10 ლეგენდარული მსახიობი რომელთა კარიერაც 100-ზე მეტ როლს ითვლის

საინტერესო

გაუზიარე მეგობრებს!

ალბათ ძალიან ხშირად გინახავთ მეტ-ნაკლებად წარმატებული მსახიობები რომლებმაც თავი რამოდენიმე წარმატებული როლით დაგვამახსოვრეს, თუმცა რამდენი ისეთი მსახიობის დასახელება შეგიძლიათ, რომელთა კარიერაც 100-ზე მეტ ფილმსა თუ როლს ითვლის?

იმის გათვალისწინებით, თუ რაოდენ დიდი შრომა და ნიჭია საჭირო თუნდაც ერთი კარგი როლისთვის, 100 სხვადასხვა როლის მორგება ერთი შეხედვით წარმოუდგენელი რამ არის, თუმცა რას იტყვით ჩვენი სიის ლიდერზე რომლის კარიერაც 577 როლს ითვლის?

10. ენტონი ჰოპკინზი – 137 როლი

1937 წლის 31 დეკემბერს დაბადებულმა მსახიობმა თავისი ხანგრძლივი კარიერა 60-იან წლებში დაიწყო. თავდაპირველად ის სამეფო ეროვნულ თეატრს შეუერთდა, დიდ ეკრანებზე კი პირველად 1967 წელს გამოჩნდა, უკვე 11 წლის შემდეგ კი პირველი მთავარი როლიც მიიღო ფილმში “ადამიანი-სპილო“. მსახიობს საერთაშორისო აღიარება ჰანიბალის როლმა მოუტანა 2001 წლის ფილმში “ჰანიბალი“. ენტონის კარიერა ჯამში 140-მდე როლს ითვლის.

9. ჯეკი ჩანი – 142 როლი

მსახიობი 1954 წელს ჰონგ კონგში დაიბადა. ის არამარტო ძალიან წარმატებული მსახიობი, არამედ საბრძოლო ხელოვნების ოსტატი, სცენარისტი, პროდიუსერი და რეჟისორიცაა. კინო ინდუსტრიაში ჯეკი პირველად 70-იან წლებში გამოჩნდა და მას შემდეგ მაყურებელს თავი არაერთი საყვარელი როლით დაამახსოვრა ისეთ ფილმებში, როგორებიცაა “პიკის საათი“, “კარატისტი ბიჭუნა” და “მთვრალი ოსტატი“.

8. სუზან სარანდონი – 161 როლი

სუზანი ჯერ კიდევ აქტიურ სამსახიობო კარიერას ეწევა, იმის მიუხედავად რომ მსახიობი უკვე 73 წლისაა. მან პირველი როლი შორეულ 1970 წლებში მიიღო ფილმში “ჯოი“, 12 წლის შემდეგ კი ოსკარის ნომინაციაც მოიპოვა ფილმ “ატლანტიკ–სითიში” შესრულებული როლისათვის. ჯამში მსახიობს 161 როლი უგროვდება, რაც ფენომენალური შედეგია.

7. მაიკლ კეინი – 176 როლი

1933 წელს დაბადებული მსახიობის სასცენო სახელი თავდაპირველად მაიკლ ვაითი იყო, რომელიც შემდგომ კეინით შეიცვალა. ფილმებში გამოჩენამდე მაიკლი თეატრსა და ტელევიზიაში მოღვაწეობდა. მისი კარიერა ისეთ გამორჩეულ ფილმებს მოიცავს, როგორებიც არის “ჰანა და მისი დები“, რომელშიც მან ოსკარის მოპოვებაც შეძლო და “ბეტმენი: დასაწყისი“, ხოლო მალე ეკრანებზე მისი ახალი ნამუშევარი, “დოგმა” გამოჩნდება.

6. სამუელ ლ. ჯექსონი – 191 როლი

71 წლის მსახიობი დიდ ეკრანებზე პირველად 1973 წელს გამოჩნდა, საქვეყნო აღიარება კი კვენტინ ტარანტინოს საკულტო ფილმში “მაკულატურა” შესრულებული როლის დამსახურებით მოიპოვა. ჯამში ჯექსონის ანგარიშზე 191 როლია, მათ შორის კი ისეთ გამორჩეულ ფილმებში შესრულებულ როლებს შევხვდებით, როგორიცაა მაგალითად “რკინის კაცი 2“.

5. დონალდ საზერლენდი – 194 როლი

1935 წელს დაბადებულმა დონალდმა კარიერა შორეულ 60-იან წლებში, მეორეხარისხოვანი როლებით დაიწყო, საერთაშორისო აღიარება კი მსახიობს “შიმშილის თამაშებში” შესრულებულმა როლმა მოუტანა. ჯამში 194 როლი დაგვეთანხმებით, ურიგო ციფრი ნამდვილად არ არის.

4. ქრისტოფერ ლი – 282 როლი

ბრიტანელი მსახიობი 2015 წელს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში მან თითქმის 300 სხვადასხვა როლის მორგება მოასწრო, მათ შორის: დრაკულა, ფრანკენშტეინი, შერლოკ ჰოლმსი. მსახიობმა მონაწილეობა “ბეჭდების მბრძანებელის” და “ჰობიტის” ტრილოგიებშიც მიიღო.

3. დენი ტრეხო – 404 როლი

მექსიკური წარმოშობის ამერიკელმა მსახიობმა ჰოლივუდში უდაოდ გამორჩეული კარიერა შეიქმნა და ხანგრძლივი მოღვაწეობისას ციხეში ჯდომაც მოასწრო. მისი კარიერა 1985 წელს დაიწყო. მსახიობს როლები ისეთ ცნობილ ფილმებში აქვს მორგებული, როგორებიცაა “მაჩეტე“, “ფორს მაჟორი” და “შერკინება“.

2. ჯეიმს ჰონგი – 439 როლი

შეიძლება ჰონგს ბევრი თქვენგანი არ იცნობდეთ, ან მის შესახებ საერთოდ გაგონილიც არ გქონდეთ, მაგრამ ამერიკელი მსახიობის კარიერა 439 როლს ითვლის, მათ შორისაა როლი ფილმებში “ჩინური კვარტალი” და “დანის პირზე მორბენალი“.

1. ერიკ რობერტსი – 577 როლი

ჩვენი სიის ერთპიროვნული ლიდერის კარიერა 64 წელზე მეტს ითვლის. ერიკი მეორეხარისხოვანი როლების შესრულების დიდოსტატია. “შეუჩერებელნი“, “შავი რაინდი“, “კაბელის ხელოსანი“. ეს მისი ფილმების არასრული ჩამონათვალია. ერიკი აგრეთვე პოპულარული მსახიობის, ჯულია რობერტსის ძმა და ემა ვოტსონის მამაა.

მასალის ავტორი:  ოთარ ვახტანგაშვილი

უყურეთ ფილმებს ონლაინ ქართულად, მრავალხმიანი, საუკეთესო გახმოვანებით Movie.Ge-ზე

გაუზიარე მეგობრებს!