქვეშ ვითარდება, სადაც ყველაფერი ისედაც საკმაოდ საშიშია. ასე რომ, ჩემი საშინელებათა ფილმებისადმი დიდი სიმპათიიდან გამომდინარე ვეცდები ფილმში კიდევ უფრო მეტი საშიში ელემენტი ჩავდო“.

შეგახსენებთ, რომ ვანისთვის საშინელებათა ჟანრი უცხო ნამდვილად არ არის. რეჟისორმა პოპულარობა სწორედ ისეთი ფილმების საშუალებით მოიპოვა, როგორებიცაა “ხერხი“, “ასტრალი” და “წყევლა“.

მასალის ავტორი:  ოთარ ვახტანგაშვილ

უყურეთ ფილმებს ონლაინ ქართულად, მრავალხმიანი, საუკეთესო გახმოვანებით Movie.Ge-ზე

გაუზიარე მეგობრებს!