“ქარწაღებულნის” ბოლო ცოცხალი მსახიობი, ოლივია დე ჰევილენდი 104 წლის ასაკში გარდაიცვალა

სიახლეები

გაუზიარე მეგობრებს!

25 ივლისს, ფილმ “ქარწაღებულნის” უკანასკნელი ცოცხალი მსახიობი, ოლივია დე ჰევილენდი 104 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ოლივია დე ჰევილენდი, საუკეთესო ქალი მსახიობის ნომინაციაში, ორგზის ოსკაროსანია.

2009 წელს, ერთ-ერთ ინტერვიუში, ღრმად მოხუცებულმა მსახიობმა თქვა:

“ბედნიერებას ან კმაყოფილებას კი არ ვგრძნობ, არამედ რაღაც სხვას. უბრალოდ, მადლობელი ვარ, რომ ამდენ ხანს ვიცოცხლე, ამდენი ისეთი რამ მოვასწარი, რისი გაკეთებაც მინდოდა და რომ ამდენად მნიშვნელოვანი ვიყავი სხვა ადამიანებისთვის”

შეგახსენებთ, რომ HBO-მ სტრიმინგიდან ყველაზე გაყიდვადი, 1939 წელს გამოშვებული ამერიკული ფილმი “ქარწაღებულნი / Gone With the Wind” ამოიღო. როგორც კომპანიის განცხადებაში ვკითხულობთ, “ქარწაღებულნი / Gone With the Wind” იმ ეპოქის ეთნიკურ და რასობრივ სტერეოტიპებს ასახავს, რომელიც იმ პერიოდის ამერიკაში არსებობდა. გაიგე მეტი

გაუზიარე მეგობრებს!