10 გამორჩეული მსახიობი რომელმაც ხელიდან დიდებული როლი გაუშვა

სიახლეები

გაუზიარე მეგობრებს!

იცით, თითქმის ყველა ჰოლივუდის მსახიობს, მიუხედავად ისედაც გამორჩეული და უდაოდ წარმატებული კარიერისა, შეეძლო კიდევ უფრო დიდი მწვერვალებისთვის მიეღწია საჭირო დროს სწორი გადაწყვეტილება რომ მიეღო და ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ როლზე არ ეთქვა უარი. ასეთი მსახიობებს საკმაოდ ბევრს შეხვდებით, თუმცა დღეს მათგან 10 ყველაზე გამორჩეულს წარმოგიდგენთ.

წარმოგიდგენიათ როგორი იქნებოდა “ლა-ლა-ლენდი” რაიან გოსლინგის გარეშე? ან როგორ ითამაშებდა მეთიუ მაკკონაჰი ფილმი “გალაქტიკის მცველები”?! სიაში კიდევ ბევრ საინტერესო მსახიობს შეხვდებით.

1. ემა რობერტს შეიძლებოდა ფილმში “საოცარი არდადეგები” ერთ-ერთი მთავარი როლი მიეღო

ემა რობერტს ფილმში მონაწილეობამდე სულ ცოტა დააკლდა. ყველაფერი ერთი შეხედვით მოგვარებული იყო და მსახიობს სელენა გომესთან და ვანესა ჰუდგენსთან ერთად უნდა ეთამაშა 2013 წლის ფილმში “საოცარი არდადეგები“, მაგრამ საბოლოოდ მსახიობსა და რეჟისორს შორის გარკვეული უთანხმოება წარმოიშვა და მთავარი როლიც ეშლი ბენსონმა მოირგო.

2. ემა სტოუნმა “მოჩვენებებზე მონადირენის” “ქალურ” ვერსიაში თამაშზე თქვა უარი

მიუხედავად იმისა, რომ ძალზეც წარმატებულმა მსახიობმა სცენარიც წაიკითხა და მოეწონა კიდეც ის, ემამ ფილმში “მოჩვენებებზე მონადირენი” თამაშზე უარი განაცხადა, რადგან არ მოხიბლა საკმაოდ დიდი ხნის, 35 წლის გასვლის შემდეგ ფილმის “ქალურ” ვარიანტში თამაში. როგორც სურათზე ხედავთ, საბოლოოდ ფილმისთვის სხვა ოთხეული აირჩა.

3. თავიდან ფილმში “ეშმაკი ატარებს პრადას” რეიჩელ მაკადამს უნდა ეთამაშა

დღეს საკმაოდ რთული წარმოსადგენია ამ ფილმში მომხიბვლელი ენ ჰეითვეის გარდა სხვა ნებისმიერი მსახიობი, მაგრამ თავდაპირველად მის ადგილზე სწორედ რეიჩელ მაკადამსი განიხილებოდა და ითამაშებდა კიდეც, მსახიობს უარი რომ არ განეცდახებინა. საბოლოოდ ფილმი საკმაოდ წარმატებული გამოვიდა. მისმა შემოსავალმა 300 მილიონს გადააჭარბა და 2 ოსკარის ნომინაციაც დაიბევა.

4. ჯენიფერ ლოურენსს შეიძლებოდა კვენტინ ტარანტინოსთან ემუშავა ფილმზე “საძულველი რვიანი“, მაგრამ უდროობის გამო საბოლოოდ არაფერი გამოვიდა

ტარანტინოს სურდა საკუთარ ფილმში “საძულველი რვიანი” სწორედ ჯენიფერ ლოურენსს შეესრულებინა ერთ-ერთი მთავარი როლი. როგორც ცნობილია, რეჟისორი და ჯენიფერი ერთმანეთსაც შეხვდნენ და ეს საკითხი განიხილეს, მაგრამ უდროობის გამო წარმატებულ მსახიობს როლზე უარის თმა მოუწია. ის ისედაც ერთდროულად ორ პროექტზე მუშაობდა. საბოლოოდ, მისი ადგილი ჯენიფერ ჯეისონ ლიმ მოირგო და ეს საკმაოდ კარგადაც გამოუვიდა. მსახიობი ოსკარზე იყო ნომინირებული კარგი პერფორმანსისთვის.

