5 ფილმი აფროამერიკელების წინააღმდეგ მიმართული “თეთრი ძალაუფლების” გავლენაზე

იპოვე ფილმი

გაუზიარე მეგობრებს!

სულ რამდენიმე კვირის წინ ამერიკაში ტრაგიკულად დაღუპული აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გამო რადიკალური ცვლილებები დაიწყო. თითქმის მთელი მსოფლიო შავკანიანთა მიმართ რასისტულ დამოკიდებულებაზე ალაპარაკდა და საზოგადოება ერთიანი ძალებით ცდილობს ამ პრობლემის მოგვარებას.
ამერიკული ახალი ამბების ტელეკომპანია CNN რასისტული მოპყრობის აღმოფხვრაში უკვე ჩაერთო. CNN-მა იმ ფილმების სია გამოაქვეყნა, რომლებშიც მთავარ და წამყვან როლს სწორედ შავკანიანები ასრულებენ.

ჰარიეტი / Harriet“

2019 წელს გადაღებული მძაფრსიუჟეტიანი ფილმი ერთი შავკანიანი მონის ცხოვრებაზეა, რომლის სიცოცხლე მარადიული კატორღისთვის იყო განწირული, თუმცა ცხოვრება მას სიურპრიზებს უმზადებს და ჰარიეტი თავისი ბედის შესაცვლელად მონობას გაურბის და ახალ ცხოვრებას იწყებს. ჰარიეტი ამერიკაში რადიკალური ცვლილებების დასაწყებად ემზადება.

სელმა / Selma”

2014 წელს გადაღებული ეს გენიალური ფილმი მარტინ ლუთერ კინგის მიმართ უზომოდ დიდ პატივისცემასა და დაფასების გრძნობას გაგიჩენთ. ფილმი აფროამერიკელთა ცხოვრების ზუსტ და რეალურ ისტორიას დეტალურად გამოხატავს და მარტინ ლუთერ კინგის მიერ მოწყობილი საპროტესტო გამოსვლების ისტორიას გვიყვება. გამოსვლები ალაბამის შტატის ქალაქ სელმაში მიმდინარეობს და ფილმის მთავარი ფრაზა ასეთია: ,,ერთ ოცნებას შეუძლია მსოფლიო შეცვალოს“.

ქუჩის ბიჭები / Boyz N the Hood’’

თუ სიცოცხლე გსურთ, გირჩევნიათ ცხვირი არ შეყოთ ლოს-ანჯელესის ამ კვარტალში. 1991 წელს გადაღებული დრამა აფროამერიკელების საშიშ და რთულ ცხოვრებაზე გვიყვება. ფილმი ლოს-ანჯელესის ერთ კვარტალშია გადაღებული, სადაც ისეთი ბიჭები ცხოვრობენ, როგორებიცაა ტრე, რიკი და დაგბოი. ისინი ყოველდღიურ ჯოჯოხეთურ სამზარეულოში ატარებენ დროს, კვარტალი კი სავსეა ძალადობით, უზნეობითა და ბოროტებით. ეს არის მკვლელების და ნარკომანების სამოთხე.

სერპიკო ,,Serpico”

ფილმი “სერპიკო” რეალური ადამიანის ნამდვილი ისტორიაა, რომელიც 1973 წელს გენიალურ ფილმად იქცა. ფილმი პატიოსან ნიუიორკელ პოლიციელზეა, რომელიც აღვირახსნილ კორუფციას ამხელს მხოლოდ იმისათვის, რომ თავისი ამხანაგები მის წინააღმდეგ აამხედროს.

განაგრძეთ კითხვა

ჩაუჯექი ფილმებს Movie.Ge-ზე