თუ სიგიჟე მოგენატრა: ფილმები მეგობრების გიჟურ გართობაზე

იპოვე ფილმი

გაუზიარე მეგობრებს!

მეგობრებთან ერთად წვეულების, მოგზაურობის თუ უბრალოდ საღამოს მშვიდად გატარება, თითქმის ყველა ადამიანის ძალიან საყვარელი საქმიანობაა. მართლად, რა ჯობს საყვარელ ადამიანებთან ერთად დროის გატარებას, მით უმეტეს გიჟურ გართობასა და წვეულებებს!

თუ ჯერ კორონავირუსის პანდემიამ, ახლა კი გარკვეული ადგილების შეზღუდვამ, ცხელმა დღეებმა თუ მუდმივმა მუშაობამ დროის მეგობრებთან ერთად გატარებაში ხელი შეგიშალათ, ეს კოლექცია თქვენთვისაა!

პროექტი X” (2012)

თუ საქმე მეგობრებთან ერთად გიჟური წვეულების გამართვაზე მიდგა, ალბათ ყველას პირველ რიგში სწორედ 2012 წლის ფილმი გვახსენდება, სადაც ტომასი და მისი მეგობრები ისტორიაში ყველაზე უკონტროლო წვეულებას აწყობენ! შეიძლება არ იცოდეთ, მაგრამ ფილმი რეალურ ისტორიაზეა დაფუძნებული. რეალურად გიჟური წვეულება ავსტრალიაში შედგა.

წვეულება ვეგასში” (2009)

თუ არამარტო გიჟური წვეულება, არამედ უფრო გიჟური მოგზაურობის ნახვაც გვსურს, “წვეულება ვეგასშის” სამივე ნაწილი უდაოდ უპირველესი არჩევანია! ფილმი ოთხ მეგობარზე მოგვითხრობს, რომლებიც ერთ-ერთის ქორწინების წინა დღეების გატარებას ვეგასში გადაწყვეტენ, თუმცა მეორე დღეს აღმოაჩენენ, რომ წინა ღამიდან აღარაფერი არ ახსოვთ!

ტედი” (2012)

მოდი “ერთღამიანი” სიგიჟიდან ორი მეგობრის, ჯონისა და მისი დათუნია ტედის მეგობრობაზე გადავიდეთ, რომელიც თავიდან-ბოლომდე სავსეა მოწევით, დალევით თუ დროის უბრალოდ ერთად მხიარულად გატარებით. თუ ფილმის პირველი ნაწილი მოგეწონებათ, ურიგო არც მისი მეორე ნაწილის, “ტედი 2” ნახვა იქნება.

ეს დასასრულია” (2013)

მეგობრებთან ერთად გართობა მოგენატრათ? მაშინ წარმოგიდგენთ მეგობრებს, რომლებსაც იმდენად დიდი დროის გატარება უწევთ ერთად რომ უკვე ჭკუიდან იშლებიან. 2013 წლის ფილმი შესაძლოა არც გიჟურ წვეულებაზე და არც მეგობრების საერთო ვოიაჟზე არ იყოს, მაგრამ როდესაც მსოფლიოს აღსასრულს მეგობრებთან ერთად ხვდები უდაოდ არის ამაში რაღაც გიჟური!

P.S. მეგობრები, რომლებზეც მოგიყევით არც მეტი, არც ნაკლები ჯეიმს ფრანკო, სეთ როჯენი, ჯონა ჰილი, კრეიგ რობერტსონი და ემა უოტსონი არიან. ჰოლივუდური გართობისთვის მოემზადეთ!

ცუდი დედები” (2016)

გიჟური გართობა დედებსაც სჭირდებათ! სწორედ ამიტომ სამი ყოველდღიური მოვალეობებისგან გადაქანცული “ცუდი დედა” ერთად გართობას გადაწყვეტს რაც საბოლოოდ სრულ სიგიჟეში გადაიზრდება. ფილმს მეორე ნაწილიც აქვს, სადაც მეგობრები ამჯერად საშობაოდ ერთობიან – “ცუდი დედების შობა“.

ძიძა” (2014)

რა შეიძლება მოხდეს ცუდი, როდესაც შენი ბოსი საკუთარ ბავშვს მოსავლელად გიტოვებს? შეიძლება ერთი სრულიად მშვიდი საღამო მეგობრების გიჟურ გართობად გადაიქცეს, მით უმეტეს თუ შენს 30-ე დაბადების დღეს ბოსის სახლში იხდი და ყველაფერს ანადგურებ!

შიში და სიძულვილი ლას-ვეგასში” (1998)

გართობა, ვოიაჟი და სიგიჟე? მაშინ 1998 წლის ფილმი ჯონი დეპის მონაწილეობით ნამდვილად შესაბამისად ჟღერს. შესაძლოა ბევრისთვის ის მეტად უცნაურად ჩანდეს, თუმცა ამ ფილმში სიგიჟეს უდაოდ იპოვით!

მასალის ავტორი:  ოთარ ვახტანგაშვილ

უყურეთ ფილმებს ონლაინ ქართულად, მრავალხმიანი, საუკეთესო გახმოვანებით Movie.Ge-ზე

გაუზიარე მეგობრებს!