5. Warner Bros.-ს სურდა, რომ ფილმში “იმიტაციის თამაში” მთავარი როლი ლეონარდო დიკაპრიოს მოერგო

როგორც ცნობილია, კინოკომპანია Warner Bros. მზად იყო ამ მშვენიერი ისტორიის გაშუქების უფლებები შეეძინა იმ შემთხვევაში, თუ ლეონარდო დიკაპრიო თანხმობას განაცხადებდა ფილმში თამაშზე, თუმცა საბოლოოდ ლეონარდო საქმეს არც ისე დელიკატურად მიუდგა და როლზე უარი თქვა. რაც შეეხება ფილმს, მისი გადაღების უფლება Black Bear Pictures-მა შეიძინა, ხოლო მთავარი როლი ბენედიქტ კამბერბეჩმა მოირგო, რომელმაც საბოლოოდ ოსკარის ნომინაციასაც გამოჰკრა ხელი.

6. მეთიუ მაკკონაჰს “გალაქტიკის მცველებში” შეეძლო მონაწილეობა. გამოიცანით – მან სხვა პროექტი არიჩია

უდაოდ ძალიან წარმატებულ მსახიობს არჩევანი ორ პროექტს შორის უნდა გაეკეთებინა: “გალაქტიკის მცველები” ან “ბნელი კოშკი“. მან არჩევანი მეორეზე შეაჩერა, რადგან თვლიდა რომ უკვე წარმატებულ ფრენჩაიზში მას საკვანძო როლი არ ექნებოდა. საბოლოოდ “გალაქტიკის მცველები 2” საკმაოდ წარმატებული გაგრძელება გამოვიდა, ხოლო “ბნელი კოშკი” მიუხედავად მისი ვარსკვლავური ქასთისა, კინოგაქირავებაში იმედგაცრუებად, ჩავარდნად იქცა.

7. უილ სმიტის გოგონას ფილმში “ენი” შეიძლებოდა მთავარი როლი შეესრულებინა

უილოუ სმიტი შეიძლებოდა ისეთი ცნობილი გამხდარიყო როგორიც მამამისია, მაგრამ ჯერ კიდევ პატარა გოგონას ფილმში მთავარი როლის შესრულებაზე უარი განაცხადა. უილ სმიტი მზად იყო თავად ყოფილიყო ფილმის რეჟისორი, გოგონას დაყოლიებას კი ბიონსესთან შეხვედრით ცდილობდა. საბოლოოდ, გოგონამ “უბრალოდ 12 წლის ბავშვად” გადაწყვიტა დარჩენა.

8. ფილმში “ლა ლა ლენდი” ცნობილი ცეკვა მაილს ტელერს უნდა შეესრულებინა და არა რაიან გოსლინგს!

დიახ დიახ, ფილმის სცენარი სწორედ მაილს ტელერისთვის დაიწერა, თუმცა მსახიობთან გამართული ხანგრძლივი მოლაპარაკებების მიუხედავად მან როლზე უარი განაცხადა. მისი ადგილი საბოლოოდ რაიან გოსლინგმა დაიკავა, რომელსაც როლისთვის პიანინოზე დაკვრის სწავლაც კი მოუხდა. როგორც ჩანს, მისი შრომა დაფასდა – მან ოქროს გლობუსი და ოსკარის ნომინაცია მოიპოვა საუკეთესო კაცი მსახიობის ნომინაციაზე.

9. წარმოგიდგენიათ “ლამაზმანი” ჯულია რობერტსის გარეშე?

მოლი რინგუოლდი – შეიძლება ეს სახელი დღეს ბევრს არაფერს გეუბნეოდეთ, მაგრამ 80-იან წლებში ის ამომავალ ვარსკვლავად ითვლებოდა და ფილმში ვივიანის როლზეც პირველ რიგში სწორედ ის განიხილებოდა. მოლის ანაზღაურება ეცოტავა, როლი კი ჯულია რობერტსმა მიიღო, რომელმაც ოსკარის მოპოვებაც კი შეძლო.

10. სანდრა ბალოკი – “გოგონა მილიონ დოლარად?!”

მოკრივის, მეგი ფიცჯერალდის როლზე რეჟისორი სწორედ სანდრას განიხილავდა, მაგრამ სამწუხაროდ ფილმის გადაღებები სანდრას კიდევ ერთ ფილმის, “მის კონგენიალურობა 2“-ს გადაღებებს დაემთხვა და საბოლოოდ სანდრა ბალოკის მაგივრად როლი ჰილარი სვონქმა მიიღო. მსახიობმა როგორც ოქროს გლობუსი, ისე ოსკარი მოიპოვა!

მასალის ავტორი:  ოთარ ვახტანგაშვილ

უყურეთ ფილმებს ონლაინ ქართულად, მრავალხმიანი, საუკეთესო გახმოვანებით Movie.Ge-ზე

გაუზიარე მეგობრებს!