“უინდერმირელი ბავშვები”- ემოციური დრამა, ჰოლოკოსტგამოვლილი ბავშვების ისტორიაზე

იპოვე ფილმი

კარგი ფილმი, მაღალი ტექნიკური და სამსახიობო შესრულების ხარისხით, რომელიც ღრმა ამბავს ეფუძნება, ყოველთვის იპყრობს მაყურებლის გმირს. განსაკუთრებით მაშინ, როცა რეალური ისტორია, ნახევარი მსოფლიოს ტკივილიან წარსულს ეხმიანება.

უინდერმირელი ბავშვები” 2020 წლის, რეალურ ისტორიაზე დაფუძნებული ფილმია, რომელიც მოგვითხრობს 300 ბავშვის რეაბილიტაციის შესახებ, მას შემდეგ რაც მეორე მსოფლიო ომის დროს ჰოლოკოსტში, წარმოუდგენელი ტანჯვა გამოიარეს.

მოქმედება 1945 წელს ვითარდება, როცა ომის ნაცისტური სადიზმისგან გათავისუფლებული, 300 ტრავმირებული ბავშვი ავტობუსით ჩადის უინდერმირის ტბის მიმდებარედ. მათი ფსიქოლოგიური და ფიზიკური მდგომარეობა ძალიან მძიმეა. საწყის ეტაპზე მათი შიშები ძალიან მძაფრია, თავშესაფარს ახალ საკონცენტრაციო ბანაკად აღიქვამენ, უნდობლად მიემართებიან მასპინძლებს, აწუხებთ ღამის შფოთვები, ინახავენ პურის ნაჭრებს ლეიბის ქვეშ, სასოწარკვეთილები ელოდებიან ოჯახის წევრებს და არ კარგავენ იმედს, რომ რომელიმე მათგანი ცოცხალი გადარჩა.

თუმცა, ეტაპობრივად გულთბილი მასპინძლების, პროექტის ავტორის, ფსიქოლოგების, სპორტული მწვრთნელის წყალობით, ისინი ნელ-ნელა თავისუფლდებიან შფოთვებისგან. იწყებენ მშვიდად ჭამას, ფეხბურთის თამაშს, ველოსიპედით სერინობას, ტბაში ბანაობას და პიკნიკს, ადგილობრივ გოგონებთან ფლირტს, ინგლისური ენის სწავლას და არ კარგავენ ახლობლების გამოჩენის იმედს.

ფინალში, დრამა დოკუმენტური ჩანართით სრულდება. რეალური ისტორიის გმირები იხსენებენ ბავშვობას. მათი ნაწილი სამშობლოში დაბრუნდა, ნაწილი ინგლისში დარჩა, ზოგიერთი მათგანი კი ამერიკაში წავიდა. უმეტესობა დღეს ცოცხალი აღარ არის. ფილმი კი მოვლენის 75 წლის იუბილეს მიეძღვნა. სპეციალურ ჩვენებაზე ერთ-ერთმა გმირმა განაცხადა: “ფილმი ძალიან კარგად, ძალიან რეალურად იყო გადაღებული. რა შემიძლია ვთქვა? მხოლოდ ის, რომ შიგადაშიგ ჩუმად ვტიროდი” – არეკი.

ფილმს, ქართული გახმოვანებით შეგიძლიათ უყუროთ Movie.Ge-ზე: “უინდერმირელი ბავშვები