7 ფაქტი ჯონი დეპის შესახებ, რომლებიც მის გენიალურობაში დაგარწმუნებთ

საინტერესო

ბოლო პერიოდში ჯონი დეპის მიმართ ინტერესი ძირითადად მხოლოდ მისი და მის ყოფილ ცოლს შორის მომხდარი ინციდენტის გამოა გაღვივებული. მაყურებელმა თუ კინოკრიტიკოსებმა გარკვეული პერიოდი, თითქოს დაივიწყეს კიდეც, თუ რაოდენ წარმატებული მსახიობი და უბრალოდ უნიჭიერესი ადამიანია ჯონი. თუმცა სასამართლო პროცესების, ფაქტებზე დაყრდნობით შემოტრიალებამ, ჯონის კარიერის გაგრძელების საშუალება მისცა.

შესაძლოა ფიქრობდეთ რომ ჯონი დეპის და მისი ნიჭიერების შესახებ უკვე ყველაფერი იცით, მაგრამ სტატია საპირისპიროში დაგარწმუნებთ. იცოდით, რომ ჯონს შეეძლო ძალიან წარმატებული მუსიკოსიც ყოფილიყო? ან რომ მსახიობობა მან ნიკოლას ქეიჯმა გადააწყვეტინა? მაშინ სტატიას დაწვრილებით გაეცანით და დარწმუნდებით, რომ ამ ადამიანის ნიჭიერება უსაზღვროა.

ჯონი დეპმა 5 მილიონი დახარჯა იმისთვის, რომ მეგობრის ფერფლი ზარბაზანიდან გაეფანტა

ჯონი დეპის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი როლი რაულ დიუკის როლია, რომელიც ჰანტერ ს. ტომპსონის ფიქციურ პერსონაჟს წარმოადგენს 1998 წლის შავ კომედიაში „შიში და სიძულვილი ლას-ვეგასში“, რომელიც სწორედ ტომპსონის აუტობიოგრაფიულ ნოველაზეა დაფუძნებული. როგორც შემდეგ გაირკვა, როდესაც ჯონმა ეს როლი მოირგო, ის და თავად ჰანტერი უკვე კარგი მეგობრები იყვნენ. მათ ერთმანეთი გიჟურ წვეულებაზე გაიცნეს კოლორადოში, 1994 წელს.

პირველ ღამეს, როდესაც ისინი ერთმანეთს შეხვდნენ, ტომპსონმა დეპს მისი ერთ-ერთი იარაღიდან გასროლა შესთავაზა, რაზეც უმალვე თანხმობა მიიღო. ამ მომენტიდან დეპი და ტომპსონი განუყოფელ მეგობრებად იქცნენ.

სამწუხაროდ, 2005 წლის გაზაფხულზე ტომპსონმა თავი მოიკლა, მისი უკანასკნელი სურვილი კი იყო ის, რომ მისი ფერფლი ზარბაზანიდან გაეტყირცნად და ისე გაეფანტათ. დეპმა მას ეს თხოვნა შეუსრულა, რაც მსახიობის განცხადებით მას 5 მილიონი დაუჯდა. ზოგიერთი ცნობებით დანახარჯს მინიმუმ 3 მილიონისათვის უნდა მიეღწია.

ჯონი ნიკოლას ქეიჯმა დაარწმუნა, რომ მსახიობი გამხდარიყო

ჯერ კიდევ დიდი ხნით ადრე, სანამ ჯონი დეპი ჰანთერს შეხვდებოდა, მას კიდევ ერთ დიდებულ სელებრითთან ქონდა ურთიერთობა. საუბარია ნიკოლას ქეიჯზე. „The New York Times Magazine“-სთვის მიცემულ ინტერვიუში ქეიჯმა განაცხადა, რომ ის და ჯონი ადრეულ 80-იანებში შეხვდნენ ერთმანეთს და მალე ოთახის მეზობლებიც გახდნენ. ერთ ღამესაც, როდესაც ისინი ერთად მონოპოლს თამაშობდნენ, ნიკოლასმა მომავალს მსახიობს ურჩია მუსიკის მაგივრად დიდი სცენისთვის მიემართა და მსახიობი გამხდარიყო.

საუბრიდან მალევე, ნიკოლას ქეიჯმა ჯონი დეპი საკუთარ აგენტს დააკავშირა, რომელმაც იმ დროისთვის მუსიკოსობისათვის მებრძოლი ჯონი მსახიობად ჩამოაყალიბა და აუდიტორიას ფილმიდან „საშინელება თელების ქუჩაზე“ გააცნო.

დეპი გიტარაზე უკრავს ბენდში „Hollywood Vampires“

ჯონი დეპი ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მსახიობი გახდა, მაგრამ მას ამან სულაც არ შეუშალა ხელი იმაში, რომ ბავშვობის ოცნება აეხდინა და წარმატებული მუსიკოსი გამხდარიყო. ჯონი წლების განმავლობაში ქმნიდა მუსიკას, მაგრამ მისი მთავარი მიღწევა 2015 წელს სუპერ როკ ჯგუფის ჩამოყალიბებაა სახელად „ჰოლივუდის ვამპირები“.

ბენდმა სადებიუტო ალბომი 2015 წელს გამოუშვა, რასაც 2019 წელს მეორეც მოყვა. ალბომში შესულია კოლაბორაციები ისეთ ცნობილ შემსრულებლებთან ერთად, როგორებიც არიან პოლ მაკარკტნი, დეივ გროლი და ქრისტოფელ ლიც კი. ასე რომ, როგორც ხედავს, დეპის მუსიკალური კარიერა სამსახიობოზე არანაკლებ წარმატებულია.

