იდრის ელბამ დაადასტურა: “ლუთერის” ფილმი ოფიციალურად გამოდის

სიახლეები

გაუზიარე მეგობრებს!

იდრის ელბას ფანებისთვის მეტად სასიხარულო ამბავი გვაქვს. მსახიობმა BAFTA-ს ცერემონიის დასრულების შემდეგ ოფიციალურად დაადასტურა გავრცელებული ხმები პოპულარული სერიალის, “ლუთერის” ფილმის დიდ ეკრანებზე გამოსვლის შესახებ. სერიალის ფილმით გაგრძელებაზე აქამდეც ვრცელდებოდა ხმები, თუმცა მისი მთავარი ვარსკვლავის დასტურით უკვე შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ეს აუცილებლად მოხდება.

ფილმთან დაკავშირებულ კითხვებს პოპულარულმა მსახიობმა შემდეგნაირად უპასუხა: “ძალიან დიდი სურვილი მაქვს რომ ეს მოხდება და ვფიქრობ ეს ზუსტად ისაა სადაც მივდივართ – ფილმი, ეს მოხდება“. იდრისმა დაამატა, რომ ფილმში მათ სიუჟეტის განვითარების უფრო დიდი შესაძლებლობა ექნებათ, ამიტომ შესაძლოა განვითარებულმა მოვლენებმა უფრო მასშტაბური სახე მიიღოს, მაგრამ “ჯონ ლუთერი მაინც ყოველთვის ჯონ ლუთერად დარჩება“.

მისი კომენტარიდან გამომდინარე, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაყურებელი როგორც მინიმუმ კიდევ ერთხელ იხილავს ლუთერის მოდურ ქურთუკს და მისი გამოძიების უნიკალურ მეთოდებს. იმის გათვალისწინებით, თუ რაოდენ დიდი წარმატებით მოირგო როლები იდრის ელბამ როგორც “თორის“, აგრეთვე “სტარ ტრეკის” ფრენჩაიზებში, დიდ ეკრანებზე მისი ხილვა კიდევ უფრო საინტერესოა. უდავოა, რომ იდრისს იმაზე გაცილებით მეტი შეუძლია, ვიდრე ამის საშუალებას სერიალი აძლევდა, ამიტომ მაყურებელი კიდევ ერთ წარმატებულ ფილმს უნდა ელოდოს.

რაც შეეხება უშუალოდ სერიალს, “ლუთერი” პირველად მაყურებელმა 2010 წელს იხილა. როგორც ხედავთ, მას შემდეგ იდრის ელბას კარიერა განუსაზღვრელად გაიზარდა. ჯამში სერიალის 5 სეზონი გამოვიდა და მისი გადაღებები 2019 წელს დამთავრდა. როგორც სტატიიდანაც მიხვდებოდით, სერიალში მოქმედება ჯონ ლუთერის, DCI-ს გენიოსი გამომძიებლის გარშემო ვითარდება. IMDb-ზე სერიალს საკმაოდ მაღალი, 8.5 აქვს შეფასება, ამიტომ თუ იდრისის მშვენიერი სცენები სერიალში ჯერ კიდევ არ გინახავთ, დროა ეს სიამოვნება მეტად აღარ გადადოთ.

მასალის ავტორი:  ოთარ ვახტანგაშვილ

უყურეთ ფილმებს ონლაინ ქართულად, მრავალხმიანი, საუკეთესო გახმოვანებით Movie.Ge-ზე

გაუზიარე მეგობრებს!