“დოგმა”: ქრისტოფერ ნოლანის ფილმს ერთ თვეში ვიხილავთ

სიახლეები

გაუზიარე მეგობრებს!

როგორც იცით, ქრისტოფერ ნოლანის 2020 წლის გახმაურებული თრილერის – “დოგმა” ჩვენებები უკვე რამოდენიმეჯერ გადაიდო, რისი მიზეზიც კორონავირუსის პანდემია გახდა. ფანებში უკმაყოფილება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ფილმის დიდ ეკრანებზე გამოსვლის ზუსტი დრო ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, თუმცა რამოდენიმე დღის წინ ინტერნეტში მეტად საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ფილმის ჩვენება განუსაზღვრელი ვადით გადაიდო, კინოკომპანია “Warner Bros.” მაინც გეგმავს ფილმი კინოგაქირავებაში ზაფხულშივე ჩაუშვას. ეს იმას ნიშნავს, რომ კინოჩვენებები ჯერ ევროპაში გაიმართება, ისეთ ქვეყნებში როგორებიც საფრანგეთი, ესპანეთი და დიდი ბრიტანეთია.

ფილმის ჩვენებები სტარტს 22-28 აგვისტოს აიღებს.

მიუხედავად იმისა, რომ წყარო დაზუსტებით ჯერ არაფერს ამბობს, გავრცელებული ინფორმაციით მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს და ძალიან დიდია შანსი ფილმი დიდ ეკრანებზე სწორედ ამ პერიოდში ვიხილოთ. ევროპის გარდა, კინოგაქირავებისთვის ძალიან დიდ ბაზარს აზია წარმოადგენს, ამიტომ გასაკვირი არ იქნება თუ აშშ-ზე ადრე ფილმს აზიელი აუდიცენციაც იხილავს.

ფილმის ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოსვლის დრო ჯერ კიდევ ბურუსითაა მოფენილი, თუმცა ქართველ მაყურებელს “დოგმის” ევროპაში ჩვენება ძალიან უნდა ახარებდეს, ხოლო სანამ ფილმს კინოთეატრებსა თუ ჩვენს საიტზე იხილავთ, გთავაზობთ გახმაურებული თრილერის თრეილერს:

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა ფილმების ჯერ ევროპასა და აზიაში, ხოლო ბოლოს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაშვება. ამის მიზეზად აშშ-ში მეტად გავრცელებული პანდემია სახელდება, რომლის გამოც კინოთეატრებში აქტივობა ძალიან დაბალია.

მასალის ავტორი:  ოთარ ვახტანგაშვილ

უყურეთ ფილმებს ონლაინ ქართულად, მრავალხმიანი, საუკეთესო გახმოვანებით Movie.Ge-ზე

გაუზიარე მეგობრებს!