ჯონი ფლობდა ღამის კლუბს სახელად „The Viper Room“

მსახიობობასთან და მუსიკოსობასთან ერთად, ჯონი დეპი ერთ დროს ფლობდა ნაკლებად ცნობილ ღამის კლუბს ჰოლივუდში. ჯონი კლუბის დამფუძნებელი და თანამფლობელი იყო 1993 წელს. წლების განმავლობაში, კლუბში მრავალ ახალგაზრდა შემსრულებელს აქვს ნამღერი 90-იან წლებში. მათ შორის დღეს ისეთ ცნობილ შემსრულებლებს, როგორებიც ჯონი ქეში და ტომი პეტი არიან.

კლუბი ყველაზე მეტად გამორჩეული იყო 1993 წლის 31 ოქტომბრის მოვლენებით. რივერ ფენიქსის გარდაცვალების გამო, დეპმა გლოვის ნიშნად კლუბი ერთი კვირით დახურა. ამის შემდეგ, ის კლუბს ყოველ 31 დეკემბერს ხურავდა, სანამ 2004 წელს საბოლოოდ არ გაასხვისა.

ჯონმა მთლიანი შემოსავალი ფილმიდან „ექიმ პარნასის წარმოსახვა“ ჰიტ ლეჯერის გოგონას გადაურიცხა

ჯონი დეპი სამი მსახიობისგან ერთ-ერთი იყო, რომელიც ფილმ „ექიმ პარნასის წარმოსახვა“ -ის დასასრულებლად მიიწვიეს მას შემდეგ, რაც მთავარი როლის შემსრულებელი, ჰით ლეჯერი გარდაიცვალა. დეპმა კოლინ ფარელთან და ჯუდი ლოუსთან ერთად შეძლო ფილმის დარჩენილი კადრების თამაში, რათა ფილმის წარმოება საბოლოოდ დასრულებულიყო და ლეჯერის საპატივცემულოდ ის მაყურებელს ეკრანზე ეხილა. იმის მაგივრად, რომ მსახიობებს ფილმიდან მიღებული გასამრჯელო საკუთარი მიზნებისთვის მოეხმარათ, მათ მთლიანი ფული ლეჯერის სამი წლის ქალიშვილის, მატილდას ანგარიშზე დარიცხეს, რომელიც სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე შექმნა თავად ჰიტ ლეჯერმა.

ეს ყველაფერი არ არის. ჯონი დეპმა მის საკუთრებაში მყოფი 45 ჰექტარის ტერიტორია ბაჰამის კუნძულებზე მთლიანად ჰიტ ლეჯერის ოჯახს გადასცა მისი ხსოვნის საპატივსაცემოდ. როგორც შემდგომ მან ინტერვიუში განაცხადა, მას სურდა კუნძულზე ყოფილიყო ადგილი, რომელიც სამუდამოდ იქნებოდა ცნობილი „ჰიტის ადგილის“ სახელით.

ის კაპიტან ჯეკ ბეღურას კოსტიუმს ყოველთვის თან ატარებს

შეიძლება ჯონი დეპს გულშემატკივრები მრავალი ფილმიდან იცნობდნენ, როგორებიცაა „ედვარდ მაკრატელხელება“, „რა აწუხებს გილბერტ გრეიფს“, ან თუნდაც „მტირალა“, მაგრამ უდაოდ მისი საკულტო ნამუშევარი „კარიბის ზღვის მეკობრეები“ და მის მიერ შესრულებული კაპიტან ჯეკ ბეღურას როლია. როგორც იცით, ჯონი ხშირად სტუმრობს ბავშვთა საავადმყოფოს საყვარელი ჯეკ ბეღურას კოსტიუმში გამოწყობილი, და ამას იმდენად ხშირად აკეთებს, რომ კოსტიუმი მუდამ თან აქვს.

როგორც გამოცემა „E! Online“-სთან ინტერვიუში განაცხადა, ის ხშირად უკეთებს ბავშვებს სიურპრიზს და საავადმყოფოში მათ ბეღურას კოსტიუმში გამოწყობილი საათების განმავლობაში ამხიარულებს. როდესაც დეპი ბეღურას გარეგნობას ირგებს, ის უბრალოდ პერსონაჟს არ აცოცხლებს, ის ამ დროს მთლიანად ირგებს მის მიერ განსახიერებულ საკულტო როლს.

ჯონი დეპს ოსკარი არასდროს მოუპოვებია

ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო ფაქტი ჯონი დეპის შესახებ ის არის, რომ მას ოსკარი არასდროს მოუგია მისი წარმატებული კარიერის განმავლობაში. საუკეთესო მსახიობის ჯილდოზე ის პირველად 2004 წელს იყო წარდგენილი მისი როლისთვის ფილმში „კარიბის ზღვის მეკობრეები: შავი მარგალიტის წყევლა“. ამის შემდეგ იყო ნომინაციები ფილმებისთვის “ჯადოსნური ქვეყანა“ და „სუინი თოდი: დალაქი-დემონი ფლიტ-სთრითიდან“. სამწუხაროდ, ჯონს ჯერ კიდევ არ მოუპოვებია ოსკარის ცერემონიაზე გამარჯვება.

მიუხედავად ოსკარზე წარუმატებლობისა, ჯონს 20-ზე მეტი ჯილდო აქვს მოპოვებული, მათ შორის ოქროს გლობუსი. შესაძლოა, მან ერთ დღეს ოსკარიც დაიბევოს.

ჩაუჯექი ფილმებს ჯონი დეპის მონაწილეობით Movie.Ge-ზე