10 მსახიობი რომელმაც ფილმში საკუთარ შვილთან ერთად ითამაშა

საინტერესო

გაუზიარე მეგობრებს!

ბოლო პერიოდში გასაკვირი აღარაა როცა ძალზედ წარმატებული მსახიობების შვილები თავადაც არანაკლებ წარმატებას აღწევენ კინოს სფეროში, თუმცა ითამაშო საკუთარ შვილთან ერთად ერთ ფილმში ეს უდავოდ განსაკუთრებული და ამაღელვებელი მოვლენაა.

Mpedia წარმოგიდგენთ 10 მსახიობს, რომლებმაც ფილმში როლი საკუთარ შვილებთან ერთად მოირგეს და ეს საკმაოდ წარმატებულიც გამოდგა.

1. უილ სმიტი და ჯეიდენ სმიტი

ალბათ გასაკვირი არავისთვის იქნება თუ სიას სწორედ ამ დიდებული დუეტით გავხსნით. მამა-შვილმა ერთად პირველად ფილმში “ბედნიერებისკენ სწრაფვა” მოირგეს როლები 2006 წელს და ძალიან დიდი წარმატებითაც. ჯეიდენი ამ დროს სულ რაღაც 8 წლის იყო. ეკრანებზე წარმატებული ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდა და უკვე 2013 წელს მათი მონაწილეობით მაყურებელმა კიდევ ერთი ფილმი, “დედამიწის შემდეგ” იხილა.

2. ბენ სთილერი და ჯერი სთილერი

კიდევ ერთი ვარსკვლავური დუეტი რომლებმაც ერთად რამოდენიმე ფილმში ითამაშეს, მათ შორისაა ფილმი “ზულენდერი“. მათი ეკრანზე ერთად პირველი გამოჩენა მაყურებელმა 2007 წელს იხილა. გამოიცანით, ისინი ფილმში მამა-შვილის როლს ასრულებდნენ.

3. კირკ, მაიკლ და კამერონ დუგლასები

აი ეს კი უდავოდ ძალიან იშვიათი მოვლენაა. წარმოიდგინეთ ერთდროულად სამი გენერაცია, ერთ ფილმში. ეს 2003 წელს ფილმში “ეს ხდება ოჯახში” მოხდა. პირველი ვინც ოჯახიდან წარმატებას მიაღწია კირკი იყო. მან 1949 წელს ოსკარის ნომინაციის მოპოვებაც შეძლო, პოპულარობა კი 1960 წელს გამოსულ “სპარტაკში” შესრულებული როლით მოიპოვა. რაც შეეხება მის შვილს, დუგლასს , მან სახელი რომანტიკულ ფილმებში თამაშით გაითქვა.

4. მერილ სტრიპი და მემი გამერი

ბოლო რამოდენიმე დეკადის უდაოდ ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მსახიობს, მერილ სტრიპს როგორც ჩანს არც მისი გოგონა ჩამორჩა. მემი სრული ნაბიჯით მიიწევს წინ ჰოლივუდში. მაყურებელი მალე მისი მონაწილეობით რამოდენიმე ფილმს იხილავს, რაც შეეხება ამ დუეტის ერთად თამაშს, პირველად ეს 2007 წელს მოხდა ფილმში “საღამო“, თუმცა მათი ტალანტის ყველაზე შთამბეჭდავი წარმოჩინება მაყურებელმა ფილმში “რიკი და ფლეში” იხილა.

5. ჩარლი შინი და მარტინ შინი

მარტინ შინი, რომელსაც მაყურებელი ყველაზე კარგად ფილმ “აპოკალიფსი დღეს“-ში შესრულებული როლით იცნობს ძალზედ წარმატებული მსახიობის, ჩარლი შინის მამაა. მიუხედავად საკმაოდ განსხვავებული ტიპაჟისა, მამა-შვილმა ერთად ორ ფილმში მოირგეს როლები, მათ შორისაა “უოლ სტრიტი” სადაც მათ ზუსტადაც რომ მამა-შვილი განასახიერეს.

6. დონალდ და კიფერ საზერლენდი

კიდევ ერთი ვარსკვლავური დუეტი. თუ კიფერ საზერლენდი მაყურებელმა სერიალ “24“-ში თამაშით გაიცნო, მამამისს კიდევ უფრო დიდი კარიერა გამოუვიდა . ბოლოს მისი ყველაზე დიდი ნამუშევარი ტრილოგიაში “შიმშილის თამაშები” შესრულებული როლი იყო. საზერლენდებმა ერთად ფილმებში “მკვლელობის დრო” და “მიტოვებული” მოირგეს ერთად როლები.

7. სილვესტერ და სეიჯ სტალონე

უდავოა, სილვესტერ სტალონემ იმდენად წარუშლელი კვალი დატოვა, რომ შეუძლებელია მისი დანახვისას ფილმი “როკი” არ წარმოგვიდგეს თვალწინ, თუმცა მისი ოჯახისათვის განსაკუთრებული ფილმის მეხუთე ნაწილი იყო, სადაც მასთან ერთად მაყურებელმა მისი შვილი, სეიჯ სტალონეც იხილა.

8. ზელდა და რობინ უილიამსი

მამა-შვილმა ერთად 2004 წელს გამოსულ ფილმში “დ-ის სახლი” ითამაშეს. სამწუხაროდ, რობინს ზელდასთან ერთად სხვა როლი აღარ შეუსრულებია.

9. კოლინ და ტომ ჰენქსი

შეუდარებელმა ტომ ჰენქსმა შვილთან ერთად როლი 2008 წელს გამოსულ ფილმში “დიდი ბაკ ჰოვარდი” მოირგო. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ფილმის მთავარი პროტაგონისტი არა ტომი, არამედ მისი შვილი კოლინია.

10. კლინტ და სკოტ ისტვუდი

თუ მამა-შვილზე და მათ სამსახიობო კარიერაზე ვსაუბრობთ, ეს წყვილი უდავოდ ერთ-ერთი გამორჩეულია. როგორც მამამ, ისე შვილმა ძალიან წარმატებული სამსახიობო კარიერის შექმნა შეძლო. რაც შეეხება მათ ერთად შესრულებულ სამუშაოს, ფილმების ჩამონათვალი საკმაოდ შთამბეჭდავია. მათ ოთხ ფილმში შეასრულეს ერთად როლები, მათ შორისაა “გრან ტორინო“.

მასალის ავტორი:  ოთარ ვახტანგაშვილ

უყურეთ ფილმებს ონლაინ ქართულად, მრავალხმიანი, საუკეთესო გახმოვანებით Movie.Ge-ზე

გაუზიარე მეგობრებს!