10 საუკეთესო საზაფხულო ფილმი მოგზაურობასა და არდადეგებზე

სიახლეები

გაუზიარე მეგობრებს!

რამოდენიმე დღის წინ ზაფხულის ბოლო თვემ აიღო სტარტი მაგრამ ბევრ ჩვენგანს, სხვადასხვა მიზეზების გამო ამ ცხელი დღეების გატარება ჯერ კიდევ სახლში უწევს. არადა, დაგვეთანხმებით ყველას უყვარს ზაფხულობით მოგზაურობა, ზღვა, არდადეგები თუ უბრალოდ ტურში მონაწილეობა.

წარმოგიდგენთ 10 საუკეთესო ფილმს საზაფხულო მოგზაურობაზე, ტურსა თუ არდადეგებზე რომელთა საშუალებითაც სახლშიც შეძლებთ ზაფხულით ტკბობას. მოემზადეთ დროის სასიამოვნოდ, “ჰაეროვნად” გასატარებლად!

დარჩი ჩემთან” (1986)

მოდი “საზაფხულო მოგზაურობის” ფილმების კოლექცია სწორედ ამ ფილმით გავხსნათ. 1986 წელს გამოსული ფილმი სტეფან კინგის ნამუშევრის მიხედვითაა გადაღებული და 4 მეგობრის შესახებ გვიყვება რომლებიც ერთად საკმაოდ საშიშ მოგზაურობაში ერთვებიან. “დარჩი ჩემთან” იდეალურ მაგალითს მოგცემთ იმისას, თუ როგორი იყო ჩვენი ურთიერთობები ბავშვობისას. დრო გადის, მოგონებები კი რჩება!

გზა, გზა შინისკენ” (2013)

ფილმი ერთ საკუთარ თავში ჩაკეტილ ბიჭზე მოგვითხრობს რომელიც საზაფხულო მოგზაურობაში საკუთარ თავს პოულობს! ის მოგზაურობაში დედასთან და მის შეყვარებულთან ერთად მიდის, მაგრამ დროის არც ისე სასიამოვნოდ გატარების შემდეგ ის აკვა პარკში გადაწყვეტს მუშაობას, სადაც ცხოვრებას თითქოს ახლიდან იწყებს.

მახე მშობლებისთვის” (1998)

ოთხი მეგობარი ბიჭის თავგადასავალზე უკვე გესაუბრეთ, ახლა კი ორ ონავარ გოგონას წარმოგიდგენთ. ისინი ტყუპები არიან, მაგრამ ერთმანეთს მხოლოდ შემთხვევით ხვდებიან საზაფხულო ბანაკში. გოგონები მშობლებისთვის თავგადასავლების მოწყობას გადაწყვეტენ და ეს გამოუვათ კიდეც! 90-იანების კომედია ძალიან სასიამოვნო საყურებელია მთელი ოჯახისათვის.

ბინძური ცეკვები” (1987)

მოდი მეგობრული გართობიდან მეტად უფრო ცეცხლოვანი წყვილების დასვენებაზე გადავიდეთ და სია ნამდვილი კლასიკით, 1987 წელს გამოსული “ბინძური ცეკვებით” გავაგრძელოთ. ფილმი 17 წლის გოგონას, ბეიბის და ცეცხლოვანი მოცეკვავე მამაკაცის საზაფხულო თავგადასავლებზე გვიყვება.

თავგადასავლების სამყარო” (2009)

ფილმი ახალგაზრდა სკოლადამთავრებულის, ჯეიმს ბრენანის შესახებ მოგვითხრობს. ის ევროპაში მოგზაურობაზე ოცნებობს, მაგრამ ამის ნაცვლად მთელი ზაფხული მუშაობა უწევს რათა კოლეჯისთვის ფული შეაგროვოს. თითოს ერთი შეხედვით ყველაზე საშინელი ზაფხული მისთვის ნამდვილ დღესასწაულად იქცევა. გამოიცანით რა ხდება – ის მომხიბვლელ გოგონას, ემს ხვდება.

ამომავალი მთვარის სამეფო” (2012)

მოდი საზაფხულო მოგზაურობის “სასიყვარულო ნაწილი” სწორედ ამ ფილმით დავასრულოთ. პირველი სიყვარული უდაოდ დაუვიწყარია, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ის ზაფხულში ისახება! ფილმი ორი 12 წლის მოზარდის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც სახლიდან გარბიან და დროს ერთად ტყეში ატარებენ!

ლიზი მაგუაერის ფილმი” (2003)

მოდი საზაფხულო ფილმების მეტად “გიჟურ” ნაწილზე გადავიდეთ. 2003 წლის ფილმი 13 წლის სკოლის მოსწავლეზეა რომელიც მეგობრებთან ერთად მოგზაურობასა და დაუვიწყარი დროის გატარებას იტალიაში გადაწყვეტს! ფილმში მთავარ როლს 2000-იანი წლების ნამდვილი ვარსკვლავი, ჰილარი დაფი თამაშობს.

ცხელი ამერიკული ზაფხული” (2001)

თუ გიჟურ ზაფხულზე და კემპინგზე ვსაუბრობთ, ამ ფილმის გამოტოვება ნამდვილი დანაშაულია. 2001 წელს გამოსული კომედია ნამდვილ კლასიკად იქცა საკუთარ ჟანრში და თუ თქვენც მეტად “უცნაურ” ზაფხულს ეძებთ, მაშინ სწორედ ამ ფილმს უნდა ჩაუჯდეთ.

ზაფხული. სანაპირო. კინო” (2013)

დისნეის 2013 წლის ნამუშევარი შეიძლება ცოტა სულელურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ზაფხულში მისი ნახვაც ძალიან სასიამოვნოა, მით უმეტეს რომ ფილმი სანაპიროზე დაუვიწყარ გართობაზეა. ახალგაზრდები საზაფხულო არდადეგების ბოლოს ძალიან დიდ ტალღაც დაიჭერენ, რაც მათ ნახევარი საუკუნით უკან გადააგდებთ!

მონტე კარლო” (2011)

მოდი საბოლოოდ ჩვენი კოლექცია 2011 წლის ფილმით დავასრულოთ, რომელიც სამ ახალგაზრდა გოგონაზე მოგვითხრობს. ისინი პარიზში გადაწყვეტენ მოგზაურობას, მაგრამ უნებლიე შეცდომის გამო თავს მონაკოში ამოყოფენ. ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ძალიან ცნობილი მომღერალი და მსახიობი, სელენა გომესი თამაშობს.

ბუნებრივია სიას საკმაოდ ბევრი საკულტო ფილმი აკლია, მაგრამ მოდი ამჯერად სწორედ ჩამოთვლილი 10 ფილმით ვისიამოვნოთ, რომელთაგანაც ვფიქრობთ საკმაოდ ბევრი არ გექნებათ ნანახი. რაც შეეხება ზაფხულის გიჟურ გართობას, თუ ამ ტიპის ფილმებს ეძებთ მაშინ ჩვენი კიდევ ერთი კოლექცია ძალიან გამოგადგებათ.

წყარო: teenvogue.com

მასალის ავტორი: თარგმნა ოთარ ვახტანგაშვილმა.

უყურეთ ფილმებს ონლაინ ქართულად, მრავალხმიანი, საუკეთესო გახმოვანებით Movie.Ge-ზე

გაუზიარე მეგობრებს!