10 საუკეთესო ფილმი რომელიც ზაფხულის ცხელ დღეებში უნდა ნახოთ

იპოვე ფილმი

გაუზიარე მეგობრებს!

გარეთ გასვლის დიდი სურვილის მიუხედავად კორონავირუსის პანდემიის დროს მთელი დროის გატარება სახლში გვიწევდა, ახლა კი მცხუნვარე მზის პირობებში ერთადერთი გამოსავალი არა უბრალოდ გარეთ გასვლა, არამედ ზღვაზე თუ მთაში დასასვენებლად წასვლაა, თუმცა ბევრში ჩვენგანისთვის შვებულება ჯერ კიდევ წინაა.

თუ ზაფხულის ნახევარმა ისე განვლო, რომ დასვენება ჯერ ვერ შეძელი და მცხუნვარე დღეებში გასართობს ეძებ, ეს კოლექცია სწორედ შენთვისაა. Mpedia 10 საუკეთესო საზაფხულო თავგადასავლებით სავსე ფილმს გთავაზობს.

სანაპირო” – 2000

სია 2000 წელს გამოსული ფილმით გავხსნათ, რომელიც სამ ახალგაზრდა ტურისტზე მოგვითხრობს. მათ ხელში საიდუმლო კუნძულის რუკა ჩაუვარდებათ, რომელზე ცხოვრებაც ნამდვილ მიწიერ სამოთხეს ჰგავს, თუმცა კუნძულზე ცხოვრება და მისით ტკბობა მხოლოდ რჩეულებს შეუძლიათ. ფილმში მთავარ როლს ახალგაზრდა ლეონარდო დიკაპრიო ასრულებს რაც მის ნახვას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.

ამერიკული ნამცხვარი” – 1999

ალბათ ზაფხულის პერიოდში ერთხელ მაინც გინახავთ “ამერიკული ნამცხვარის” რომელიმე ნაწილს მაინც. თინეიჯერების გიჟური გართობა და მხიარული სასიყვარულო თავგადასავლები დროის მხიარულად გატარებაში დაგეხმარებათ. თუ ნოსტალგიას ეძებთ, ან თქვენც თინეიჯერი, გიჟური გართობის მოყვარული ახალგაზრდა ხართ, ზაფხულის რამოდენიმე დღის “გადაგორება” ფილმის 8 ნაწილით შეგიძლიათ.

გრავითი ფოლსი” – 2012

კოლექცია სერიალით განვაგრძოთ, რომლის ყურება პირობითად “ამერიკული ნამცხვრისგან” განსხვავებით მთელ ოჯახთან ერთად შეგიძლიათ. ანიმაციური სერიალი ტყუპების, დის და ძმის თავგადასავლებზე მოგვითხრობს. ისინი ზაფხულს ბიძია სტენთან, მისტიურ ქალაქ ორეგონში ატარებენ.

ჩვენ მილერები ვართ” – 2013

ფილმი, რომელსაც დასახასიათებლად ალბათ ყველაზე მეტად სწორედ “საზაფხულო თავგადასავლები” შეეფერება. 2013 წელს გამოსული კომედია ნარკოდილერის და მისი ფიქციური ოჯახის შესახებ მოგვითხრობს, რომელთა მიზანს ამერიკა-მექსიკის საზღვრის გადაკვეთა და იქიდან დიდი რაოდენობით ნარკოტიკების წამოღება შეადგენს. თუ სიუჟეტის გაგების შემდეგ წინ ბლოკბასტერს ელოდებით და ფიქრობთ რომ მას საზაფხულო არდადეგებთან არაფერი ესაქმება, გეტყვით რომ ფილმში მთავარი აქცენტი სწორედ “ახლადშექმნილი” ოჯახსა მათ თავგადასავლებზეა გაკეთებული, ამიტომ ეს ნუ შეგაშინებთ.

პალმ სფრინგზი” – 2020

თუ მცხუნვარე მზესთან და საზაფხულო თავგადასავლებთან ერთად მცირეოდენ სასიყვარულო ურთიერთობებს ეძებ, მაშინ ეს 2020 წლის მელოდრამა სწორედ რომ გამოგადგება. ფილმის სიუჟეტი ნაილსსა და ფრეილინას გარშემო ვითარდება. ისინი ერთმანეთს ზაფხულში, ქორწილში ხვდებიან. სწორედ აქედან იღებს სათავეს მათი მეტად უცნაური და სახალისო ურთიერთობა.

ბინძური ცეკვები” – 1987

ახალი ფილმებიდან მოდი ნამდვილ კლასიკაზე გადავინაცვლოთ. 1987 წელს გამოსული “ბინძური ცეკვები” მაყურებლის გულების მოგებას 33 წლის შემდგომაც აგრძელებს. ფილმი ნამდვილი საზაფხულო რომანის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც 17 წლის ფრენსისის, კურორტ ქეთსკილზში დასასვენებლად ჩასული გოგონასა და თავისუფალი სულის, დაუმორჩილებელი მოცეკვავის გარშემო ფრთებს ისხამს.

მოწეულები და აფორიაქებულები” – 1993

საზაფხულო რომანის შემდეგ, ჩვენი კოლექცია “წმინდად გიჟური საზაფხულო გართობით” გავაგრძელოთ. ფილმის სიუჟეტი 70-იან წლებში ვითარდება და ახალი სკოლადამთავრებულების შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც “ბავშვობას” გრანდიოზულად გააცილებენ. ფილმში ისეთ ცნობილ მსახიობებს შეხვდებით მათ ახალგაზრდულ ასაკში, როგორებიც მეთიუ მაკკონაჰი, ადამ გოლდბერგი და ბენ აფლეკი არიან.

თანაკლასელები” – 2010

თუ სიაში “თინეიჯერების გიჟური საზაფხულო გართობა” უკვე რამოდენიმეჯერ შეგხვდათ და ფიქრობთ, რომ ზაფხულის ხალისიანად გატარება მხოლოდ მათ შეუძლიათ, ეს ფილმი სწორედ ამის საპირისპიროში დაგარწმუნებთ. სიუჟეტი ხუთი მეგობრის და მათი ოჯახების გარშემო ვითარდება. ისინი ერთად გადაწყვეტენ დასვენებას და ზაფხულის რამოდენიმე დღის გატარებას, მათი მხიარული თავგადასვლებით სიამოვნების მიღება კი თქვენც შეგიძლიათ.

ამომავალი მთვარის სამეფო” – 2012

უეს ანდერსონის ფილმები რომ სასიამოვნო განწყობის შესაქმნელად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, ეს სიახლე ნამდვილად არ არის. “ამომავალი მთვარის სამეფო” იდეალური კომბინაციაა ახალგაზრდული სიყვარულის, საზაფხულო ბანაკის, თავგადასავლებისა თუ მეგობრობის, ამიტომ ვფიქრობთ ჩვენს სიაში ადგილს უდაოდ იმსახურებს.

ცხელი ამერიკული ზაფხული” – 2001

სია 2001 წელს გამოსული, ნამდვილი “ახალგაზრდული კომედიით” დავხუროთ. თუ თქვენთვის ზაფხული ბანაკებთან ასოცირდება, მაშინ ეს ფილმი ალბათ ყველაზე სწორი არჩევანია. ის გაჯერებულია საზაფხულო გართობითა და თავგადასავლებით.

მასალის ავტორი:  ოთარ ვახტანგაშვილ

უყურეთ ფილმებს ონლაინ ქართულად, მრავალხმიანი, საუკეთესო გახმოვანებით Movie.Ge-ზე

გაუზიარე მეგობრებს!