“ხელშეუხებელნი”: 10 საინტერესო ფაქტი რომელიც ამ ფილმს კიდევ უფრო შეგაყვარებთ

საინტერესო

გაუზიარე მეგობრებს!

ალბათ იშვიათად თუ ნახავთ ადამიანს, რომელსაც 2011 წელს გამოსული “ხელშეუხებელნი” არ უყვარდეს. ფილმი სავსეა მრავალი იმედგაცრუებით თუ სიხარულით, რომელიც მაყურებლის გულში ძალიან ღრმად აღწევს და იპყრობს მას.

უმეტესობა თქვენგან უკვე ეცოდინება, რომ ფილმი რეალურ ისტორიაზე დაფუძნებული. ის ფრანგი არისტოკრატის, ფილიპის და ალჟირელი მიგრანტის, აბდელ სელოუს რეალურ ამბავს გადმოგვცემს, თუმცა ეს მეტად საინტერესო ფაქტი ერთადერთი არ არის რამაც ფილმში შეიძლება დაგვაინტერესოს. წარმოგიდგენთ 10 ძალიან საინტერესო ფაქტს რომელიც ფილმს კიდევ უფრო შეგაყვარებთ და მის კიდევ ერთხელ ნახვას მეტად სასიამოვნოს გახდის.

  • ფილმის დირექტორებმა, ოლივიე ნაკაშიმ და ერიკ ტოლედანომ ამ განსაცვიფრებელი მეგობრობის ისტორიის შესახებ დოკუმენტური ფილმების ერთ-ერთი სერიიდან გაიგეს. ეს 2002 წელს მოხდა, როდესაც ფილიპი და აბდელი გადაცემის ერთ-ერთ ეპიზოდში მიიწვიეს.
  • ალბათ გახსოვთ ერთ-ერთი მომენტი ფილმიდან, როდესაც ფილიპი ყვება თუ რატომ შეარჩია არჩევანი სწორედ დრისზე. ეს მონოლოგი მთლიანად ემთხვევა რეალობას. “რეალური” ფილიპი აბდელთან მეგობრობაზე შემდეგ რამეს ამბობს:

“ის არ წუხდა ჩემს გამო. ძალიან არაორდინალური და მხიარული პიროვნება იყო, იუმორის განსაკუთრებული გრძნობით. ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს დამავიწყდა თუ რა მოხდა ჩემს ცხოვრებაში. კვლავ სიცოცხლით ტკბობა დავიწყე. არ მაინტერესებდა რომ ეს ბიჭი ცოტა ხნის წინ გამოვიდა ციხიდან, აბდელი სწორედ ის იყო ვინც მჭირდებოდა და ჩვენც კარგი მეგობრები გავხდით”.

  • ომარ სის ისტორია, რომელიც ფილმში დრისის როლს ასრულებს, ძალიან ჰგავს მისი პერსონაჟის ისტორიას. დრისის მსგავსად, ომარიც ძალიან გაჭირვებულ ოჯახში დაიბადა. მისი მშობლები აგრეთვე მიგრანტები არიან, რომლებიც დასავლეთ აფრიკიდან გადმოვიდნენ და პარიზის შემოგარენში დასახლდნენ. ომარის გარდა მათ კიდევ 7 შვილი ჰყავთ.
  • კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: რეჟისორებმა ომარი როლზე ჯერ კიდევ მაშინ დაამტკიცეს, როდესაც ჯერ სცენარიც კი არ იყო ბოლომდე დასრულებული. მათ მანამ ერთხელ უკვე ჰქონდათ ერთად ნამუშევარი, ამიტომ ომარის არჩევა როლისთვის ძალიან მარტივად მოხდა.
  • ომარ სის წონის დაკლებაც მოუხდა იმისთვის, რომ რეალურ პერსონაჟს კიდევ უფრო დამგვანებოდა და როლი უკეთ მოერგო. ის ფიქრობდა, რომ ციხიდან ახალი გამოსული, ძალიან გაჭირვებულ ოჯახში, გარეუბანში გაზრდილი ახალგაზრდა უფრო გამხდარი უნდა ყოფილიყო, ამიტომ ომარმა წონაში დაკლება გადაწყვიტა.
  • რა თქმა უნდა ყველაფერი, რაც ფილმშია ნაჩვენები რეალური არ არის და გარკვეულ გადახვევებს სცენარში შევხვდებით. მაგალითად, ის ხუმრობები რომლებსაც აბდელი რეალურად ეუბნებოდა ფილიპს, ფილმში ვერ აჩვენეს. სამაგიეროდ, რეჟისორები მაქსიმალურად შეეცადნენ რეალურ ისტორიას არ გასცელოდნენ. მაგალითად, გასაუბრებაზე აბდელმა რეალურად მოიპარა კვერცხი. ის, რომ ამის შემდეგ მათი მეგობრობა შედგა, კიდევ უფრო განსაცვიფრებელია.
  • კიდევ ერთი მომენტი ფილმიდან, რომელიც რეალურადაც მოხდა არის ფილმის დასაწყისი, სადაც მთავარ გმირებს სიჩქარის გადაჭარბების გამო პოლიცია აჩერებს. მათ რეალურად გაითამაშეს ეპილეფსიის შეტევის სცენა, რასაც პოლიციელთა მხრიდან მათი საავადმყოფომდე მიცილება მოჰყვა.

  • შეიძლება აქამდე ყურადღება არ მიგიქცევიათ, მაგრამ ფილმის ბოლოს ჩვენ რეალურ მილიონერსა და მის ასისტენტს ვხედავთ. მიუხედავად იმისა, რომ ახლა ისინი ერთმანეთს ხშირად ვეღარ ნახულობენ, ფილიპი და აბდელი კვლავაც ძალიან კარგი მეგობრები არიან. აბდელი მის სამშობლოში, ალჟირში დაბრუნდა და ჩიტების ფერმა გახსნა, ხოლო ფილიპი თავის მხრივ მაროკოში გადასახლდა.
  • საინტერესო ფაქტი: როგორც ფილიპმა, ასევე აბდელმა მათ განსაკუთრებულ ისტორიაზე წიგნები დაწერეს, თუ როგორ ჩამოყალიბდა მათი მეგობრობა, როგორ შეცვალა ამან მათი ცხოვრება, როგორ დაუბრუნდა ფილიპს ცხოვრების ხალისი.
  • დასასრულს, გეტყვით რომ ფილმს რამოდენიმე რიმეიქიც აქვს. მათგან ყველაზე გამოსარჩევი 2017 წელს გამოსული “დადებითი მხარეა“, რომელშიც მთავარ როლებს კევინ სფეისი და ბრაიან კრანსტონი ასრულებენ. ალბათ არ გაგიკვირდებათ, რომ ვერც ერთმა რიმეიქმა იმხელა შეფასებები ვერ დაიმსახურა როგორც ორიგინალმა.

მასალის ავტორი:  ოთარ ვახტანგაშვილ

უყურეთ ფილმებს ონლაინ ქართულად, მრავალხმიანი, საუკეთესო გახმოვანებით Movie.Ge-ზე

გაუზიარე მეგობრებს!